ტეგები

, ,


აქ წაიკითხავთ იმის შესახებ, თუ როგორ ემზადებოდა საქართველო ისტორიული რეფერენდუმისთვის, რომელზეც  საქართველოს მოსახლეობას უნდა გაეცა პასუხი შეკითხვაზე – უჭერდა თუ არა მხარს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამუკიდებლობის აღდგენას.

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება

საქართველოს რესპუბლიკაში რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების შესახებ,

საქართველოს რესპულიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

  • საქართველოს რესპუბლიკაში 1991 წლის 31 მარტს დანიშნული რეფერენდუმის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის მოვალეობის შესრულება.
  • ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის მიერ შერჩეულმა საოლქო სარეფერენდუმო კომისიებმა მუშაობა დაიწყოს 7 მარტიდან. ხოლო საუბნო სარეფერენდუმო კომისიებმა – არაუგვიანეს 12 მარტისა.
  • ამომრჩეველთა სიები საუბნო სარეფერენდუმო კომისიებმა საჯარო გაცნობისათვის გამოიტანოს არაუგვიანეს 21 მარტისა.
  • დაევალოს ცენტრალურ სარეფერენდუმო კომისიას რეფერენდუმის ხარჯთაღრიცხვის შედგენა, თანხების  განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენა.
  • ცენტრალურმა სარეფერენდუმო კომისიამ საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოს საერთაშორისო მეთვალყურეთა მოწვევა და რეფერენდუმზე დასწრება.

დადგენილება გამოქვეყნდა 1991 წლის 5 მარტს.