ტეგები

,


14 ივლისი  ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღეა. გასული საუკუნის 90 იან წლებში ჩაეყარა საფუძველი ამ დღის ზეიმით აღნიშვნას ქაქუცა ჩოლოყაშვილის მშობლიურ სოფელ მატანში. 1991 წლის ივლისში აქ მესამედ აღნიშნეს “ქაქუცაობა,” რასთან დაკავშირებითაც გაზეთი “თბილისი” წერდა :

“ამდენი ხალხი, ალბათ, არ ახსოვს ახმეტის რაიონის სოფელ მატანს. რიგით მესამე qaqucoba-2ქაქუცაობაზე“ აქ მოვიდნენ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი ასათიანი, სხვა საპატიო სტუმრები, რომელთა შორის იყო  ქალბატონი ქეთევან ბაგრატიონი და მისი მეუღლე ჰერცოგი რაიომნდ ორსინი, რომლებიც იტალიიდან ჩამობრძანდნენ.

ზეიმის მონაწილეებმა პატივი მიაგეს ეროვნული გმირის ხსოვნას, ვინც მთელი შეგნებული სიცოცხლე მოახმარა ოკუპანტისგან სამშობლოს გათავისუფლებისთვის ბრძოლას. მას შეეძლო სხვა ემიგრანტების მსგავსად გაჰყოლოდა დასავლეთ ევროპისკენ მიმავალ გემს და მშვიდი ცხოვრებით ეცხოვრა, მაგრამ ქაქუცას ბობოქარ სულს არ სჩვეოდა უკანდახევა, კომპრომისი, ამიტომაც იბრძოლა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

qaquქართული ეროვნული მოძრაობის სახელოვანი წარმომადგენლის ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნათელი სახე წინ მიგვიძღვის საქართველოს რეალური თავისუფლების, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისკენ სწრაფვაში, მისი სული ფარვანასავით დაგვტრიალებს თავს და მოგვიწოდებს ვიცოცხლოთ მხოლოდ სამშობლოს საკეთილდღეოდ, მისი ბედნიერი მერმისის მოსაპოვებლად.

 

„ვფიცავ ქაქუცას ნაქონ წმინდა დროშას, რომ მასავით სულის ამოსვლამდე ვიბრძოლებ qaqucobaსაქართველოს განთავისუფლებისთვის!“ – ბატონ ზვიად გამსახურდიას ეს სიტყვები გახდა ამ ზეიმის ერთგვარი ლაიტმოტივი. ჩვენი რესპუბლიკის პრეზიდენტმა ისაუბრა ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მისი რაზმის წევრთა დიდ წვლილზე ეროვნული გამოღვიძების საქმეში, თვით ქაქუცას შეუპოვრობასა და მის სიმამაცეზე.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნაფუძარზე სამშობლოს ერთგულების ფიცი დადეს საქართველოს გვარდიელებმა.”