ტეგები

, ,


სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების შემდეგ, 1991 წლის საკანანონმდებლო აქტებს შორის უმნიშვნელოვანესი იყო კანონი  საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ.  სანამ 1991 წლის ზაფხულის დასაწყისში მიღებული ამ კანონის ძირითად მოთხოვნებს გადავავლებთ თვალს, გავიხსენოთ  ლატვიის გამოცდილება.  1991 წელს მიღებული კანონის მოთხოვნების გამო, იქ ბევრი მოქალაქეობის მიღმა დარჩა . პოლიტოლოგი იური სოკოლოვი “რადიო თავისუფლების” რუსული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში ამასთან დაკავშირებით აღნიშნავდა: “დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ლატვიის მოსახლეობის 17 პროცენტი მოქალაქეობის გარეშე დარჩა. ეს იმიტომ, რომ მოქალაქეობის შესახებ  მიღებული კანონის თანახმად, ლატვიის მოქალაქეები ავტომატურად ხდებოდნენ ლატვიაში 1940 წლამდე (იგულისხმება  ოკუპაციამდე პერიოდი) დაბადებული პირები და მათი შთამომავლები. მაგალითად, ვინც ლატვიაში 1952–58 წლებში დასახლდა, ასევე მათი შვილები და შვილიშვილები, ლატვიის მოქალაქეები ვერ  გახდნენ. უკვე 1998 წლიდან მათ მიეცათ  ლატვიის მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღების შესაძლებლობა, ბევრმა ისარგებლა კიდეც აღნიშნული შესაძლებლობით,  ბევრმა კი  ეს არ გააკეთა  – ან პრინციპულად ან სხვა გარემოების გამო. დამეთანხმეთ, რომ  75 წლის ადამიანისთვის რთულია იპოვოს მოტივაცია, რათა  მოემზადოს და ჩააბაროს გამოცდა ლატვიურ ენაში.”

როგორ გადაწყვიტეს მოქალაქეობის საკითხი საქართველოში? აქ მოყვანილია მხოლოდ რამდენიმე მუხლი საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წელს მიღებული კანონიდან.

moqalaq-1

 

მუხლი1. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობა.

საქართველოს რესპუბლიკაში, როგორც სუვერენულ სახელმწიფოში დადგენილია საქართველოს რესპუბლიკის ერთიანი მოქალაქეობა, რომელსაც აწესრიგებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა.

ამ კანონმდებლობით საქართველოს რესპუბლიკა იცავს თავის მოქალაქეთა უფლებებსა  და თავისუფლებებს, უზრუნველყოფს მათ თანასწორობას პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში.

საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი მოვალენი არიან დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, ღირსეულად ატარონ საქარველოს მოქალაქის წოდება, გაუფრთხილდნენ ქვეყნის მთლიანობას, ხელი შეუწყონ მისი ძლიერებისა და ავტორიტეტის განმტკიცებას, იყვნენ რესპუბლიკის ერთგულნი.

მუხლი 2

საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქედ ჩაითვლება:

ა) პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საქართველოს რესპუბლიკაში ამ კანონის სამოქმედოდ შემოღების დღეისთვის, აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი ან მუდმივი შემოსავლის ლეგალური წყარო საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ან რაიმე უძრავი ქონება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, გამოთქვამს საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილს და ხელს მოაწერს საქართველოს რესპუბლიკის ერთგულების დეკლარაცია –ფიცს, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობას ინდივიდუალური წესით ადგენს ადგილობრივ ორგანოებთან არსებული დროებითი კომისია პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამ დროებითი კომისიების მუშაობის წესს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.

მუხლი 3:  საქართველოს მოქალაქეები თანასწორნი არიან კანონის წინაშე წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასობრივი და ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, პოლიტიკური და სხვაგვარი მრწამსის, საქმიანობის სახეობისა და ხასიათისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა გარემოებათა მიუხედავად.

მუხლი 5: უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის გადაცემა დაუშვებელია. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე არ შეიძლება გადაეცეს უცხოეთის სახელმწიფოს.

მუხლი 6: საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის შეძენა შეიძლება:

ა) დაბადებით;

ბ) საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღებით;

გ) საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საფუძვლებით;

დ) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

მუხლი 7: უცხოეთის სახელმწიფოს მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქედ მისი შუამდგომლობით შეიძლება მიღებულ იქნეს ამ კანონის შესაბამისად. პირის საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქედ მიღების ან არმიღების საკითხს წყვეტს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი.

საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქედ მიღების საკითხი უნდა გადაწყდეს შუამდგომლობის შეტანიდან არა უგვიანეს ერთი წლისა.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს გამონაკლისის სახით შეუძლია სხვა სახელმწიფოს მოქალაქეს მიანიჭოს  საქართველოს მოქალაქეობა.

მუხლი 8: საქართველოს მოქალაქედ მიიღება პირი, რომელიც:

ა) მუდმივად იცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში.

ბ) იცის ქართული ენა, ხოლო ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე ავტონომიური ენის სახელმწიფო ენა.

გ) ეცოდინება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საფუძვლები და აღიარებს მას, ეცოდინება საქართველოს ისტორია;

დ) ექნება საქართველოს რესპუბლიკაში მუდმივი სამუშაო ადგილი ან მუდმივი შემოსავლის ლეგალური წყარო ან აქვს რამე უძრავი ქონება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქედ მიღების მსურველმა პირმა განცხადების ( რესპუბლიკის ერთგულების დეკლარაცია –ფიცით) უნდა დაადასტუროს, რომ დაიცავს და პატივს სცემს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას, რესპუბლიკის კანონმდებლობას.

ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობების დაუცველად საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქედ შეიძლება მიღებულ იქნენ უცხოეთის  სახელმწიფოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები საქართველოს რესპუბლიკის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

ახალი კანონი პრეზიდენტს ანიჭებდა უფლებამოსილებას გადეწყვიტა საქართველოს მოქალაქის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხი. ამ შემთხვევაში უარის საფუძველი ხდებოდა: სახელმწიფოს წინაშე შეუსრულებელი მოვალეობა ან ქონებრივ ვალდებულებათა არსებობა, რაც დაკავშირებული იქნებოდა მოქალაქეთა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებით ინტერესებთან. არ დაიშვებოდა პირის გასვლა საქართველოს მოქალაქეობიდან, თუკი ის მიცემული იყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მის წინაშე არსებობდა  სასამართლო განაჩენი, რომელიც აღსრულებას ექვემდებარებოდა. აგრეთვე, თუ პირის საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობიდან გასვლა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს რესპუბლიკის ინტერესებს. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობიდან გასვლა არ იქნებოდა მეუღლისა და შვილების მოქალაქეობის შეცვლას.

პირი დაკარგავდა საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობას თუ საქართველოს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევიდოდა უცხო სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, უშიშროების სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის ორგანოებში ან სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის სხვა ორგანოებში, საზღვარგარეთ მუდმივად ცხოვრობდა და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხავზე ხუთი წლის განმავლობაში. საქართველოს მოქალაქეობა შეიძინა ყალბი დოკუმენტაციის წარდგენით.

მოქალაქეობის ჩამორთმევა  საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება ჩამოერთვათ შემდეგ პირებს:

15