arარპად გენცი უნგრელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, ლიტერატორი, დრამატურგი.მონაწილეობდა უნგრეთის 1956 წლის სახალხო ამბოხებაში, რისთვისაც დააპატიმრეს 1957 წლის მაისში. პატიმრობიდან 1963 წელს გაათავისუფლეს. 1965 წლიდან არპად გენცი ლიტერატურული საქმიანობით იყო დაკავებული. 1988 წელს შევიდა თავისუფალი დემოკრატების ალიანსში, ასევე სათავეში ჩაუდგა ადამიანის უფლებების ლიგის ბუდაპეშტის განყოფილებას და უნგრეთის პენ კლუბს. 1990 წელს აირჩიეს უნგრეთის პარლამენტში, ამავე წლის აგვისტოში კი უნგრეთის პრეზიდენტად. არპად გენცს ეს პოსტი 10 წლის მანძილზე ეკავა. მისი პრეზიდენტობის ბოლოს უნგრეთი ნატოს წევრი გახდა. გარდაიცვალა 94 წლის ასაკში,  2015 წელს.

1991 წლის აპრილის ბოლოს  გაზეთმა ‘საქართველოს რესპუბლიკამ” გამოაქვეყნა უნგრეთის პრეზიდენტის არპად გენცის მიმართვა  ზვიად გამსახურდიასადმი.

gaz

 

“არიან ერები, რომლებიც ბედის ნებით გეოგრაფიულად შორს მდებარეობენ ჩვენგან, მაგრამ რომლებთანაც სულით ძალზე ახლოს ვდგავართ. უნგრეთში ჩვენ ასეთ ერებს მივაკუთვნებთ ქართველ ხალხსაც. ამიტომ განსაკუთრებული გულისყურით ვადევნებთ თვალს ყოველ ცნობას საქართველოს შესახებ, ყოველ ამბავს საქართველოდან.

ჩვენი ხალხების ისტორიაში ბევრი რამ არის მსგავსი, ბევრი საერთო გვაკავშირებს.

განსაკუთრებით მიხარია ის, რომ თქვენი სახით შემიძლია დავუდასტურო პატივისცემა ქართული ლიტერატურის კლასიკოსს კონსტანტინე გამსახურდიას, რომელმაც გაამდიდრა მშობლიური ლიტერატურა მნიშვნელოვანი ნაწარმოებებით.

მაგრამ ჩვენი ერების ბედ–იღბლის მსგავსებაზე უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია ისტორიული ცვლილებები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებში ხდება, დემოკრატიულ გარდაქმნებს რომ ახორციელებენ. მე კარგად ვიცი, რომ თქვენს ქვეყანაში უდიდეს ინტერესს იჩენენ უნგრეთისადმი და მინდა ღირსი ვიყოთ ამ ყურადღებისა და ნდობისა.

ჩემს სამშობლოში დღემდეც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოსთან ურთიერთობას, ამის დასტურია, რომ 1989 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ კულტურული თანამშრომლობის შეთანხმებას და ახლანდელ პირობებშიც კი, რომლებიც სულ უფრო რთულდება, ჩვენი საქონელგაცვლა ფართოვდება.

განზრახული გვაქვს კვლავაც ვეძებოთ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობანი.

ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად დიდ სიძნელეებს ვაწყდებით დემოკრატიზაციაზე, პლურალიზმზე და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის დროს, მზად ვართ გაგიზიაროთ მთელი ჩვენი გამოცდილება, რომელიც შეიძლება გამოგადგეთ. ყოველივე ეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის შემდგომ ინტენსიფიკაციას, პირადი კონტაქტების და უწინარეს ყოვლისა პარლამენტების წარმომადგენელთა ყველა დონეზე, მუნიციპალიტეტებს, საწარმოებსა და მეწარმეებს შორის კონტაქტების თანდათანობით გაფართოებას მოითხოვს. ჩვენ ხალისით დავთანხმდით ყოველივე ამასთან დაკავშირებით თქვენს წინადადებებს და თხოვნას.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა ისტორიულმა ტრადიციებმა და ჩვენმა წარსულმა მტკიცე საძირკველი ჩაუყარა უნგრეთისა და საქართველოს ურთიერთობის განვითარებას, და მწამს, რომ ერთმანეთის დახმარებით წინ წავიწევთ გზაზე, რომელიც  დემოკრატიზაციამდე და ეროვნულ სუვერენიტეტამდე მიგვიყვანს.

დასასრულ, მადლობას მოგახსენებთ მოსალმებისთვის და დიდ წარმატებებს გისურვებთ თქვენს პასუხსაგებ პოსტზე, ბედნიერებას ვუსურვებ თქვენს ერსა და თქვენს ოჯახს.

პატივისცემით უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

არპად გენცი

ბუდაპეშტი, 1991 წლის 29 აპრილი.”