ტეგები


1991 წლის 26 მაიასს  საქართველოში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. საბჭოთა კავშირი ჯერაც არ იყო დაშლილი. საქართველოს სულ ახალი გამოცხადებული ჰქონდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.  რთული ვითარება იყო სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქში. გთავაზობთ 1991 წლის მაისში ქართულ პრესაში გამოქვეყნებულ ცნობას  ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფის სოხუმში  ჩასვლისა და იქ გამართული საინტერესო შეხვედრების შესახებ.

a“სოხუმში ჩავიდნენ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე მურმან ომანიძე, აგრეთვე სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი ნიკოლოზ იაშვილი, კვებისა და  გადამამუშავებელი მრეწველობის მინისტრი ანზორ ჭლიკაძე, არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა მინისტრი გურამ მირიანაშვილი, ტრანსპორტის მინისტრი და სხვა პირები.

17 მაისს ისინი შეხვდნენ აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ვლადისლავ არძინბას და განიხილეს ავტონომიური რესპუბლიკის სოციალ–ეკონომიკური განვითარების აქტუალური საკითხები.

იმავე დღეს მურმან ომანიძე ჩავიდა ოჩამჩირესა და გალში, სადაც შეხვდა რაიონის ხელმძღვანელებს,  დიდი საწარმოებისა და დაწესებულებების წარმომადგენლებს. 18–19 მაისს ანალოგიური შეხვედრები, რომელთა დროს განიხილეს ადგილებზე პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციასთან დაკავშირებული საკითხები, გაიმართა გაგრასა და გულრიფშში.” ( “საქინფორმი”. 1991 წ.მაისი)