ტეგები

, ,


ზვიად გამსახურდიას მიმართ ოპონენტების ერთ–ერთი ბრალდება  იყო ასეთი: “”ჯერ დამოუკიდებლობა, მერე დემოკრატია!“  დამღუპველი შეცდომაა.” ცნობილი ბრალდებაა და მის მოყვანილ ფორმულირებას 1991 წლის   ერთ  გაზეთში ( “დრონი”) გამოქვეყნებულ წერილში წავაწყდი. ის ზურაბ აბაშიძეს ეკუთვნოდა, იმჟამად “საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის და კულტურული ურთიერთობების საზოგადოების ” თავმჯდომარეს.  ვნახოთ  კიდევ რას საყვედურობდა ზ. აბაშიძე პირველ პრეზიდენტს აღნიშნულ წერილში და შემდეგ იმის შესახებ, თუ რას ეფუძნებოდა ბრალდება  – ” ჯერ დამოუკიდებლობა, შემდეგ კი დემოკრატია.” რეალურად რა იყო ზვიად გამსახურდიას შემოთავაზება საქართველოს მოსახლეობისთვის.

“ხელისუფლება და მისი მომხრეები ოპოზიციას აღიქვამენ, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევის შემაფერხებელ ფაქტორს. პრინციპის – “ჯერ დამოუკიდებლობა, მერე დემოკრატია“ აღიარება დამღუპველი შეცდომაა. დემოკრატიის გარეშე ჩვენს დამოუკიდებლობას არავინ  ცნობს. დასავლეთის ის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ, ხელისუფლებას ყოველთვის მიუთითებდნენ რადიკალური დემოკრატიული ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე. ჩვენმა ხელისუფლებამ ან ვერ გაითვალისწინა ეს, ან ამგვარი რეფორმები ზედმეტად ჩათვალა. საქართველო დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები თავისთავად იყო ნაბიჯი დემოკრატიისკენ, მაგრამ მარტო არჩევნები ვერაფერს შეცვლის, თუ  ამის შემდეგ არ შესრულდება მთელი რიგი ისეთი აუცილებელი პირობებისა, როგორიცაა, მაგალითად,  უმცირესობის, ან ოპოზიციის უფლებების გარანტიები. მთავრობა 87 –მა კი არა, 99 პროცენტმაც რომ აირჩიოს, მან იმ ერთი პროცენტის ინტერესებიც ისე უნდა დაიცვას, როგორც დანარჩენი 99 პროცენტის.

გაჩდნენ პოლიტპატიმრები, ამან კი საქართველოს დასავლეთში  უარყოფითი იმიჯი შეუქმნა. მაგრამ ჩვენი მოსახლეობა არ არის ინფორმირებული რეალური მდგომარეობის შესახებ და შექმნილია აზრი, თითქოს, უცხოეთის მიერ ჩვენი დამოუკიდებლობის ცნობა დღეების ამბავია. საქმე ისაა, რომ სწორედ დემოკრატიული ცვლილებების საჭიროების უგულებელყოფამ საგძრნობლად შეაფერხა ეს პროცესი. დასავლეთში საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის საკითხი ამჟამად მოხსნილია.

ინტელიგენცია პირადი მიზეზების გამო კი არ მოითხოვს დემოკრატიას! დემოკრატია დამოუკიდებლობის მისაღწევი წინაპირობაა და ის ისევე ესაჭიროება ინტელიგენციას, როგორც მუშებს, გლეხებს.. ამიტომაც ვინც დღეს ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ცვლილებებს, ფაქტობრივად ეწინააღმდეგება დამოუკიდებლობასაც.” 1991წ. 

იყო თუ არა ზვიად გამსახურდიას შეთავაზება საქართველოს მოსახლეობისთვის “ჯერ დამოუკიდებლობა და შემდეგ დემოკრატია?” შეთავაზება მან 1989 წლის აპრილში, რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესქტო აქციაზე წარმოადგინა.

ზ. გამსახურდია: “„არის ძირითადად  ორი აზრი საქართველოში შექმნილ ვითარებაზე: ერთი პოზიცია აქცენტს აკეთებს ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე ( რაც მისასალმებელია!) და მოითხოვს ყველა ეროვნული ძალების კონსოლიდაციას დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ქვეშ, მეორე პოზიცია აქცენტს აკეთებს  ადამიანის უფლებათა კერძო გამოვლინებებზე და  მათ დაცვაზე, რაც აგრეთვე სწორია!  იყო გარკვეული დაპირისპირებებიც ამ პოზიციებს  შორის. მე მსურს  შემოგთავაზოთ გამაერთიანებელი პოზიცია. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ დამოუკიდებლობისთვის,  რადგან საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვა არის მიზეზი და წყარო ყველა იმ უბედურებათა, რაც დაატყდა ქართველ ხალხს ამ  70 წლის მანძილზე.“