ტეგები

, ,


“ძამთა მკვლელი ომი ვიღაცის იმპერიული ინტერესების დასაყრდენია,” “სირცხვილია zviჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღსდგეს მშვიდობა,” “ჩვენ ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ ყველას, ვინც იარაღს ნებაყოფლობით ჩააბარებს,” “ოსებს შეუნარჩუნდებათ კულტურილი ავტონომიის უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პირობებში ჰქონდათ. ეს უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით იმ პირობით, რომ ცხინვალში დაბრუნდება ყველა ლტოლვილი,” ამ და სხვა წინადადებებით მიმართავდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია შიდა ქართლის  ოს მოსახლეობას 1991 წლის 4 მარტს.  ცხინავლში და მის შემოგარენში გამოუცხადებელი ომი მიმდინარეობდა, მშვიდობიანი მკვიდრო მოსახლეობა შიდა ქართლის სოფლებს ტოვებდა. 

 

შიდა ქართლის და ქ. ცხინვალის ოს მოსახლეობას

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი. უზენაესი საბჭოს თავმჯდონარე ზ გამსახურდია. თბილისი. 1991 წლის 4 მარტი.

“ჩვენი ხალხებისთვის ამ მძიმე დღეებში მოგმართავთ თქვენ, ვინაიდან ყველაფერი, რაც ოსებსა cxinvaliდა ქართველებს შორის ხდება, არა მარტო საერთო უბედურებაა, არამედ პირადი ტრაგედიაცაა თითოეული ჩვენგანისთვის. ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ერთმანეთს  ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით, ვინაიდან ძმათა მკვლელი ომი ვიღაცის იმპერიული ამბიციების დასაყრდენია.

დღეს მთელ მსოფლიოს აღელვებს ქალაქ ცხინვალში შექმნილი სიტუაცია, როგორც ქართველთა, ისე ოსი ლტოლვილების მდგომარეობა. სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და კეთილგანწყობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათი სრული განიარაღება, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული დაჯგუფებები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.

მეორე პრობელმა ქ. ცხინვალში კანონიერი ხელისუფლების შექმნაა. არ იქნება დაშვებული ე.წ. საოლქო უკანონო სტრუქტურების არსებობა. ცხინვალი გადაიქცევა რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად. ოსებისთვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პირობებში ჰქონდათ. ეს უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით იმ პირობით, რომ ცხინვალში დაბრუნდება ყველა ლტოლვილი, ქართველები და ოსები თანასწორი უფლებებით ისარგებლებენ, გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე.

ამჟამად მთელს საქართველოში იქმნება ხელისუფლების ახალი სტრუქტრები – პრეფექტურა და მუნიციპალიტეტები, რომლებიც უნდა შეიქმნას ცხინვალშიც. ეს იხსნის ქალაქს ანარქიისგან, შიმშილობისგან, კრიმინალური ელემენტების თარეშისგან. ცხინვალში უნდა დაინიშნოს პრეფექტი, რომელსაც ექნება როგორც ქართველი, ასევე ოსი მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა. აგრეთვე უნდა ჩატარდეს მუნიციპალური არჩევნები, სადაც არჩეულ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სარგელობენ ხალხის ნდობით.

ამოუდექით მხარში პარლამენტს ამ საქმეში, ეს საშუალებას მოგვცემს უახლოეს მომავალში აღვადგინოთ მშვიდობა და სტაბილურობა. ეს აგრეთვე დაგვეხმარება სტიქიური ბლოკადის შედეგების დაძლევაში, რაც წარმოიშვა გაფიცვეის, პროტესტების, არასტაბილური მდგომარეობის შედეგად, ტვირთის ტრანსპორტირების შეუძლებლობის, დივერსიების, ტერორის და დამნაშავე ელემენტების თარეშის გამო.

მოვუხმოთ კეთილგონიერებას სანამ გვიანი არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლისღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს.”