ტეგები

,


პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში ზვიად გამსახურდიასთან ერთად კიდევ 5 კანდიდატი მონაწილეობდა: ნოდარ ნათაძე, თამაზ კვაჭანტირაძე, ჯიმი მიქელაძე, ირაკლი შენგელაია და ვალერიან ადვაძე. ამ უკანასკნელს საქართველოს 200243 –მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ჯემალ მიქელაძემ მიიღო 51717 ხმა, ნოდარ ნათაძემ –  36266, ირაკლი შენგელიამ –  26886, თამაზ კვაჭანტირაძემ –  8553 ხმა, ზვიად გამსახურდიას 2 565 362 –მა ამომრჩეველმა გამოუცხადა ნდობა.

თქვენს ყურადღებას 1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასულს და მასთან დაკავშირებულ წინასაარჩევნო სკანდალს მივაპყრობთ.

fuეკონომისტი ვალერიან ადვაძე მაშინ  სსრკ სახალხო დეპუტატი იყო და საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში „საქართველოს ეროვნული თანხმობისა  და აღორძინების კავშირის“ წარდგენით მონაწილეობდა. ადვაძე მჭიდროდ იყო დაკავშირებულ გამსახურდიას მაშინდელ ოპოზიციასთან, 1991–92 წლების სამხედრო გადატრიალების შემდეგ კი   გახდა საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი, შემდეგ – საქართველოს მეორე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ( 1992–1995); შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში ვალერიან ადვაძე ერთხანს იყო საქართველოს ელჩი რუსეთში, 1996  წელს ის შევარდნაძემ დააჯილდოვა ღირსების ორდენით –  „ნაყოფიერი სამეცნიერო – პედაგოგიური, საზოგადოებრივ – პოლიტიკური და დიპლომატიური მოღვაწეობისათვის, ” მათ შორის  დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ( დსთ) წევრი ქვეყნების ეკონომიკური კავშირის advadzeსახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ კომიტეტში.. გავიდა კარგა ხანი და 2009 წელს ვალერიან ადვაძემ ვალერი კვარაცხელიასთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო  პუტინის მეგობარი პეტერბურგელი ბიზნესმენის – ალექსანდრე ებრალიძის – მიერ პეტერბურგშივე ორგანიზებულ კონგრესში, რომელსაც პრორუსული ორიენტაციის  ეთნიკური ქართველები ესწრებოდნენ.

მაგრამ დავუბრუნდეთ 1991 წელს. 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვ. ადვაძესთან დაკავშირებულ სკანდალთან დაკავშირებით პრესის  წინაშე განმარტება  ზვიად გამსახურდიამ 13 მაისის ბრიფინგზე გააკეთა: 

„ –  გუშინ მოხდა კრემლის ძალზე  არასასიამოვნო პროვოკაცია. მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი წარმომადგენელი, რომლებიც ახლდნენ პრეზიდენტობის ერთ კანდიდატს და არაკანონიერად იმყოფებოდნენ საქართველოში, დროებით დაკავებულნი იქნენ. ამ კანდიდატმა მოსკოვიდან მოიწვია სსრკ –ს სპეცსამსახურის, სუკ–ის თანამშრომლები მისი პირადი დაცვის მიზნით. ისინი აქ საიდუმლოდ ჩამოვიდნენ ჩვენი რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნებართვის გარეშე. მათ თავი წარმოგვიდგინეს ამ კანდიდატის მცველებად, სინამდვილეში ჩვენ არ ვიცით ისინი რა ფუნქციას აპირებდნენ. როგორც კანდიდატი ამბობს, მან ისინი მოიწვია, როგორც მოსკოვის ერთ–ერთი კოოპერატივის წევრები, მაგრამ ამ დროს მათ აქვთ მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დოკუმენტები.

გუშინ საქართველოს ტელევიზიით ნაჩვენები იყო, თუ როგორ შემოიჭრნენ ეს სუკ–ის აგენტები, რომლებიც თავს მილიციის თანამშრომლებს უწოდებენ, მაგრამ ცნობილია, რომ სუკ–ი ხშირად იყენებს ამ მეთოდს და აძლევს თავის წარმომადგენლებს მილიციის მოწმობას. ეს ერთ–ერთი პროვოკაციაა ჩვენი არჩევნების წინააღმდეგ. ცენტრი ცდილობს, რომ იაქტიუროს წინასაარჩევნო კამპანიაში და მას ჰყავს ამისათვის ისეთი ხალხი, როგორებიც ხსენებული კანდიდატია, რომელიც საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს  დეპუტატია.

შეკითხვა:  როგორ ფიქრობთ, ამ ფაქტის შემდეგ იგი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში?

– მე არ ვიცი, ეს მასზეა დამოკიდებული, გუშინ ტელევიზიით ნაჩვენები იყო, რომ იგი თანამშრომლობს საბჭოთა სპეც–სამსახურთან, როდესაც მას ჰკითხეს, თუ რატომ ვერ იპოვნა დაცვა საქართველოში და რატომ მოიწვია სპეც–სამსახური მოსკოვიდან. მან უპასუხა, მე არ ვენდობი ქართველებს და ამიტომ მოვიწვიე ისინი მოსკოვიდანო. მაშინ მას ჰკითხეს: თუ თქვენ არ ენდობით ქართველებს, რად გინდათ რომ გახდეთ პრეზიდენტი?”

უკვე არჩევნების შემდეგ, 1991 წლის ივნისში გამართულ ბრიფინგზე ზვიად გამსახურდიას ჰკითხეს რითი იყო განპირობებული საქართველოს ეკონომიკისა და დაგეგმვის ინტიტუტის დირექტორობიდან ვ.ადვაძის გათავისუფლება? იყო თუ არა ეს პრეზიდენტის არჩევნებში მისი  „ძირითადი მეტოქის” მიმართ გარკვეული რეპრესიული ქმედება?

ამ შეკითხვაზე პასუხი ასეთი იყო:  „იგი მე არ გამითავისუფლებლია, მე ასეთ საკითხებს არ gamsaვწყვეტ, ამგვარ საკითხებს წყვეტს ეკონომიკის კომისია, რომელმაც ინსტიტუტის რეორგანიზცია მოახდინოს და იქ აირჩიეს სხვა. განა ეს ჩემი ბრალია? ჯერ ერთი, იგი იქ დანიშნული გახლდათ კომპარტიის, შევარდნაძის, პატიაშვილისა და სხვათა მიერ, ახლა კი, როცა არჩევნები გაიმართა, იქ სხვა აირჩიეს. იგი ამჟამად ერთ –ერთი უმაღლესი სასწავლებლის კათედრის გამგეა. მისი ფიგურა ძალიან გაზვიადებულია, ვითომდაც ის გენიალური ეკონომისტი იყოს. სინამდვილეში იგი რიგითი ეკონომისტია. ის მარქსისტული პოლიტიკის ეკონომიის ისტორიკოსი გახლავთ. ასეთი ისტორიკოსები კი ჩვენ აღარ გვჭირდება. რადგანაც აღარც მარქსიზმია ჩვენში და აღარც მარქსისტული პოლიტეკონომია. მეორეც – იგი ჩემი მეტოქე არასდროს ყოფილა.  თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს. მე ხმების 87 პროცენტი მივიღე, მან კი 7, ის ჩემთვის საშიში არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება.”