ტეგები

,


1990 წლის 23 დეკემბერს რეფერენედუმი ჩატარდა სლოვენიის დამოუკიდებლობის თაობაზე,  მოსახლეობის 88,2 % –მა იუგოსლავიისგან სლოვენიის გამოყოფას  და სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. 1991 წლის 25 ივნისს სლოვენიამ დამოუკიდებლად გამოაცხადა.  პოლიციამ და ტერიტორიული თავდაცვის სამხედრო ძალებმა კონტოლქვეშ მოიქციეს სასაზღვრე გადასასვლელი პუნქტები იტალიასთან, ავსტრიასთან, უნგრეთთან, ასევე შესძლეს სლოვენიის ცის გაკონტროლება. იუგოსლავიის პრემიერ-მინისტრმა ანტე მარკოვიჩმა ინას უფლება მისცა დაეცვა სახელმწიფოს საზღვრები, როგორც ქვეყნის რეგიონებს შორის, ასევე ასევე სახელმწიფოებს შორისაც და მაშინ, გაზეთმა “თბილისმა” სლოვენიელი მეცნიერების მიმართვა გამოაქვეყანა, ისინი  ჩვენგან მხარდაჭერას ითხოვდნენ.

“ვფიქრობთ, თვალს ადევნებთ სლოვენიაში მომხდარ ამბებს და ამიტომ, ალბათ, არ არის საჭირო მოგაწოდოთ ინფორმაცია  იმ უზარმაზარ ნგრევაზე, მსხვერპლზე, რომელიც ჩვენთან ომმა გამოიწვია.

სამხედროთა მიერ სლოვენიის მოსახლეობის წიმააღმდეგ განხორციელებული უმკაცრესი მოქმედებების ერთ –ერთი  მიზეზი ისაა, რომ დანარჩენმა მსოფლიომ არაფერი იცოდა,  თუ რა ხდებოდა ამ ქვეყანაში.

უცხოეთის სახელმწიფოები ფიქრობდნენ შეენარჩუნებინათ ერთიანი და მშვიდობიანი იუგოსლავია და ეს ისე გაიგეს სამხედროებმა, როგორც თავიანთი კურსის ( შეენარჩუნებინათ ქვეყნის ცენტრალიზებულობა ყველა საშუალებით) მხარდაჭერა.

შეხვედრების,  კონფერენციების და სლოვენიაში ვიზიტის დროს თქვენ გქონდათ ჩვენი გაცნობის საშუალება, შესაძლებელია თქვენ დარწმუნდით,  რომ ჩვენ მზად ვართ მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის, ჩვენ გვიყვარს თავისუფლება და დემოკრატია. ეს ჩვენთვის დიდი ფასეულობებია და მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რისი ძალაც შეგვწევს, რომ განვახორციელოთ იგი, როგორც ჩვენთვის, ასევე სხვებისთვის.

ალბათ, იცით, რომ 1991 წლის 26 ივნისს პატარა და მშვიდობისმოყვარე სლოვენიამ დამოუკიდებლობა გამოცხადა. დეკლარაცია 1990 წლის დეკემბრის რეფერენდუმს ეყრდნობოდა, როგორც სლოვენიის მოსახლეობის 89 –მა  პროცენტმა ხმა მისა დემოკრატიას  და თავისუფლებას. ჩვენ დარწმუნებულნი  ვართ, რომ ასეთი პოლიტიკა სეპარატიზმი კი არ არის, არამედ გზაა თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ, ასევე იუგოსლავიის ტერიტორიაზე, ევროპაში და მთელს მსოფლიოში მცხოვრებ სხვა ერებთან მშვიდობისმოყვარული თანამშრომლობის გზაა.

ამ გარდამავალ პერიოდში ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება:

ახლანდელი მდგომარეობის მთავარი მიზეზი ამ ქვეყანაში მომხდარი ამბების არაადეკვატური და სლოვენიის ხალხის განზრახვის არცოდნაა. ამიტომ გთხოვთ როგორც შეგიძლიათ განუმარტოთ ყველას, თუ რა ხდება ჩვენთან და რა გვსურს.

თუ შეიძლება გვიპასუხეთ წერილობით, სადაც გამოხატავთ ჩვენის კურსის მხარდაჭერას, ჩვენი ფაქსია 38863 234 – 438.” ( გაზეთი “თბილის”, 1991წ. 7 აგვისტო).