ტეგები


ალბათ საინტერესოა, თუ რას წერდნენ 1991 წელს დასავლეთის პრესაში საქართველოზე, როგორ აღწერდნენ და აფასებდნენ ევროპისა და ამერიკის შეერთებულ შტატების გამოცემებში ჩვენთან მიმდინარე პროცესებს, რამდენად ობიექტურ  ინფორმაციას ეყრდნობოდა ევროპელი და ამერიკელი ჟურნალისტებისა და ანალიტიკოსების დასკვნები.

ამჯერად შემოგთავაზებთ The Atlanta Journal – ში გამოქვეყნებულ ერთ სტატიას, რომლის ავტორი თ.ელეინ ქერეი საბჭოთა კავშირიდან ებრაელთა მასიურ გადინებაზე წერდა და საქართველოს შემთხვევაში ამ პროცესს ქართული ნაციონალიზმის მომძლავრებით ხსნიდა. თ.ელეინ ქერეის სტატია თარგმნეს  და გამოაქვეყნეს  “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” გაზეთში და თან სარედაქციო განმარტება დაურთეს. 

atlanta-2„თბილისი, სსრ კავშირი – ახალგაზრდა, განათლებული საბჭოთა ქართველი ებრაელები მასიურად ტოვებენ საბჭოთა კავშირს, ვინაიდან მზარდი ქართული ნაციონალიზმი ართმევს მათ მომავლის იმედს.

ებრაელთა ასეთი მასობრივი გადინება  საქართველოდან ერთგვარ გაოცებას იწვევს, რადგან საქართველო არის ერთადერთი საბჭოთა რესპუბლიკა, სადაც ებრაელებს მშვიდობიანად ეცხოვრებოდათ, განიცდიდნენ რა მინიმალურ შევიწროვებასა და დევნას. ქართველები ტრაბახობენ, რომ მათი ქვეყანა ტოლერანტულია სხვა ერთა მიმართ და რომ საქარველოში ათწლეულების მანძილზე მშვიდობიანად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლები…” – წერდა The Atlanta Journal – ის ავტორი, ვნახოთ რის საფუძველზე ცდილობდა ის დაესაბუთებინა თავისი მოსაზრება, რომ ქართველ ებრაელებს აქ „მზარდი ქართული ნაციონალიზმი” ართმევდა მომავალს: „9 აპრილის ხოცვა–ჟლეტის შემდეგ, ქართველა უმრავლესობა დარწმუნდა იმის აუცილებლობაში, რომ საქართველოში ქართველთა სტატუსი დაცული უნდა იყოს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვს მიეცემა შესაძლებლობა სხვა ეთნიკური ჯგუფების საშუალებით თავისი კონტროლის განხორციელებისა. ამგვარად ყველა ქართველი, მისალმებისთანავე აუწყებს სტუმარს, რომ რესპუბლიკაში ყველა პრივილეგირებული სამსახური აფხაზთა ხელში და, რომ ეს ის გასამრჯელოა, რომელსაც ისინი საქართველოში კრემლის გავლენის გაძლიერების ხელშეწყობისთვის იმსახურებენ.

1989 წლის გაზაფხულის შემდეგ, საქართველოში პოლიტიკურ პარტიათა დიდ მომრავლებას ჰქონდა ადგილი, მათ ოფიციალურად რეგისტრაციაში გატარების უფლება მიენიჭათ. როგორც ებრაელთა სათვისტომოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, ამ პარტიათა უმრავლესობა ხელს უწობს „ საქართველო ქართველთათვის“ მოსაზრების განმტკიცებას, რაც ერთგვარ გაუგებრობას იწვევს. პრობლემა არ მდგომარეობს ანტისემიტიზმის პროპაგანდაში, რაც სხვათაშორის დიდ აღმავლობას განიცდის საბჭოთა კავშირის სხვა რაიონებში.

„მე არასდროს არაფერი მსმენია ანტისემიტური დარბევებისა და სხვა მსგავსი მოვლენების sinaშესახებ აქ,”– თქვა 25 წლის ებრაელმა, ნევროლოგმა მიხეილ ჭიანურაშვილმა.  „საქართველოში ებრაელთათვის შედარებით უკეთესი პირობებია, ვიდრე სადმე სხვაგან საბჭოთა კავშირში,”– თქვა მან –  „ ჩვენ არ ვშიმშილობთ,  გვაქვს ბინები, მანქანები.“

„შენ, როგორც ებრაელი ითვლები მეორეხარისხოვან მოქალაქედ,“– განაგრძო ბატონმა მიხეილმა, რომელიც ისრაელში წასასვლელად ემზადება, – „მე ვერ ვიტყვი, რომ შენ არ გაქვს აქ მომავალი, მაგრამ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში შენი ( როგორც ებრაელის) მომავალი უკეთესი იქნება.”

უმეტესად ისრაელში მიემგზავრებიან 20–30  წლის უმაღლესი განათლების მქონე ებრაელები. მთავარი სინაგოგა დახმარებას უწევს ფირმას, რომელიც ახორციელებს ისრაელში მიმავალ ებრაელთა ტვირთის გადაზიდვას. 1970 –ანი  წლების დასაწყისში საქართველოში 50000 ებრაელი იყო. დარჩენილი 15000 –დან თითქმის ნახევარზე მეტი დედაქალაქში ცხოვრობს.”

ebraelebi