katiსააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა, ჟურნალისტ ეკა წამალაშვილთან ერთად, იწყებს ახალ პროექტს – „დამოუკიდებლობის გაკვეთილები.“ მკითხველს შევთავაზებთ საინტერესო მოგზაურობას ჩვენი ისტორიის იმ მონაკვეთში, რომელმაც უკვე მეოთხედი საუკუნე მიითვალა და ურთულესი გაკვეთილები გაგვატარა.

ჩვენი „დამოუკიდებლობის გაკვეთილები“ საბჭოთა იმპერიის დასასრულიდან დაიწყება. ზუსტად იმ დროიდან, როცა ქუჩებში – „დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს!’- შეძახილები დაიწყო და გაგახსენებეთ იმას, რაც თითქოსდა დავივიწყეთ. გაგახსენებთ ფაქტებით, დოკუმენტური მასალით, უკვე ისტორიად ქცეული ბნელი და ნათელი, უსასოო და იმედიანი დღეებით. ვცადოთ წარსულის ხელახლა შეფასება უფრო ობიექტურად, ვიდრე ეს აქამდე გაგვიკეთებია.

მოდით, თავიდან გავუყვეთ საქართველოს ბრძოლის მტკივნეულ გზას- საკუთარი თავის ლუსტრაციისთვის, იმ წარსულისგან განთავისუფლებისთვის, სულ რომ უკან გვექაჩება, ჩვენი შეცდომების და დანაშაულების, გამარჯვებების და დამარცხებების თავიდან განცდისთვის და გააზრებისთვის, ამ ქვეყნის გმირების და მისივე უძღები შვილების გახსენებისთვის. ყველაფერი ერთად ჩვენი ისტორიაა, ჩვენს თვალწინ დაწერილი და ვიღაცეების მიერ ჩვენს თვალწინვე გადაშლილი, ხელახლა ასაღწერი და კარგად დასამახსოვრებელი.

მაშ ასე, ვიწყებთ მოგზაურობას წარსულში, მომავლისკენ გზის გაკვალვის გაიოლებისთვის.