ტეგები

,


1991 წლის ივნისში  „სობესედნიკში“ გამოქვეყნდა  მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის მიერ კოპენჰაგენის უნივერსიტეტში, ზონინგის პრემიის მიღებისას, წარმოთქმული სიტყვა. ჩეხოსლოვაკიის უკანასკენლი ლიდერის, შემდგომში კი ჩეხეთის პორველი პრეზიდენტის გამოსვლის ეს ტექსტი ქართულადაც ითარგმნა და ქართულ პრესაშიც დაიბეჭდა. ჩვენც ერთ–ერთ ძველ გაზეთში მივაგენით მას და ახლა „დამოუკიდებლობის გაკვეთილების” მკითხველს ვთავაზობთ.

სასიამოვნოა, რომ 1991 წლის ქართული პრესა მკითხველს სთავაზობდა ასეთ მნიშვნელოვან ტექსტს. ის ძალიან, ძალიან, აქტუალურია 25 წლის შემდეგაც, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში და განსაკუთრებით საქართველში. ვაცლავ ჰაველი  1991–წელს ანგრევდა წარმოდგენას იმის შესახებ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და გვიხსნიდა, თუ რატომ უნდა ქმნიდნენ პოლიტიკას კრისტალურად სუფთა ადამიანები.

მაშ ასე, ლეგენდარული ვაცლავ ჰაველი ხელისუფლების ფენომენსა და იმ მაცდურობებზე, რომელთა წინაშეც ხელისუფლების მაღალ საფეხურებზე მდგომნი აღმოჩნდებიან ხოლმე.

LITOMYSL_obrazky_aktuality_Sestava 1

„პრემიით, რომელსაც დღეს მანიჭებენ, ინტელექტუალები უფრო ხშირად ჯილდოვდებიან, ვიდრე პოლიტისკოები. მე ვარ ადამიანი, რომელიც  შეიძლება ინტელექტუალად ჩაითვალოს, თუმცა, ბედმა ინება იმ სამყაროში აღმოვჩენილიყავი, რომელსაც დიდ პოლიტიკას უწოდებენ.

ნება მიბოძეთ, ჩემი ამ სპეციფიური გამოცდილებიდან გამომდინარე, ინტელექტუალის კრიტიკული თვალთახედვიდან მიმოვიხილო ხელისუფლების ფენომენი და ის მაცდურობები, რომლებიც დაკავშირებულია ხელისუფლების სათავეში  ყოფნასთან.

რატომ ესწრაფვიან ადამიანები ხელისუფლების სათავეში მისვლას და რატომ უჭირთ თანამდებობების დატოვება?

ჩემი აზრით, ამ სწრაფვის მიზეზები სამ კატეგორიად უნდა დაიყოს.

პირველი: ადამიანს პოლიტიკისკენ შეიძლება უბიძგოს თავისსავე  წარმოდგენამ უკეთესად მოაწყოს საზოგადოება; მისმა რწმენამ საყოველთაოდ ცნობილი ფასეულობებისა და იდეალებისადმი, სურვილმა – იბრძოლოს ყოველივე ამისათვის და ხორცი შეასხას ამ იდეებს.

მეორე –  ყოველივე ამისკენ მათ უბიძგებს ადამიანის ბუნებრივი თვისება – თვითდამკვიდრების სურვილი. განა შეიძლება არსებობდეს უკეთესი საშუალება თვითდამკვიდრებისა, ვიდრე ყოველივე ის, რასაც ხელისუფლებაში ყოფნა გპირდება? ის ხომ გარანტია იმისა, რომ გავლენა  მოახდინო გარესამყაროზე, მოაწყო იგი შენს გემოზე და დატკბე საერთო პატივისცემით.

ხელისუფლებისკენ სწრაფვის მესამე კატეგორია გახლავთ პროვილეგიათა ის ჭრელი პალიტრა, რომელიც თან ახლას ნებისმიერი პოლიტიკოსის ცხოვრებას.

