ტეგები

,


რას სთავაზობდა 1991 წლის ზაფხულში ოფიციალური თბილისი აფხაზებს და რა მოთხოვნებს აყენებდა აფხაზების სეპარატისტულად განწყობილი ჯგუფი?

„სახელმწიფო მოწყობას საფუძვლად უნდა დაედოს მმართველობისა და თვითმმართველობის ისეთი პოლიტიკური პრინციპები, რომლებიც გამორიცხავენ სახელმწიფოსა და მისი afxaშემადგენელი ნაწილების დაპირისპირებას, დაიცავენ სახელმწიფოს ერთიანობას და ხელს შეუწყობენ რესპუბლიკის სტრუქტურულ ერთეულთა ინტერესების დაცვას. ეროვნულ – სახელმწიფოებრივი მოწყობის ერთ–ერთი აუცილებელი საფუძველი უნდა იყოს, აფხაზების, როგორც საქართველოს მკვიდრი ერის პოლიტიკურ უფლებათა აღიარება, ტრადიციული ქართულ–აფხაზური მეგობრობა. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. იგი სამშობლოა, როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა. საქართველოს რესპუბლიკის მიერ კონსტიტუციურად გარანტირებული იქნება აფხაზეთის პოლიტიკური ავტონომია და აფხაზთა ეროვნული უფლებების ხელშეუხებლობა. ” ( ზვიად გამსახურდიას  გამოსვლიდან უზენაეს საბჭოში, 1991  11 ივნისს).

ამავე პერიოდში გაზეთმა “ლიტერატურულმა საქართველომ” გამოაქვეყნა ინტერვიუ აფხაზთა სეპარატისტული გაერთიანების “აიდგილარას” თავმჯდომარესთან სერგეი შამბასთან. ის საქართველოს ცენტრალურ  ხელისუფლებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის იგნორირებაში სდებდა ბრალს და სამოკავშირეო ხელშეკრულებასთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შეერთების სურვილს გამოთქვამდა. ორი თვის ჩატარებული იყო ისტორიული რეფერენდუმი. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთში მცხოვრებ საარჩევნო ხმის უფლების მქონეთა 51.23 %–მა. აქედან საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას უთხრა “დიახ” 97.73%–მა. საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მომხრე მხოლოდ 16917 აღმოჩნდა. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სულ 347135 ამომრჩეველი იყო. ამ რეფერენდუმამდე აფხაზეთში ჩაატარეს საბჭოთა  რეფერენდუმი, რაც თბილისისს წინასწარვე კანონგარეშე ღონისძიებად ჰქონდა გამოცხადებული. ციტატა ზვიად გამსახურდიას 1991 წლის 27 მაისის პრესკონფერენციიდან: „აფხაზეთში ჩატარდა რეფერენდუმი, საბჭოთა რეფერენდუმი რომელშიც მოხდა გაყალბება შედეგებისა. რეფერენდუმი ფალსიფიცირებული იყო, ასე რომ, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს არძინბას არა აქვს უფლება აფხაზეთის მოსახლეობის სახელით ამტკიცოს, რომ აფხაზეთის მოსახლეობას სურს საკავშირო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა და თუ ის მაინც გააკეთებს ამას, მიიღებს კატასტროფულ შედეგებს. მაგრამ ის ამას ვერ მიაღწევს იმიტომ, რომ აფხაზეთის პარლამენტში ძალთა ისეთი თანაფარდობაა, რომელიც მას ამის ნებას არ მისცემს.“

რას ამბობდა შამბა?

“ვითარებას  ძაბავს ხელისუფლების ზოგიერთი გადაწყვეტილება, რომლებიც არღვევს  ჩვენს კონსტიტუციას.  ასეთ გადაწყვეტილებებს ღებულობდა ძველი ხელისუფლებაც, მაგალითად, შარშან, კონსტიტუციის გვერდის ავლით და, სხვათა შორის, საკუთარი კონსტიტუციის იგნორირებით გადაწყვიტეს ჩვენთან უნივერსიტეტის ფილიალის გახსნა. წელს შეიძლება პრეფექტები გამოგვიგზავნონ, რაც ასევე ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას.

