ტეგები


1991 წლის ზაფხულში გამართულ ერთ–ერთ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტ გამსახურდიას სთხოვეს აეხსნა  – ოპონენტებზე საუბრისას ხშირად რატომ ახსენებდა სიტყვა “მოღალატე –ს. “მე მიყვარს, როცა საგნებს თავიანთ სახელებს ვარქმევ”, – ასეთი იყო პრეზიდენტის პასუხი. 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

zvi“თქვენს საჯარო გამოსვლებში  ხშირად გაისმის ისეთი სიტყვები, როგორიცაა – „მოღალატენი“, „პროვოკატირები“ და ა.შ. რა არის ეს – ტრადიციული კავკასიური ემოციურობა თუ რეალური პოლიტიკური პოზიცია საკუთარი ოპონენტების მიმართ?

ზვიად გამსახურდია: მე მიყვარს, როცა საგნებს თავიანთ სახელებს ვარქმევ და ეს ყველას თვალში ხვდება. რას მიბრძანებთ?  რა დავარქვა იმას, რასაც  მათი  ქართველი კორესპონდენტები წერენ გაზეთ „მეგაპოლის ექსპრესში“– თითქოს „საქართველოს ჰელსინკის კავშირი“  გაერიცხოთ ჰელსინკის საერთაშორისო კავშირიდან და ამას წერენ ადამიანები, რომლებმაც ზუტად  იციან,  რომ ეს ასე არ არის! და ეს იმ დროს, როცა საქართველო დგას ინტერვენციის საფრთხის წინაშე და  საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება!

განა ეს  ღალატი არ არის? თქვენ თუ იცით რაიმე სხვა სიტყვა, მას ხალისით გამოვიყენებდი. მოღალატენი ყოველთვის ჰყავდა და ეყოლება ნებისმიერ ხალხს  და მათ თავიანთი სახელები უნდა დავარქვათ,  მაგრამ ამას უადგილოდ არასდროს არ ვამბობ, არასდროს ვაზვიადებ.” 1991წ,  4 ივლისი, თბილისი.