ტეგები

, , ,


1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების შემდეგ, ზვიად გამსახურდიამ საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვს მიმართვა, 1991 წლის 9 აპრილსვე საქართველოს უზენაესმა საბჭოს წევრებმა და მისმა თავმჯდომარემ  მსოფლიოს კეთილი ნების ადამიანებს ქართველი ხალხის არჩევანის დაცვა მოუწოდეს.

„თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრეზიდენტო!

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის ნებას, ადგენს დაgorba საქვეყნოდ  აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი  დამოუკიდებლობის აღდგენას  1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის  აქტის საფუძველზე, რაც თავის დროზე ცნო საბჭოთა რუსეთმა, ” –  აღნიშნავდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე საბჭოთა კავშირის პრეზიდენტისადმი თავის მიმართვაში და დასძენდა: „ვითვალისწინებთ რა  თქვენს პირად წვლილს მსოფლიო და განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, ბოლო წლებში მომხდარ სასიკეთო ცვლილებებში, აგრეთვე თქვენს მიერ არაერთგზის გაცხადებულ კეთილგანწყობას ქართველი ხალხის მიმართ, იმედს გამოვთქვამ, რომ ბოლომდე ერთგული იქნებით დემოკრატიული პრინციპებისა და საქართველოს აღიარებთ დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოდ.

ჩვენის მხრივ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ახალ პრინციპებზე დაყრდნობით ვაწარმოოთ და კიდევ უფრო განვავითაროთ ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობანი, როგორც საბჭოთა  კავშირთან, ასევე მის შემადგენლობაში  მყოფ ცალკეულ რესპუბლიკებთან.“

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მსოფლიო ხალხებისადმი მიმართვაში გამოდიოდა მოწოდებით თავისუფალ სამყაროს მხარი დაეჭირა „თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანობის იდეალებისადმი მებრძოლი ხალხის“ ნებისათვის და არ დაუშვა მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, ხელი შეეწყო საქართველოს რესპუბლიკის ცნობისა და დამკვიდრებისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში.

1991 წლის 9 აპრილსვე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის შემოღება, მმართველი უმრავლესობა აცხადებდა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღება საჭირო იყო „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო წყობილების სრულყოფის, ქვეყნის სუვერენიტეტისა დ უშიშროების განმტკიცებისთვის.“

10 აპრილს ზვიად გამსახურდიამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა,  ამ ბრიფინგზე გაჟღერებული ყველაზე საინტერესო მომენტებია მოყვანილი „საქართველოს რეპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

„საუბარი ძირითადად წარიმართა  ეროვნული დამოუკიდებლობის აქტის  გამოცხადების თაობაზე. უზენაესი საბჭოს  თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ ჩანს ოფიციალური რეაქცია მოსკოვის მხრიდან, მაგრამ საინფორმაციო საშუალებებით უკვე გადაიცემა სხვადასხვა დეზინფორმაცია, მაგალითად, აჭარის ავტონომიის გაუქმების თაობაზე.

სამაჩაბლოში შექმნილი ვითარების შესახებ ითქვა,რ ომ სოფელ ოქონაში საბჭოთა ჯარი თავს zviდაეხა ქართულ მილიციას და დააპატიმრა 21 კაცი, თამარაშენში მილიციას იარაღი აჰყარეს, ერედვში  თავს დაესხნენ მოსახლეობას. საბჭოთა ჯარი მოქმედებს როგორც ნამდვილი აგრესორი. ყოველივე ამის გამო, საბჭოთა მთავრობას წარედგინა ოფიციალური ნოტა.  საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა  მინისტრის პუგოს დეპეშა, რომ რესპუბლიკას არა აქვს უფლება ეროვნული გვარდიის შექმნისა, რომ ამგვარი ქმედება პრეზიდენტის ბრძანებულების დარღვევაა. ცენტრის უხეშ ჩარევას ჩვენს საშინაო პოლიტიკაში უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი საპროტესტო მოძრაობა. უკვე დაწყებულია გაფიცვა რკინგზის ხაზზე, პორტებში, მოსალოდნელია აეროპორტის გაფიცვაც, დღეს ჩვენ ფაქტიურად ომის პირობებში ვიმყოფებით და ომში ხალხმა ყველაფერს უნდა გაუძლოს. ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზეც, რომ დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელია ჩვენთვის რეალური ეკონომიკური დახმარების აღმოჩენა, სოლიდური კრედიტების გაცემა.

უპასუხა რა  ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვას, საქართველოში საბჭოთა ჯარის სტატუსი შესახებ, ბატონმა ზვიად გამსახურდიამ განაცხადა, რომ ეს მოხდება უზენაესი საბჭოს უახლოეს სესიაზე. საქინფორმის კორესპონდენტის  შეკითხვა შეეხებოდა ამერიკის შეერთებული  შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საბჭოთა მთვრობამ საქართველოსთან პრობლემები უნდა გადაჭრას მხოლოდ დემოკრატიული გზებით. „ჩვენთვის ეს დამაიმედებელი ფაქტია, ბატონ ჯორჯ ბუშს გავუგზავნეთ დეპეშა, რომ საქართველოში მზადდება სამხედრო ინტერვენცია და შეიარაღებული ჩარევა ჩვენს საშინაო საქმეებში, მხოლოდ დასავლეთის რეაქცია დაგვიცავს ჩვენ.“ – თქვა ზვიად გამსახურდიამ.”

1991 წლის 10 აპრილის ბრიფინგის შესახებ  “საქინფორმის” ცნობაში  ნათქვამია: „ ჟურნალისტთა ყველაზე დიდი დაინტერესება გამოიწვია ბატონ გამსახურდიას განცხადებამ იმის თაობაზე, რომ მალე საქართველოს ექნება საკუთარი ეროვნული ვალუტა, რომ მზადდება კანონი რესპუბლიკის ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ და რომ საქართველოს მომავალ კონსტიტუციას საფუძვლად დაედება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918- 21 წლების კონსტიტუცია.

საქართველო ფაქტობრივად დამოუკიდებელი გახდება მსოფლიოს უკანასკნელი იმპერიის – საბჭოთა კავშირის  –  დამხობის შემდეგ. იმედი მაქვს,  რომ ჩვენი მხრივ მიღებული ღონისძიებანი, მათ შორის ეკონომიკური ზემოქმედების მეთოდები, აიძულებს საბჭოელებს წავიდნენ  დათმობებზე, ომი ომია, ამიტომაც მოთმინება გვმართებს.“