ტეგები


როგორ უპასუხა საქართველოს მოსახლეობამ  სარეფერენდუმო შეკითხვას –  თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?

ქვემოთ მოყვანილი მონაცემები ეყრდნობა  ზვიად გამსახურდიას 1991 წლის 9 აპრილის მოხსენებას. მასში მოყვნილი დემოგრაფიული მონაცემები კი შეესაბამება საქართველოს მოსახლეობის 1989 წლის აღწერის შედეგებს.

31

ახალქალაქის რ-ნი: ქართველები – 4.3%; სომხები – 91.3%; კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90%-მა, კითხვას უპასუხა „დიახ“ 97,01%-მა, ანუ ყველა ამომრჩევლის 87,31%-მა.

ნინოწმინდის (ყოფ. ბოგდანოვკის) რ-ნი: ქართველები -1,1%; სომხები – 90,4%; რუსები – 8,3%; კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 88,5 პროცენტმა, სარეფერენდუმო შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა  91,8% -მა, ანუ ყველა ამომრჩევლის 81,04%-მა;

წალკის რაიონი: ქართველები -3,3%; ბერძნები-61%; სომხები- 28,5%; აზერბაიჯანელები-5,1 %; კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 88,19%-მა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა  96,56%-მა, ანუ ყველა ამომრჩევლის 85,16%-მა.

დმანისის რაიონი: – ქართველები-28%; აზერბაიჯანელები – 63.7%; ბერძნები-6,1%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 93,19%-ნა, კითხვას უპასუხა „დიახ“ 99,17 %-მა, ანუ ყველა ამომრჩევლის 92,42%-მა.

ბოლნისის რაიონი: ქართველები -21,6%; აზერბაიჯანელები – 65,9%; სომხები – 6,8%; კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 90,86%; კითხვას უპასუხა „დიახ“ 99,54%. ანუ ყველა ამომრჩევლის 90,44%; მარნეულის რაიონი: – ქართველები – 6,6%; აზერბაიჯანელები -80%; სომხები-6,6%; კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 97,7%; კითხვას უპასუხა „დიახ“  98,94%-მა. ანუ ყველა ამომრჩველის 96,74%-მა,

შიდა ქართლი

ახალგორის რ-ნი: – ქართველები -53,8%; ოსები -44%; კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 93,15%; კითხვას უპასუხა „დიახ“ 99,44%,  ანუ ყველა ამომრჩევლის 92,63%-მა.

ცხინვალის რ-ნი: ქართველები 46,3%; ოსები -52,4%;  რეფერენდუმი ჩატარდა 12-დან 7 საკრებულოს ტერიტორიაზე. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო რაიონში ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 64,55%-მა. კითხვას უპასუხა „დიახ“ 99,98 %-მა ანუ ამომრჩევლის სრული რაოდენობის 64,54%-მა.

„ ღროშისა და ბიყარის საკრებულოთა ტერიტორიაზე, რომლებიც მთლიანად ოსებითაა დასახლებული, კენჭისყრა ჩაატარა ღროშის საბჭოთა მეურნეობის თანამშრომელთა საერთო კრების მიერ არჩეულმა კომისიამ საკუთარი ინიციატივით. 612 ამომრჩევლიდან კითხვას დადებითად უპასუხა 607-მა.

რეფერნდუმი არ ჩატარებული  ცხინვალში, ჯავისა და ყორნისის რაიონებში. ჯავის რაიონში 5,8% ქართველი ცხოვრობს, ყორნისისაში – 35,4%. ჯავის რაიონის 474-მა ამომრჩეველმა, მათგან 149 ოსმა, ხმა მისცა საჩხერის რაიონის სოფელ პერევისაში და ყველამ დადებითად უპასუხა კითხვას, “- აღნიშნა ზვიად გამსახურდიამ.

                                                            აფხაზეთი

sox

 

ქ. სოხუმი: ქართველები -41,8%; სომხები -10,3%; რუსები – 21,1%; ბერძნები – 6,3%; აფხაზები -12,6%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 67,1%-მა; კითხვას უპასუხა  „დიახ“ 96,61%, ანუ ყველა ამომრჩევლის 64,02%-მა;

ქ.გაგრა: ქართველები -28,5%; სომხები – 30,5%: რუსები -23,4%;  აფხაზები – 9,3%; კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 51,1%-მა; კითხვას უპასუხა “დიახ“ 94,01%-მა, ანუ ყველა ამომრჩევლის 48,98%-მა.

გალის რ-ნი: ქართველები – 93,5%; რუსები -3,1%; კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 97,67%-მა; კითხვას უპასუხა “დიახ“ 99,71%-მა, ანუ  ამომრჩევლის 97,39%-მა.

გულრიფშის რ-ნი: ქართველები -52,7%; სომხები -25,3%; რუსები – 13,8%; აფხაზები -2,3%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 85,35%-მა; კითხვას უპასუხა “დიახ“ 97,85%-მა, ანუ ყველა ამომრჩევლის 83,52%-მა.

ოჩამჩირის რ-ნი: ქართველები -49,2%; სომხები – 8,2%; რუსები – 5,8%; აფხაზები -33,5%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 54,76%-მა, კითხვას უპასუხა “დიახ“ 99,1%-მა, ანუ ყველა ამომრჩევლის 54,27%-მა.

სოხუმის რაიონი: ქართველები 44,2%; სომხები -29,4%; რუსები -7,2%; ბერძნები -10,5%; აფხაზები -5%. კემჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 60,83%-მა; კითხვას უპასუხა “დიახ“ 99,44%-მა, ანუ ყველა ამომრჩევლის 60,61%-მა.

გუდაუთის რ-ნი: ქართველები -13,4%; სომხები – 15,5%; რუსები -13,1%; აფხაზები -53,3%; რეფერენდუმი ჩატარდა მხოლოდ ერთ უბანში. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 8,13%-მა; კითხვას უპასუხა „დიახ“ 99,9%, ანუ  ამომრჩევლის 8,12%-მა;

 ქ. ტყვარჩელი: ქართველები -23,5%; რუსები -24,3%; აფხაზები – 42,7%. რეფერენდუმი არ ჩატარებულა. 7840-მა ამომრჩეველმა ხმა მისცა ქ. ოჩამჩირეში. კითხვას უპასუხა „დიახ“ 99,9%-მა, ანუ ამომრჩევლის 7,83%-მა. მთლიანად

აფხაზეთში 347135  ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 51,23%-მა; კითხვას უპასუხა „დიახ“ 97,73-მა ანუ ყველა ამომრჩევლის 58,84%.