სწორედ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა გულისხმობს იმას, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა გადაიქცევა მოკავშირე რესპუბლიკად ე.ი. ამაღლდება მისი სტატუსი, ეს არ ეწინააღმდეგება აფხაზეთში მცხოვრები არც ერთო ეროვნების ინტერესებს. პირიქით, რესპუბლიკის სტატუსის ამაღლებით მოქალაქეების სტატუსიც ამაღლდება. ერთი სიტყვით, აქ წინააღმდეგობა არ იქნება, თუ ხელოვნურად არ დავძაბავთ ვითარებას.

ამას წინათ სოხუმში ბრძანდებოდა საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი ლევან ალექსიძე, რომელიც იურისტთა დელეგაციას ხელმძღვანელობდა. საქმიანი შეხვედრები გაიმართა აფხაზთა მხარესთან. შევიტყვეთ, რომ ამ შეხვედრას რამდენიმე პოზიტიური შედეგი ახლდა.

–მე ასე არ ვფიქრობ.

shambaჩვენი თვითმიზანი არაა, მაინცდამაინც გავიდეთ საქართველოს შემადგენლობიდან. ჩვენ გვინდა აფხაზეთში შევქმნათ ნორმალური საზოგადოება. ორიოდ წლის წინ დავიწყეთ თბილისთან დიალოგი, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს ძველი ხელისუფლება, ზვიად გამსახურდიაც, იგივე ლევან ალექსიძე, ჩემი მოადგილე ზურაბ აჩბა და სხვები. მაგრამ ვერ მოხერხდა შეთანხმება, რადგან თბილისს არც ერთ ასპექტში არ სურდა მართვის სადავეების ხელიდან გაშვება. ბოლო დროს კი, როცა დღის წესრიგში დადგა სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელის მოწერა და შეიქმნა საქართველოდან აფხაზეთის გასვლის საფრთხე, უკვე ხშირად გვესმის – ნუ მოაწერთ ხელს, ჩვენ თვითონ მოვრიგდებითო.

აი ახლავ  ჩამოვიდა დელეგაცია, რეალური ავტონომია გექნებათო, მაგრამ ეს ხომ ძველი საუბრის გაგრძელებაა, რა არის ავტონომია? ავტონომიის სტრუქტურაზე უარს ამბობს თვით იმპერია და აუქმებს მას. საქართველოს კი სურს დრომოჭმული სტრუქტურის შენარჩუნება. ამ კილოზე საუბარი არ გამოგვადგება. ასე რომ, აღნიშნულმა შეხვედრამ, რომელზედაც,  მართალი გითხრათ იმედებს ვამყარებდით, არ გაამართლა. კვლავ ავტონომიის იდეა შემოგვთავაზეს. ავტონომიის უფლება ჩაწერილია აფხაზეთის და საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ ეს აღარ გვაკმაყოფილებს.”

უკვე 1991 წლის ივნისში ზვიად გამსახურდიამ უპასუხა გაზეთ “მოსკოვსკიე ნოვოსტის” Sachxeris_Samxaretmcodneo_Etnografiuli_Muzeumi_Saweretlo-1 (288)შეკითხვას : როგორია თქვენი დამოკიდებულება  აფხაზეთის იმ განზრახვის მიმართ, რომ აფხაზებმა  სამოკავშირეო ხელშეკრულებას დამოუკიდებლად მოაწერონ ხელი?

ზ. გამსახურდია:” აფხაზეთის  შესახებ გეტყვით, აფხაზები საქართველოში ეროვნული უმცირესობაა.  ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელიც მათ ეკუთვნით იმ რეგიონში, სადაც ისინი ცხოვრობენ, მოსახლეობის 17 % –ს წარმოადგენენ. ახლა მათ სურთ ეს ტერიტორია საქართველოს ჩამოაშორონ და საბჭოთა კავშირს შეუერთონ. ეს მათ არასდროს გამოუვათ, რადგან ეს იქნება აგრესია ქართველი ხალხის წინააღმდეგ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა.”