ტეგები

, ,


1991 წლის მაისის შუა რიცხვებში საქართველოში რომის პაპის წარმომადგენელი იმყოფებოდა. ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს. ამ შეხვედრების შესახებ საინტერესო ცნობები შემოგვინახა 1991 წლის 16 მაისის “საქართველოს რესპუბლიკამ.” ზვიად გამსახურდიასთვის იოანე პავლე მეორის მედალი გადაუციათ, თავის მხრივ კი საქართველოს პირველ პრეზიდენტს გამოხატავს უდიდესი პატივისცემა რომის პაპისადმი, რომელსაც გადაეწყვიტა აღევლინა ლოცა საქართველოსთვის და მისი კეთილი მომავლისთვის.

ვნახოთ რას წერდა პაპის წარმომადგენლის ვიზიტისა და მის მიერ თბილისში გამართული შეხვედრების შესახებ მაშინდელი პრესა.


„15 მაისს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია შეხვდა  საქართველოში სტუმრად მყოფ რომის პაპის  დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში არიან რომის პაპის წარმომადგენელი არქიეპისკოპოსი ფრანჩესკო კოლასუონო, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა კლაუდიო გუეროტი და სხვა პირები.

გაიმართა გულთბილი, საქმიანი საუბარი, რომლის დროსაც მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქრისტიანული რელიგია სულიერად გვაკავშირებს, ხელს უწყობს ქვეყნად ჰუმანიზმისა და კაცთმოყვარეობის დამკვიდრებას, მშვიდობასა და პროგრესს.

მისმა მაღალუსამღდელოესობამ კოლასუონომ რომის პაპის სახელით გადასცა ბატონ ზვიად გამსახურდიას პირადი მისალმება და მისი თანადგომა.

papi-2რომის პაპმა იცის, აღნიშნა მისმა წარმომადგენელმა, თუ რა რთულ და ეკლიან გზას ადგას დღეს საქართველო თავისი სრული დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის და, რომ ერის ამ ბრძოლას სათავეში უდგას ზვიად გამსახურდია.

საქართველოს მსოფლიოში იცნობენ, როგორც ტრადიციების მქონე ქვეყანას, რომელმაც ერთ–ერთმა პირველმა მიიღო ქრისტიანობა, იტალიის საქველმოქმედი საზოგადოება  „კარიტა“ მზად არის აღმოუჩინოს საქართველოს სულიერი და მატერიალური დახმარება მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის საქმეში.

შეხვედრზე აღინიშნა, რომ იტალია დაეხმარება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ქართველი ახალგაზრდების მომზადებაში.

რომის პაპის წარმომადგენელმა  ზვიად გამსახურდიას გადასცა რომის პაპის მედალი, რომელიცioane გამოშვებულია მსოფლიო კათოლიკური ეკლესიის მამამთავრის პაპობის მეთორმეტე წლისთავის აღსანიშნავად.

ბატონმა ზვიად გამსახურდიამ მადლიერება გამოხატა ძვირფასი საჩუქრისთვის და სთხოვა სტუმარს გადაეცა რომის პაპისთვის მისი დიდი სიმპათიები იოანე პავლე მეორისადმი, რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო სულიერი და პოლიტიკური მოღვაწეა, რომელსაც უსმენს მთელი საქრისტიანო და რომლის სიტყვასაც დიდი წონა აქვს მსოფლიო ხალხებში. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ იგი სულიერად ახლოს არის რომის პაპთან, კარგად იცნობს და პატივს სცემს მის დიდ მოღვაწეობას.

საუბრის დროს აღინიშნა, რომ  კარგი იქნებოდა გამართულიყო პირადი საუბარი რომის პაპსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის.

ბატონმა ზვიად  გამსახურდიამ სტუმრებს გადასცა წიგნები ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და ქართული ხატების შესახებ.”

რაც შეეხება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრას:

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო ჩვენს რესპუბლიკაში სტუმრად მყოფი რომის პაპის საგანგებო წარმომადგენელი, არქიეპისკოპოსი, მაღალყოვლადუსამღვდელეოსობა ფარნჩესკო კოლასუონო და მისი თანმხლები პირები.

papi-3– მოხარული ვარ – მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ იტალიელ სტუმრებს, რომ ჩამობრძანდით საქართველოში, თქვენი სტუმრობა იმის ნათელი დასტურია, რომ ჩვენს ორ ეკლესიას შორის ტრადიციული, მეგობრული  დამოკიდებულება არსებობს. მაგონდება შეხვედრები მის უწმინდესობასთან იოანე პავლე მეორესთან, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩვენი ეკლესიები ძმები არიან და ეს კეთილი ურთიერთობა და თანამშრომლობა საუკუნეების მანძილზე გამოატარეს.

შემდეგ უწმინდესმა დ უნეტარესმა ილია მეორემ სტუმრებს გააცნო საქართველოს ქრისტიანული ეკლესიის ისტორია, მისი გადაქცევა ეროვნულ ეკლესიად, რომელსაც შეაქვს თავისი წვლილი ეროვნული მოძრაობის გაძლიერებაში.

ფრანჩესკო  კოლასუონომ აღნიშნა, რომ რომში კარგად იციან ქართველი ხალხის სულისკვეთება – სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ და სურთ, რომ მალე შეესხას ხორცი ამ სწრაფვას, რომის პაპი აღავლენს ლოცვას საქართველოსთვის, თქვენი უკეთესი მომავლისთვის.

შემდეგ რომის პაპის საგანგებო წარმომადგენელმა გულისტკივილი გამოთქვა საქართველოში მომხდარი მიწისძვრის გამო. კათოლიკური ეკლესია ცდილობს დახმარების ხელი გამოუწოდოს ქართველ ერს. ამ მისიით იტალიიდან ჩამოვიდნენ სპეციალისტები, რომლებიც დაეხმარებიან მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებს.”  („საქართველოს რესპუბლიკა,” 1991 წ. 16 მაისი).