ტეგები


„ დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” ვიხსენებთ, როგორ იმუშავა 1991 წლის გაზაფხულზე გამსახურდიას ხელისუფლებამ ძლიერი მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად. სტიქიას მოჰყვა ნგრევა, იყვნენ დაღუპულები და დაშავებულები. საჭირო გახდა ათასობით ადამიანის გახიზვნა.  უსახლკაროდ დარჩენილებისთვის 25 000 –მდე სახლი იყო ასაშენებელი. კიდევ ერთი ამონარიდი იმ დროინდელი პრესიდან იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებდა საქართველოს მთავრობა და დიდი გაჭირვების დღეებში ვინ გამოგვიწოდა დახმარების ხელი.  ესაა განმარტება ინტერვიუდან, რომელიც “საქინფორმმა” მაშინდელი მთავრობის თავმჯდომარეს ჩამოართვა.

sigua

“უკვე დაწყებულია მოლაპარაკება ლიტვის რესპუბლიკასთან ხის სახლების დამზადების თაობაზე. არის შეთანხმება, რომ თუ ვუზრუნველყოფთ ლიტვის საწარმოებს ხე–ტყით, ისინი მოკლე დროში მოგვაწვდიან 1000 –მდე ხის სახლს. ასევე ვფიქრობთ მოველაპარკოთ ესტონეთსაც. უნდა აღინიშნოს, რომ დახმარების ხელი გამოგვიწოდეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, მოლდავეთმა, ბალტიისპირეთის რეპუბლიკებმა, თითქმის ყველამ.

12 ივნისს დაგეგმილი მაქვს შევხვდე  რუსეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბორის ელცინს ასევე მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ივან სილაევს. მათთან გაიმართება მოლაპარაკება სამშენებლო მასალების, კერძოდ ხე–ტყისა და ცემენტის მოწოდებაზე. საერთოდ კი რუსეთის რესპუბლიკამ დიდი დახმარება აღმოგვიჩინა: საჩუქრად გადმოგვცა 1000 ტონა ლითონის ნაგლინი, 500 ტონა მილები, 3 ათასი კუბური მეტრი ხე–ტყე, 2 ათასი ტონა ცემენტი, 0.5 ათასი კვადრატული მეტრი ხის სახლები, 1000 ტონა პურის ფქვილი.


karavნომერი პირველი პრობლემა კარვებია. ამჟამად რესპუბლიკაში არსებული კარვების მთელი რესურსი მობილიზებულია და მიეწოდება მოსახლეობას, მაგრამ ეს რაოდენობა არასაკმარისია. სადღეისოდ კარვები დაზარალებულთა 30–35 პროცენტს ეყოფა. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ რესპუბლიკაში მაქსიმალურად შემოვზიდოთ დროებითი საცხოვრებელი – კარვების სახით.

განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებანი დაზარალებული რაიონებიდან მოსახლეობის გაყვანის მიზნით. მათ მიიღებენ საქართველოს კურორტებზე – სანატორიუმებში, დასასვენებელ სახლებში. სადღეისოდ 9 000 კაცია გაყვანილი მიწისძვრის ადგილებიდან. ისინი ამჟამად ცხოვრობენ წყალტუბოს, ბორჯომის სანატორიუმებსა და პანსიონატებში, მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში.

ძალიან დიდი პრაქტიკული დახმარება გაგვიწიეს საზღვარგარეთის ქვეყნებმა. ჰუმანიტარული ტვირთი მივიღეთ თურქეთიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან. გარდა ამისა ევროპის სახელმწიფოთა კავშირთან არსებულმა ორგანიზაციამ – დიდმასშტაბიანი უბედურების თანხმობის კომიტეტმა, რომელიც სტრასბურგში იმყოფება, გამართა ტელე –კონფერენცია, მასში მონაწილე ქვეყნებმა – საფრანგეთმა, ესპანეთმა, პორტუგალიამ, ლუქსემბურგმა, საბერძნეთმა, მალტამ და სხვებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის აქტიური დახმარების გაწევის  თაობზე.

ევროპის ან ორგანიზაციამ უკვე გამოაგზავნა 2 ათასი ტონა მშრალი რძე, 1000 ტონა კონსერვი. ლუქსემბურგი და საბერძნეთი მოგვაწვდიან სასურსათო პროდუქტსა და მედიკამენტებს, სან–რემო და საფრანგეთი კი – მედიკამენტებს, მივიღეთ ცნობა, რომ ამერიკის ჯორჯიის შტატში გროვდება სახსრები დაზარალებულებისთვის. იაპონიის მთავრობამ 2 მაისს მიიღო გადაწყვეტილება დახმარების თაობაზე. 7 მაისს იაპონიის სალეჩოში საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს გოგი ხოშტარიას და რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს გურამ აბსანძეს გადაეცა 300 ათასი ამერიკული დოლარის ჩეკი.

მაგრამ მიმაჩნია, რომ მთავარი პრობლემა მაინც სამშენებლო მასალებთან დკავშირებით გვექნება. წინასწარი მონაცემებით ასაშენებელია 25 000 სახლი. პირველ რიგში კი დაიწყება ადგილობრივ მკვიდრთა სახლების მშენებლობა. ”


გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებული ცნობა:

“6 მაისს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თენგიზ სიგუამ მიიღო guriისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის ( პარლამენტის) წევრი, ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე, ისრაელ–საქართველოს მეგობრობის საზოგადოების თავმჯდომარე ეფრაიმ გური ( გურიელაშვილი). ჩვენმა თანამემამულემ სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავით ჩამოიტანა მიწისძვრით დაზარალებულებისთვის მედიკამენტების დიდი პარტია, უნიკალური სამედიცინო აპარატურა და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნები.”