ტეგები

, , ,


1991 წლის გაზაფხულზე ქართულ პრესაში გამოქვეყნდა ცნობილი დისიდენტისა და უფლებადამცველის  ანდრეი სახაროვის მოგონება, რომელშიც ავტორი  1989 წლის 25 მაისის ყრილობას აღწერს.  სსრკ სახალხო დეპუტატთა ამ  ყრილობზე  1989 წლის 9 აპრილს, თბილისში ჩატარებულ საბჭოთა სადამსჯელო ოპერაციასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. უაღრესად საინტერესო ტექტია. ის თავდაპირველად გამოქვეყნებულა 1991 წლის რუსულ გაზეთებში: “დემოკრატიჩესკაია როსია” და “მოსკოვსკიე ბნოვოსტი.” ყრილობაზე გამოსვლების აღწერისას  ანდრეი სახაროვი ეყრდნობა ოფიციალურ ბიულეტენში გაკეთებულ ჩანაწერებს და საკუთარ მეხსიერებას. აკადემიკოსი სახაროვი იხსენებს თამაზ გამყრელიძის, იგორ როდიონოვის და ჯუმბერ პატიაშცილის გამოსვლებს კრმელში ისე, როგორც სინამდვილეში იყო, იმ დეტალებით, რომლებიც ოფიციალურ ბიულეტენში განგებ არ შეიტანეს.

saxa„მაშ, ასე, ყრილობა! იგი გაიხსნა 25 მაისს, დილის 10 საათზე, კრემლის დიდ სასახლეში. დასაწყისში გამოვიდა დეპუტატი ლატვიიდან  ტოლპეჟნიკოვი. მან წინადადება შემოიტანა პატივი მიგვეგო თბილისში დაღუპულთა ხსოვნისათვის (ყველა ადგა ) და შეიტანა სადეპუტატო შეკითხვა: „მოვითხოვ, გვაცნობოთ, თუ ვინ გასცა ბრძანება ქალაქ თბილისში დაერბიათ დემონსტრანტები და მათ წინააღმდეგ გამოეყენებინათ მომწამვლელი ნივთიერება?“ ამ სადეპუტატო შეკითხვას არავინ უპასუხა. პირველი წუთებიდანვე ყრილობამ უკიდურესად დრამატული ხასიათი მიიღო და ბოლომდე შეინარჩუნა იგი.

 

ყრილობა გადავიდა საქართველოს საკითხზე. პირველმა ორატორმა გამყრელიძემ თქვა: „ დამნაშავეთა დაუსჯელობას საზოგადოებრიობა აღიქვამს, როგორც უმაღლესი პარტიული აპარატისა და სამხედრო სარდლობის ყოვლისშემძლეობას. ასეთი მასშტაბის აქციის მომზადება, ამგვარი პოლიტიკური შედეგებით, წინასწარ უნდა იყოს ცნობილი ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობისთვის.“

40

1989 წ, 9 აპრილი, თბილისი

შემდეგ გამოვიდა როდიონოვი, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი. იგი ამტკიცებდა, რომ თბილისის ამბები სრულიადაც არ იყო მშვიდობიანი და უდიდეს საფრთხეს უქადდა ქვეყნის სტაბილურობას. როდიონოვი „ჩერიომუხის“ გარდა უარყოფდა სხვა ქიმიურ ნივთიერებათა გამოყენებას. ამას შემდეგნაირად ასაბუთებდა – ბრბოში იყვნენ უშიშროებისა და სახელმწიფო კომიტეტის გადაცმული თანამშრომლები და ისინი არ დაშავებულანო.

როდიონოვი ამტკიცებდა, რომ ჯარისკაცთა ყველა მოქმედება იყო უკიდურესად თავდაცვითი, რაც მოულოდნელი ძლიერი შეიარაღებული წინააღმდეგობით იყო გამოწვეული. როდიონოვის გამოსვლას დეპუტატებისა და „სტუმრების“ ნაწილი ხანგრძლივი ოვაციით შეხვდა. ბევრი ზეზეულად უკრავდა ტაშს, სხვები გაიძახოდნენ: „სირცხვილი!“ „გააძევეთ ყრილობიდან!“ ბიულეტენში კი მოკრძალებით ეწერა: „ხანგრძლივი აპლოდისმენტები.“

