ტეგები

, , ,


საიმტერესოა, რას წერდნენ საქართველოზე 25 წლის წინ დასავლურ პრესაში, reno 4როგორ ხედავდნენ იქიდან დამოუკიდებლობისკენ საქართველოს პირველ ნაბიჯებს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის რეალობაში.

ახალი ჩატარებული იყო ისტორიული რეფერენდუმი და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას მხარდაჭერა ჰქონდა გამოცხადებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის.

Le Monde, 1991 წლის აპრილი

„საოცარია, წინასწარი შედეგებით ამომრჩეველთა 99,375%-მა „დიახ“ უპასუხა შეკითხვაზე; გსურთ თუ არა, რომ აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ ძველი ეპოქის არჩევნები გვახსენდება. ამგვარი შედეგები დამატებითი „საბუთი“ იქნება რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მომხრეთა პოლიტიკაში.

შაბათიდან მოყოლებული კგბ-ს კონტრდაზვერვის გენერალი ტიტოვი, ამგვარად ახასიათებდა სიტუაციას: „ზოგიერთ რესპუბლიკაში  ხელისუფლებაში მოვიდნენ დამოუკიდებლობის აღდგენის მომხრენი, რომელთა მიზანია ნაციონალურ-ტოტალიტარული რეჟიმების დამყარება. მოსკოვისათვის სულ ერთია რა გვარისანი არიან ისინი – გამსახურდია თუ ლანდსბერგისი.“

ასეა თუ ისე რეფერენდუმის შედეგები ეჭვს არ იწვევს. ეს იქნება ოფიციალური დოკუმენტი საქართველოს ეროვნული პარლამენტისთვის მოსკოვთან მოლაპარაკებების დასაწყებად.“

Le Monde, 1991 წლის აპრილი

„გამსახურდიას მმართველობის ხუთმა თვემ. დამოუკიდებლობის გზაზე გადადგმულმა პირველმა ნაბიჯებმა, მხოლოდ იმედგაცრუება ხომ არ მოიტანა? უეჭველია, არა. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ: პრეზიდენტს, ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორს, დეპუტატს თუ მძღოლს, რომელიც სიამოვნებით გვთანხმდებიან წაყვანაზე არა ფულის, არამედ იმის გამო, რომ უცხოელს აჩვენონ ქართული სტუმართმოყვარეობა. ერთი და იგივე პასუხს მიიღებთ: „აქ ხომ კომუნისტები აღარ არიან !“

Die Welt 1991 წლის აპრილი

„მომიტინგეთა ერთი ნაწილი ქუჩის სავალ ნაწილზე გადმოსულა და საგრძნობლად აფერხებს ტრანსპორტის მოძრაობას. შორიახლოს ათიოდე მილიციელი მოჩანს. სიგარეტს აბოლებენ, წყნარად მასლაათობენ. ეტყობა მსგავსი რაღაცეები აღარ აკვირვებთ. ერთ-ორ საათში მიტინგი იშლება, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ახლახან  ჩავლილი ვნებათა ღელვა ისეთივე უაზრო და აბსურდულია, როგორც ის უთანხმოება, რაზეც ასე გახელებით და აგრესიულად მსჯელობდა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ორატორი. შესაძლოა სამხრეთული მოჭარბებული ტემპერამენტის ბრალია.

1921 წელს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, პირველ, ანტისაბჭოურ, ნამდვილად ეროვნულ მთავრობას ხსენებული ორატორი ბრალად უყენებდა „კრემლის სტრუქტურების „უსიტყვოდ გადმოღებას და უპრინციპობას „ოკუპანტებთან“ დამოკიდებულებაში , „ერთხელ და სამუდამოდ უნდა  შევიგნოთ, რომ საქართველო სხვა არაფერია, თუ არა მოსკოვის კოლონია,“ – ამტკიცებდა იგი.

