ტეგები

, , ,


1991 წლის 7 მარტს საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს მე-6 სესიაზე საბჭოთა კავშირის გენერალურმა პროკურორმა ნიკოლოზ ტიუბინმა წარმოადგინა პროკურატურის დასკვნა თბილისის 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით. ეს დასკვნა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებდა სამხედრო პირებს, რომელებიც ხელმძღვანელობდნენ  1989 წლის 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაციას.  9 აპრილის დანაშაულის გამოძიების ასე დასრულებას, მაშინ, გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ გამოეხმაუარა. გაეცანით ამ ძველ სტატიას.

“თბილისში, 9 აპრილს, წითელი არმიის ხელბარებით და მხუთავი გაზებით 19 ადამიანი დაიღუპა, აქედან 16 ქალი იყო. მოწამლულია ათასობით ადამიანი. საბჭოთა კავშირის პროკურატურას რომ შეეძლის ხალხის მკვლელობის ფაქტის დაფარვა, მაშინ მისი დასკვნა უფრო გაწონასწორებული იქნებოდა. ახლა კი რა გამოდის? ხალხი დახოცილია. დამნაშავეები კი არ არიან.

საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს პირველმა სესიამ გამოჰყო კომისია თბილისის ტრაგედიასთან დაკავშირებით სობჩაკის ხელმძღვანელობით. მასში 24 კაცი შედიოდა, მათ შორის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი გოვოროვი. მე-2 ყრილობას სობჩაკის კომისიამ მოახსენა დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისის ტრაგედიაში ბრალი ედებათ თავდაცვის მინისტრის პირევლ მოადგილეს კოტეჩოვს, ამიერკავკასიის ჯარების მაშინდელ მთავარსარდალს როდიონოვს და შინაგანი ჯარების უფროსს ეფიმოვს. იმავე სხდომაზე სამხედრო პროკურატურის დასკვნით გამოვიდა გენერალი კატუსევი. მისი სიტყვებით ისე გამოდიოდა, რომ თბილისში მიტინგის მონაწილეებმა თავიანთ რიგებში ვერაგულად შეიტყუეს საბჭოთა არმიის მეომრები, სპეციალურად მოაწყვეს ხალხის ჭყლეტა და დახოცეს თავისიანები. ასეთი აბსურდის მოსმენის შემდეგ ყრილობის დელეგატთა დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.მაშასადამე უკვე მაშინ არმიისა და პროკურატურისათვის „ცხადი „ იო, რომ საბჭოთა არმია ქართველების მსხვერპლია. თუკის ეს მაშინვე ნათელი იყო, რაღა ახლა გამოაცხადეს დასკვნა?

პასუხი ერთია: საბჭოთა კავშირის პროკურატურა დროს აჭიანურებდა, მაშინ ქვეყანაში ელემენტარული დემოკრატიის ეიფორია სუფევდა, შემდეგ კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა. უმაღლესი ხელისუფლება გორბაჩოვის მეთაურობით რეაქციონრებს მიემხრო, რამაც საბჭოთა არმიის პოზიციები გაამაგრა, თბილისში მოწყობილი ხოცვა – ჭლეტის შემდეგ ანალოგიური უბედურება არმიამ ბაქოში, ვილნიუსსა და რიგაშიც მოაწყო.

ნიკოლოზ ტიუბინის დაკვანის მოსმენის შემდეგ ყველასთვის ნათელი გახადა ის უდავო gogoჭეშმარიტება, რომ დანაშაულებრივი სისტემის პროკურატურას არ შეუძლია ბრალმდებლის როლი შეასრულოს ასეთ პროცესებზე. თბილისის ტრაგედიასთან დაკავშირებით საბჭოთა კავშირის პროკურატურის მიერ საქმის შეჩერება კიდევ ერთხელ  მიგვითითებს თუ როგორი უსულგულო დამოკიდებულება აქვს ცენტრს რესპუბლიკების მიმართ. ქართველი ხალხის მკვლელებს იურიდიულად მაოეხსნათ პასუხისმგებლობა. ეს ჩვენ მიგვაჩნია კიდევ ერთ დანაშაულებრივ აქციად საქართველოს მიმართ.

დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობა მორიგ ერთსულოვნებას გამოიჩენს დღევანდელი მთავრობის მიმართ, ბოიკოტს გამოუცხადებს 17 მარტის იმპერიულ რეფერენდუმს და 31 მარტს  ხმას  მისცემს საქართველოს დამოუკიდევლობის აღდგებისთვის ბრძოლას. 1918 წლის 26 მაისის თავისუფლების დეკლარაციის საფუძველზე.”