ტეგები

, ,


1991 წლის 20 მარტს გამოქეყნდა ცნობა, რომელიც განმარტავდა კანონმდებლობაში გატარებულ ცვლილებებს ზოგიერთი დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ.

“ხელმძღვანელობს რა ჰუმანურობისა და კაცთმოყვარეობის პრინციპებით, აგრეთვე მოქალაქეების, შრომითი კოლექტივებისა და ორგანიზაციების მოთხოვნით იმის თაობზე, რომ სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასჯა, როგორც დროებითი და იძულებიღი ღონისძიება, არ იქნეს გამოყენებული ზოგიერთი დანაშაულისთვის,  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადგენს:

გაუქმდეს სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასჯა – დანაშაულისთვის, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლით (ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადება ან გასაღება), 89 – ე  მუხლით ( სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევა), 96-ე მუხლით ( სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დატაცება) და 189 – ე მუხლით (ქრთამის აღება).” ( “საქართველოს რესპუბლიკა”, 1991 წლის 20 მარტი)