მაღალი, 51 წლის, ევროპული ენების მცოდნე ფილოლოგი და მწერალი პირველად 17 წლისა დააპატიმრეს პატრიოტული საქმიანობისათვის.

70 -იან წლებში, როცა რესპუბლიკას მართავდა  ადგილობრივი კომპარტიის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე, ის კვლავ დააპატიმრეს.

როგორც დისიდენტი და ადამიანის უფლებათა დამცველი გამსახურდია გადაჭრით ამხელდა კომუნისტურ რეჟიმს, ეწეოდა აქტიურ ანტისაბჭოთა საქმიანობას, გამოსცემდა არალეგალურ ჟურნალებს, მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, ასეთი ბიოგრაფიის ფონზე ეპითეტი – „კრემლის აგენტი“-  აბსურდულად აღიქმება. „ ეს სისულელეა“ –  ლაკონურად და დინჯად პასუხობს ადრესატი ასეთ ბრალდებებს.

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მან განაცხადა: „კრემლის ზღურბლს გადავაბიჯებ მხოლოდ, როგორც თავისუფალი საქართველოს მოქალაქე.`

პარლამენტმა მიიღო მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტები. გააუქმა 1921 წლიდან მიღებული ყველა საბჭოთა სამართლებრივი აქტი, გამოაცხადა საქართველოს რესპუბლიკის შექმნა, დააწესა გარდამავალი პერიოდი ფაქტობრივი დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, გააუქმა საბჭოთა არმიაში იძულებითი სამსახური, აღადგინა ძველი სახელმწიფო სიმბოლოები: ღერბი – გველეშაპის შემმუსვრელი წმინდა გიორგის გამოსახულებითა და ეროვნული სამფეროვანი შავ-თეთრ შინდისფერი დროშა…

ხანში შესული, მოინტელიგენტო, თავგადასავლების მოყვარე ჯაბა იოსელიანი 65 წლისაა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორია. მან თავის ნაწერებში ხოტბა შეასხა ბანდიტიზმს, ხოლო ორმოცდაათიან წლებში თვითონ მიიღო მონაწილეობა ერთ-ერთ ყაჩაღურ თავდასხმაში, რომლის დროსაც მისმა ამფსონებმა სიცოცხლეს გამოასალმეს ადამიანი.

ამჟამად იოსელიანი და მისი 36 მომხრე პატიმრობაში იმყოფება კონკრეტული სამართალდარღვევებისთვის.

ის იყო უკანონო, გასამხედროებული ფორმირების მეთაური, რომლის წევრთა რაოდენობა, მისივე სიტყვებით, 5000 კაცს აღწევდა. ფორმირების სახელწოდებაა „საქართველოს მხედრიონი“. მან „სახელი“ გაითქვა მილიციის რაიონულ განყოფილებებზე, არმიის ქვედანაყოფებსა და მმართველობითი ორგანოების შენობებზე თავდასხმებით.

იოსელიანის ლაშქარი სავსებით ოფიციალურად ითვლებოდა ოპოზიციის „მუშტად.“ სწორედ ამიტომ მოითხოვენ ოპოზიციონერები, მთელი ქვეყნის გასაგონად, „თავისუფლებისთვის“ მებრძოლი იოსელიანის და მისი ყონაღების გათავისუფლებას..

გამსახურდიას ოპოზიციას თავის რეზიდენციად მარქსიზმ – ლენინიზმის ინსტიტუტის შთამბეჭდავი შენობა ამოურჩევია, რომლის ფასადსაც ამშვენებს ლენინის, მარქსის, ენგელსის და სტალინის ბარელიეფები.

და მაინც, ახალი დროის მომასწავებელია ის გვარიანი თეთრსაღებავიანი ლაქა, არქიცენტრალისტი კომუნისტის, წარმოშობით ქართველის, სტალინის ქვაში გამოკვეთილ ქანდაკებას რომ აცხია შენობის ფასადზე.”