ტეგები

, ,


ძალიან იოლად და ძალიან მოკლე დროში კარგავს ხალხი საუკუნეების მანძილზე შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას. გაცილებით ძნელია ერთი ადამიანის გაადამიანება, ვიდრე მთელი ხალხის გაპირუტყვება.ოთარ ჭილაძე.

„მხოლოდ სძინავს“
გაზეთ „თბილისისთვის“ 1993  წელს მიცემული ინტერვიუდან

“1989 -ში თქვენ წერდით: “ჯერჯერობით ძნელი სათქმელია აღმა მივდივართ თუ დაღმა, ვიღვიძებთ თუ გვესიზმრება გამოღვიძებაო,“ – როგორ ფიქრობთ, თუ შეიცვალა რამე ამ სამი წლის განმავლობაში?

ოტაროთარ ჭილაძე: “რასაკვირველია ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ხალხის გამოღვიძება იმდენად რთული პროცესია, ასე უცებ ვერ მოთავდებოდა. ადამიანისგან განსხვავებით ხალხი გაცილებით ძნელად იღვიძებს, რადგან მისი ძილიც განსაკუთრებულია და სულაც არ განეკუთვნება ფიზიოლოგიურ მოვლენათა რიგს. ხალხის გამოღვიძება, უპირველეს ყოვლისა, ხალხის განათლებას, ხალხის გაკეთილშობილებას ნიშნავს და, არა მგონია, წინასწარ განსაზღვროს ვინმემ, რამდენი ასტრონომიული საათია საამისოდ საჭირო. სამაგიეროდ, ძალიან იოლად და ძალიან მოკლე დროში კარგავს ხალხი საუკუნეების მანძილზე შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას. გაცილებით ძნელია ერთი ადამიანის გაადამიანება, ვიდრე მთელი ხალხის გაპირუტყვება.

ასე რომ, არც სამი წლის წინ დაწყებულა ჩვენი გამოღვიძება და არც სამის წლის შემდეგ დამთავრდება. მთავარია, მართლა გავიღვიძებდეთ, ესე იგი, ჯერ კიდევ გვქონდეს შერჩენილი გამოღვიძების სურვილიცა და უნარიც, რაც თავისთავად სიცოცხლის გარანტიაა, იმის დადასტურებაა, რომ ჯერ კიდევ არ ამოწურულა, არ დაშრეტილა ის აზრი და მიზანი, რაც თავიდანვე ჩაუდია ჩვენში განგებას თუ ბუნებას.“