ტეგები

,


1991 წლის 27 მაისს, სასტუმრო “მეტეხში,” ქართველ და უცხოეულ ჟურნალისტებს გააცნეს ინფორმაცია წინა დღეს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარებისა და მისი წინასწარი შედეგების შესახებ.  ფინეთის პარლამენტის წევრმა წაიკითხა საერთაშორისო მეთვალყურეთა ჯგუფის დეკლარაცია. პირველ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩამოსული საერთაშორისო მეთვალყურეები აღნიშნავდნენ, რომ არჩევნები საქართველოში საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობით ჩატარდა, რომ ამომრჩევლებს ჰქონდათ საშუალება თავისუფლად გამოეხატათ თავიანთი ნება. 1991 წლის 27 მაისის პრესკონფერენციის შესახებ ცნობა გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკიდან”:

“პრესკონფერენციის გახსნისას კომისიის თავმჯდომარემ არჩილ ჭირაქაძემ სიტყვა მისცა ფინეთის პარლამენტის წევრს ტოპიო ჰოლვიტიეს, რომელმაც წაიკითხა არჩევნების შედეგების შესახებ დეკლარაცია, რომელსაც ხელს აწერს საქართველოში ჩამოსულ საერთაშორისო მეთვალყურეთა ჯგუფი.  მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებში უზრუნველყოფილი იყო მოსახლეობის ნება– სურვილის თავისუფალი გამოხატვა. იგი მიმდინარეობდა საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. ცალკეულ საარჩევნო უბნებში დაფიქსირდა მხოლოდ კანონის ზოგიერთი უმნიშვნელო გადახვევა, მაგრამ ისინი არ ყოფილა მიზანმიმართული ან წინასწარგანზრახული, რომლებსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა კენჭისყრის შედეგებზე. საერთოდ კი არჩევნები, თუ გავითვალისწინებთ საქართველოში არსებულ შედარებით მცირე გამოცდილებას, კარგად იყო ორგანიზებული და ჩატარებული, ხაზგასმულია დეკლარაციაში. საერთაშორისო მეთვალყურეთა ეს დოკუმენტი შეიცავს მათ რეკომენდაციებს, რომლებიც ეხება მომავალში ამგვარი აქციების მოწყობის სრულყოფილებას.”

253