ტეგები

, ,


გავა  თვეები და  ეროვნული გვარდია ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობაში მიიღებს მონაწილეობას. ახლა  კი იმ დღეს ვიხსენებთ, როცა გვარდიელებმა პრეზიდენტის წინაშე სამშობლოსადმი ერთგულების  ფიცი დადეს. ეს  1991 წლის 26 აპრილს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მოხდა. გაეცანით გაზეთ „ახალგაზრდა ივერიელში” გამოქვეყნებულ რეპორტაჟს ეროვნული გვარდიის მიერ ფიცის მიღების ცერემონიიდან. ქვემოთ მოყვანილი ფოტოებიც ამ რეპორტაჟს ახლდა.

stadi 3

„ახალგაზრდა ლეიტენანტმა თავისი გვარი დაგვისახელა და ამასთან გვთხოვა ნუ  ვახსენებდით მას რეპორტაჟში საქართველიოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მიერ ფიცის მიღების ცერემონიიდან, რომელიც  26 აპრილს გაიმართა თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე.

  • იცით, მეუხერხულება საკუთარი თავის აფიშირება, სამსახური მხოლოდ ახლა იწყება და ჯერჯერობით განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, თანაც გვარდიაში პოპულარობისთვის როდი მოვედი. მიმაჩნია,რომ დამოუკიდებლობის გზაზე ყოველმა ჩვენგამა უნდა იკისროს ტვირთის თავისი წილი.

შუქტაბლოზე წარწერილი სიტყვები ყოველ დამსწრეს სიამოვნებით უვსებს გულს: „ეროვნულ გვარდიას დიდება!“

  • თქვენ ალბათ, პროფესიონალი სამხედრო ხართ, – შევეკითხეთ კაპიტნისამხრეებიან საშუალო ხნის მამაკაცს.
  • დიახ, 22 წელი ვიმსახურეე საბჭოთა არმიაში, გადავდექი და ახლა ჩვენს გვარდიაში შევედი, გამოცდილება მაქვს, მინდა ცოდნა ჩემს მამულს მოვახმარო.

სასულე ორკესტრის ხმებსა და დამსწერთა ტაშის გრიალში სტადიონზე მწყობრი ნაბიჯით შემოვიდა ეროვნული გვარდიის ბატალიონი.

sradi 2თბილისელები და ქალაქის სტუმრები გულთბილად მიესალმნენ ზეიმზე მოსულ საქართველოს რესპუბლიკის პეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს აკაკი ასათიანს, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თენგიზ სიგუას, რესპუბლიკის პარლამენტის წევრებს, მინისტრებს..

პოლკოვნიკმა გიორგი პაპავაძემ პრეზიდენტს მოახსენა, რომ გვარდია მზადაა ფიცის მისაღებად.

ბატონმა ზვიად გამსახურდიამ მეომრებს მოკლე სიტყვით მიმართა. მან აღნიშნა, რომ გვარდიელობა საპატიო და ამავე დროს პასუხსაგები მოვალეობაა. ამიერიდან სამშობლოს, მისი დამოუკიდებლობისადმი ერთგულებამ უნდა განსაზღვროს იმათი ცხოვრების არსი, ვინც გადაწყვიტა ცხივრება მხედრულ საქმეს მოახმაროს. პრეზიდენტმა გვარდიას გადასხა საბრძოლლო დროშები. შემდეგ დადგა ფიცის დადების საზეიმო მომენტი, მისი ტექსტი წაიკითხა თავად პრეზიდენტმა. გვარდიელები ერთად იმეორებდნენ სამშობლოს ერთგულებისადმი ფიციის წმინდათაწმინდა სიტყვებს. სამშობლოსი, რომელიც მტკიცედ მიაბიჯებს თავისი ფაქტობრივი  სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისაკენ.

ეს იყო ამაღლევებელი წუთები, ისტორიული მომენტი.

ბატონმა ზვიად გამსახურდიამ  მიულოცა მეომრებს ფიცის მიღება. პასუხად გაისმა ერთსულოვანი ვაშა.’