ყრილობის ერთ–ერთი ყველაზე დრამატული მომენტი იყო საქართველოს კომპარტიის ცეკას ყოფილი პირველი მდივნის პატიაშვილის გამოსვლა. მან თქვა: „პირადად მე არ მომიხსნია და არც ვიხსნი პასუხისმგებლობას. დიდ შეცდომად მიმაჩნია ( მან არ თქვა სახელები ვის patiaშეცდომად მიიჩნია), რომ ოპერაციის ხელმძღვანელობა გენერალ როდიონოვს ჩვენ მივანდეთ, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, როცა 9 აპრილს, პირადად  გენერალ –პოლკოვნიკი როდიონოვი ჩემთან მოვიდა სსრკ კავშირის თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, გენერალ კოჩეტოვთან ერთად და მითხრეს, რომ ხელმძღვანელობა ოპერაციაზე დაეკისრა გენერალ როდიონოვს.“ ( მახსოვს, პატიაშვილმა თავის გამოსვლაში ახსენა, რომ მანამდე მოსკოვიდან იყო ჩებრიკოვის ზარი, ბიულეტენში კი ეს ფრაზა უკვე აღარ ჩანს). პატიაშვილმა გამოსვლის სხვა ადგილას თქვა, რომ მან, ცეკას პირველმა მდივანმა, არ იცოდა 7 აპრილს, დილას, თბილისში როდიონოვის და კოჩეტოვის ჩამოსვლის შესახებ, თუმცა ეს უკანასკნელი თბილიში უკვე დღე–ღამეზე მეტ ხანს იმყოფებოდა” ( იგულისხმება 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაციის წინა დღე–ღამე). ამის შემდეგ ანდრეი სახაროვი პატიაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით  განაგრძობს: “შემდეგ მეხსიერებით აღვადგენ: „ მე ( ანუ პატიაშვილმა) სამწუხაროდ მაშინ არ ვკითხე, თუ ვინ დაავალა.. ( ბიულეტენში კი ძალზედ უცნაურად წერია: “ხელმძღვანელობა დაეკისრა როდიონოვს“, ამ სიტყვების შემდეგ ტექსტში მრავალწერტილია, შემდეგ – „ მე ვიცოდი, რომ ამას შემეკითხებოდით..”  ( გაუგებარია, თუ რომელ შეკითხვას გულისხმობს)  “სამწუხაროდ ეს მაშინ არ მიკითხავს, ამ კითხვას კი ახლა ვიძლევი. როცა დილით  გვაცნობეს, რომ ორი კაცი დაიღუპა, მე მოვიწვიე ბიურო და გადავდექი, რადგან მიმაჩნდა, რომ უფლება აღარ მქონდა მეხელმძღვანელა პარტიული ორგანიზაციისთვის. იმ მომენტში არ დამიშვია ნიჩბებსა და ქიმიურ ნივთიერებებსაც თუ გამოიყენებდნენ, თორემ  გულწრფელად ვაცხადებ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადავდგებოდი. იქნებ, ამის შემდეგ უფრო მეტად დავსჯილიყავი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გადავდგებოდი თვითონ.. ამხანაგი როდიონოვი  კატეგორიულად უარყოფდა ნიჩბების გამოყენებას რესპუბლიკაში პოლიტბიუროს წევრების  ჩამოსვლის შემდეგაც კი. ამხანაგები არ აღიარებდნენ. მხოლოდ მესამე დღეს აღიარეს.მანამდე ცენტრალურმა პრესამ და ტელევიზიამ გვაუწყეს, ხალხი დაიღუპა ზედახორაშიო. გაზების შესახებ მოგვიანებით იყო, აპრილის დამლევს.  არ იყო მართალი, როცა პროგრამა “ვრემიათი” გადაიცა სარდალი უარყოფდაო. ამაზე ვგონებ ლაპარაობდა თავად როდიონოვი, თუმცა მე დარწმუნებული არ ვარ. შევარდნაძეც საქართველოს ტელევიზიით გამოსვლისას ( აქ  ბიულეტენში მრავალწერტილია, სინამდვილეში კი ლაპარაკი იყო, თითქოსდა როდიონოვი უარს ამბობდა ოპერაციის ხელმძღვანელობაზე) შემდეგ ბიულეტენში სრული გაუგებრობაა. სინამდვილეში უკიდურესად დრამატული სიტუაცია შეიქმნა. პატიაშვილმა გამოსვლის ბოლოს, ემოციური სტრესის მდგომარეობაში აშკარად გადაწყვიტა რაღაც ძალზედ მნიშვნელოვანი განეცხადებინა, მაგრამ, ამავდროულად ძალზედ გაძლიერდა მასზე დარბაზის, განსაკთრებით მისი მარჯვენა ფრთის ფსიქოლოგიური ზეწოლა. პატიაშვილს არ ალაპარაკებდნენ, გაისმოდა შეურაცხმყოფელი შეკითხვები, მის გაჩუმების მცდელობას წააგავდა. იგი აიძულეს ტრიბუნა დაეტოვებინა.  რადენიმე ნაბიჯი გადადგა, გაწამებულ – დაბნეული შედგა და კვლავ ტრიბუნისკენ შებრუნდა. დარბაზში იმატა ხმაურმა და ღრიანცელში გადაიზარდა. პატიაშვილი ტრიბუნამდე მივიდა, კვლავ შეჩერდა, შემდეგ ერთიანად დაიძაბა, შემოტრიალდა და ლამის სირბილით გავიდა დარბაზიდან.

30 მაისს ვბჭობდით აგრეთვე თბილისის კომისიის თაობაზე, აქ ჩემი გვარიც იყო, მე პრეზიდიუმს ბარათი გავუგზავნე თხოვნით კომისიაში არ შევეყვანე, რადგანაც წარსულში ზოგიერთ ქართველ „არაფორმალთან“ „ ხანგრძლივი და რთული ურთიერთობა მქონდა, განსაკურებით გამსახურდიასა და კოსტავას ვგულისხმობდი. მრავალგზის მომიხდა მერაბ კოსტავას დაცვა, ბოლოს –1987 წელს. კომისიის სხდომაზე უთუოდ წამოიჭრებოდა საკითხი მათი როლის შესახებ და მე ორჭოფულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი, მაგრამ, სხვა მიზეზი მქონდა, სრულიად არ იყო საჭირო კომისია. არის ერთი შეკითხვა, რომელიც პასუხს მოითხოვს –  ჩამოყალიბებული სადეპუტატო შეკითხვაში – ვინ გასცა ბრძანება მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევისა და მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების? არსებითად სადამსჯელო  აქციის შესახებ. შეკითხვაზე პასუხის ნაცვლად ახალი კომისიის შექმნა არ მიგვაახლოვებდა მის  გადაწყვეტასთან. ”