ეს სამი კატეგორია მუდმივ ურთიერთკავშირშია და ხანდახან ძნელი გასარკვევიც კია, რომელი მათგანია უმთავრესი. ხშირად კი, ბოლო ორი კატეგორიის მიზეზები პირველის მიზეზად საღდება. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცნობ პოლიტიკოსს, რომელიც საკუთარ თავს მაინც გამოუტყდება, რომ ხელისუფლებისთვის იბრძვის მხოლოდ თვითდამკვიდრებისთვის და პრივილეგიებისთვის.

პირიქით,  ჩვენ სულ იმას ვიმეორებთ, რომ პირადად ჩვენთვის მთავარია არა ხელისუფლებაში ყოფნა, არამედ ამაღლებული იდეალებისთვის ბრძოლა და მათი განხორციელება. მხოლოდ ღმერთმა იცის, ასეა თუ არა ეს სინამდვილეში.

მე ერთ – ერთი იმათგანი ვარ, რომელიც საკუთარ საქმიანობას პასუხისმგებლობის გრძნობით vacეკიდება, მაგრამ, ვაკვირდები რა სხვა პოლიტიკოსებს, რომლებსაც კარგად ვიცნობ და, რომლებიც იგივეს ამბობენ საკუთარ თავზე, მიჩნდება შეკითხვა: ხომ არ ვიტყუებ თავს? მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემს თავს მუდამ ეჭვის თვალით ვუყურებ და,  ყოველი პრემიიის აღების შემდეგ ეს ეჭვი მიმძაფრდება…

ისე გამოდის, რომ ჩვენ სახიფათოდ ვემსგავსებით ჩვენსავე წინამორბედებს, რაც არ გვსიამოვნებს, მაგრამ აღმოვაჩენთ, რომ ყოველივე ამის წინააღმდეგ ბრძოლა ან არ შეიძლება, არ არც კი ვიცით როგორ ვიბრძოლოთ.

აშკარა სისულელე იქნებოდა, რომელიმე მინისტრს რომ დაეგვიანა მნიშვნელოვან შეხვედრაზე მხოლოდ იმის გამო, რომ მას კბილი ტკივა და მთელი დილა ექიმის მომლოდინეთა რიგში გაატარა. ასეთი შემთხვევისათვის მას საკუთარი ექიმი ჰყავს.

ასევე, აშკარა სისულელე იქნება, რომელიმე პოლიტიკურმა ლიდერმა დაიგვიანოს უცხოელ კოლეგასთან შეხვედრაზე იმ მიზეზით, რომ ქალაქში ტრასნპორტი ცუდად მუშაობს, ასეთი შემთხვევებისთვის მას ჰყავს პირადი მძღოლი..

სისულელე იქნებოდა  პოლიტიკური ლიდერი  იდგეს სამზარეულოში და თავისი კოლეგებისთვის სადილს ამზადებდეს, ამისთვის მას ჰყავს პირადი მზარეული და ოფიციანტები.

არანაკლები სისულელე იქნებოდა პრეზიდენტი რომ ეძებდეს  სატელეფონი წიგნში აბონენტთა ტელეფონის ნომრებს და საათობით წვალობდეს მათთან დაკავშირებაზე,  სავსებით ბუნებრივია, რომ ეს საქმე სხვებს ევალებათ.

ასე რომ, მე არ ვდგავარ ექიმის მისაღებში საათობით, არ ვუზივარ მანქანში საჭეს, არ ვეძებ პროდუქტებს, ჩემს მაგივრად სხვა კრეფს ტელეფონის ნომრებს.

აი, ასე აღმოვჩნდი პროვილეგიათა სამყაროში, სადაც თითქმის არავი იცის, რა ღირს კილო ხორცი ან ტრამვაის ბილეთი, სადაც არ იციან, როგორ იხარშება ყავა, როგორ უნდა ატარო მანქანა.

