ტეგები

, , ,


ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობის შემდეგ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დატოვა უზენაესი საბჭო და დატოვა ქვეყანაც, კრიმინალური გადატრიალების თავკაცებმა – ჯაბა იოსელიანმა და თანგიზ კიტოვანმა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დარბაზში  პრესკონფერენცია მოიწვიეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. 1992 წლის იანვარში, ნაახალწლევს, “საქართველოს რესპუბლიკამ” გამოაქვეყნა ამ პრესკოფერენციის ანგარიში.

“ჯაბა იოსელიანმა თქვა, რომ სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით, წინასწარ zviada-gadisდა საგანგებოდ, ღიად ჰქონდათ დატოვებული გასასვლელი მთავრობის სახლიდან, რათა იქიდან მშვიდობიანად გამოსულიყო ყველა, ვინც ამას ისურვებდა. ამ გამოსასვლელით ისარგებლა პრეზიდენტმა და გაიქცა წითელი ხიდის მიმართულებით.

საბჭოს ანგარიშით, ბოლო დღეს უზენაესი საბჭოს ბუნკერში იმყოფებოდა დაახლოებით 1200 ადამიანი, ხოლო  პრეზიდენტს თან წაყვა დაახლოებით 200–300 კაცი. მათი წასვლის დროს მეტეხის ხიდთან ატყდა სროლა, რის შედეგადაც დაიღუპა სულ 5 კაცი პრეზიდენტის მომხრეებიდან.

ჯაბა იოსელიანის თქმით, აშკარად არ გამართლდა პრეზიდენტის პროგნოზი, რომ მის გადაყენებას მოჰყვებოდა სამოქალაქო ომი. მან ჟურნალისტებს აცნობა ისიც, რომ ვიდრე არ ჩამოყალიბდება დროებითი პრემიერ–მინისტრის კაბინეტი, ძალაუფლება იქნება სამხედრო საბჭოს ხელში და, თუ ყველაფერი კალაპოტში ჩადგება და შეიქმნება გარკვეული საფუძვლები დემოკრატიისთვის, უკვე აპრილის დასაწყისში მოეწყობა საყოველთაო არჩევნები. ჯერჯერობით კი არის წინააღმდეგობის გამოვლენის შემთხვევები ზოგიერთი პრეფექტის მხრიდან.

იოსელიანმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ მათ ტორეზ კულუმბეგოვს შესთავაზეს განთავისუფლება, მაგრამ მან უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ შიშობს უხიფათოდ ვერ ჩავა ცხინვალში და ეს საკითხი მოგვიანებით გადაწყდებაო.

xunta“რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, იგი უნახავთ წითელ ხიდთან  და სადაც გინდა წავიდეს, ჩვენ მოვითხოვთ, რათა ის სასამართლოს წინაშე წარსდგეს, თუკი გამოძიება მის დანაშაულს  დაადგენს. თუ არა და, იგი ჩვეულებრივი თავისუფალი მოქალაქე იქნება, დაუმატა თავის მხრივ კიტოვანმა.

 

ერთი რუსი ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიიღებთ თუ არა ედუარდ შევარდნაძეს, რომელსაც განზრახული აქვს საქართველოს თავისი სამსახური შესთავაზოსო, ჯაბა იოსელიანმა უპასუხა: „ ჩვენ განვიხილავთ, თუ რა სამსახური შეუძლია მას შემოგვთავაზოს, ან რა შეგვიძლია მას შევთავაზოთ ჩვენ. ბოლო ხანს შევარდნაძის წინააღმდეგ მიმართული დიდი კამპანიის შემდეგ, ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი მის წინააღმდეგ არის განწყობილი.” ( “საქართველოს რესპუბლიკა”. 1992წ. იანვარი).

 

omi

რუსთაველის პროსპექტი 1992 წლის იანვარში.

იმ დღეებში