ტეგები

, , ,


საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიის 14 აპრილის სხდომამ მიიღო კანონი პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებისა და ამასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. მეორე დღეს გამოქვეყნდა ცნობა, რომელშიც ეწერა, რომ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ზვიად გამსახურდიას კანდიდატურას უზენაესი საბჭოს სესიამ ერთხმად დაუჭირა მხარი და, რომ  უზენაესისსაბჭოს წევრებმა მიიღეს კანონი  საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევის თაობაზე. საპრეზიდენტი არჩევნების გამართვა  26 მაისს გადაწყდა – „  ფარული კენჭისყრით თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლებების საფუძველზე.”

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ზვიად გამსახურდიას სტატუსი შეეცვალა და პრეზიდენტი ეწოდა. ამასთან დაკავშირებით უზენაეს საბჭოში კენჭისყრის გამართვისთანავე პრესაში გამოქვეყნდა ჯანსუღ ჩარკვიანის მიმართვა..

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას

მივესალმებით 1989 წლია 26 მაისის დეკლარაციის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

janგამომცემლობა „საქართველო“ მზადაა აქტიური პოზიცია დაიკავოს იმ სამომავლო ბრძოლაში, რომელმაც ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობა ჭეშმარიტებად უნდა აქციოს.

დემოკრატიული ქვეყნის აშენებისათვის და იმისათვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ფაქტად იქცეს, საჭიროა შინაგანი რწმენა და სიმტკიცე. სწორედ ამ რწმენითა და სიმტკიცით ვიბრძვით საქართველოს მომავლისთვის.

გამომცემლობა „ საქართველოს“ სახელით ჯანსუღ ჩარკვიანი”