მე აღმოვჩნდი კომუნისტური ელიტის ზღვარზე, იმ ელიტისა, რომელსაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი დამ რაც ყველაზე ცუდია, ყველაფერი ეს თავის ლოგიკას ემყარება.  მე ხომ სასაცილო ვიქნებოდი ექიმთან მომლოდინეთა რიგებში რომ დავმდაგრიყავი, მაღაზიაში მერბინა, ქუჩაში ტაქსი მეჩერებინა..

შეგვიძლა დავიჭიროთ მომენტი, როცა ქვეყნის ინტერესებისთვის კი არ „ვითმენთ“ პრვილეგიებს, არამედ ამ ინტერესებით ვამართლებთ მათ?

ასე  რომ, ვიმყოფები რა ხელისუფლების სათავეში, საკუთარ თავს ეჭვის თვალით ვუყურებ და მიკვირს იმათი, რომლებსაც სჯერათ, რომ საკუთარ ქვეყანას ემსახურებიან და სინამდვილეში, პრივილეგიებს ისე იღებენ, როგორც სამსახურებს.

ხელისუფლების ფენომენში არის რაღაც მომხიბლავი და ორგვაროვანი: ერთის მხრივ პოლიტიკური ხელისუფლება საშიშროებას აძლევს ადამიანს დარწმუნდეს, რომ მართლაც არსებობს და მასშიც თანდათან ძლიერდება საკუთარი „მე,“ მეორე მხრივ კი, სწორედ  პოლიტიკური ხელისუფლება გვაშორებს საკუთარ „მე“–ს. ადამიანი, რომელიც გადაეჩვია მანქანის ტარებას, ყავის მოდუღებას და ტელეფონზე დარეკვას, ის აღარ არის, რაც ადრე იყო. ადამიანი, რომელიც მიუჩვეველი იყო ტელეკამერის ობიექტივს და ახლა იძულებულია ყოველი ნაბიჯი მას შეუთანხმოს, სხვა ადამიანია.

იგი ხდება საკუთარი მდგომარეობის, საკუთარი პრივილეგიების და ფუნქციების ტყვე. ის, რაც მის საკუარ „მე“– ს  განამტკიცებდა, საფუძველს უთხრის ამავე „მე“– ს. ადამიანი თანდათან ქვავდება და საკუთარი თავის ძეგლი ხდება, ძეგლი კი  მართალია ძლიერებისა და სიდიადის სიმბოლოა, მაგრამ მკვდარი ქვის ნაწილია და მეტი არაფერი.

haრას ნიშნავს ყოველივე ეს?

ეს რა  თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ პოლიტიკა უზნეობაა. ეს სულ სხვა რამეს ნიშნავს: პოლიტიკა არის ადამიანთა საქმიანობის ერთ–ერთი დარგი, რომელიც მოითხოვს ზნეობას, საკუთარი თავისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობას , გემოვნებას და ტაქტს. აგრეთვე, სხვისი სულის ამოცნობას, ზომიერების გრძნობას, შემწყნარებლობას. ესაა საქმიანობა მეტად თავმდაბალი ადამიანებისთვის, რომელნიც ვერ ურიგდებიან ტყუილს.

ტყუის ყველა, ვინც ამტკიცებს, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. პოლიტიკა ესაა საქმიანობა, რომელიც უნდა წარმართონ კრისტალურად სუფთა ადამიანებმა, ვინაიდან აქ ძალზე ადვილია მორალურად გასვრა.

პოლიტიკა ფხიზელ ადამიანთა საქმეა.

არ ვიცი ვეკუთვნი თუ არა ასეთ ფხიზელ ადამიანთა რიცხვს, მაგრამ, ვიცი, რომ ასეთი უნდა ვიყო, რაკიღა გადავწყვიტე ეს პოსტი დამეკავებინა.”