ტეგები

, , , ,


“რატომ არ დააპატიმრეთ პატიაშვილი 9 აპრილისთვის?“ — აპრილის დასაწყისში ჰკითხა8 ზვიად გამსახურდიას „ნეზავისიმაია გაზეტას“ კორესპონდენტმა. გამსახურდიამ  მას უპასუხა: “იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი შემწყნარებელია და ყველას ყველაფერს პატიობს. ქართველები ბოღმიანი ხალხი არა ვართ. აბა მიაქციეთ ყურადღება: შემზარავი 9 აპრილის შემდეგ თბილისში არავითარი სიძულვილი არ იგრძნობა რუსეთისადმი. საერთოდ არ იგრძნობა არც სხვა ერების მიმართ, ვიღას ახსოვს პატიაშვილი, თუმცა, მან დანაშაული ჩაიდინა და ამისათვის დაისჯება კიდევაც, მაგრამ ხალხს ეს არ ეჩქარება.“

არადა, პატიაშვილი მაინც  ახსოვდათ.  ერთხანს გაუჩინარებული  1989 წლის მარტში გამოჩნდა და წეროვნაში გამართულ  შეკრებაზე 9 აპრილის 127დანაშაულის  საგამოძიებო კომისიების მუშაობა გააკრიტიკა. საინტერესოა, რომ მაშინ ჯუმბერ პატიაშვილს  9 აპრილთან დაკავშირებით გივი გუმბარიძის პასუხისმგებლობაზე გაუკეთებია მინიშნება. მისი ნათქვამი მოყვანილია გაზეთ „7 დღეში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორიც ალეკო ასლანიშვილი იყო.  სტატიის თანახმად, პატიაშვილს 1991 წლის 7 მარტს უთქვამს: „მიმაჩნია, რომ სობჩაკისა და შავგულიძის კომისიების დასკვნები არასრული და არაკვალიფიციური იყო. პირველი დასკვნით, დანაშაულებრივი მოქმედებისთვის პასუხისმგებლობა ააცილეს ცენტრს, მეორით კი — ყოფილ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, შემდეგ კი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს გუმბარიძეს. დიახ, უნდა მოხდეს წვრილად შესწავლა. თუ ვინმეს არ უნდოდა სისხლის დაღვრა, ეს მე არ მინდოდა.“

საგულისხმოა, რომ 7 მარტსვე,  საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს მე-6 სესიაზე საბჭოთა კავშირის გენერალურმა პროკურორმა ნ. ტიუბინმა წარმოადგინა პროკურატურის დასკვნა თბილისის 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით. ეს დასკვნა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებდა სამხედრო პირებს, რომელებიც 1989 წლის 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ. ტიუბინის გამოსვლას  გამოეხმაურა საქართველოს უმაღლესი საბჭოს ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ამბების გარემოებათა შემსწავლელი კომისია და გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება, რომელიც ამ სიტყვებით სრულდებოდა: „სსრ კავშირის პროკურატურამ გამოძიება დაასრულა. ყველა თანამდებობის პირი და სამხედრო მოსამსახურე გაამართლა. დამანაშავედ 9 აპრილის ტრაგედიისათვის ფაქტობრივად გამოცხადდა ქართველი ხალხი.

ყოველივე ეს და ლიგაჩოვის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ თბილისში 9 აპრილს მიტინგის არმიის გამოყენებით აღკვეთის გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო საბჭოთა კავშირის კპ ცკ-ის გენერალურ მდივანთან მ. გორბაჩოვთან, სსრ საგარეო საქმეთა მინისტრთან ე. შევარდნაძესთან და სხვებთან, გვაფიქრებინებს, რომ თბილისის 9 აპრილის ტრაგედიისათვის პასუხისგებლობა უნდა დაეკისროს სსრ კავშირის უმაღლეს სახელმწიფო და პარტიულ ხელმძღვანელობას მთლიანად, სსრ კავშირის პრეზიდენტის მეთაურობით.

განცხადებას ხელს აწერდნენ:  9 აპრილს მომხდარი ამბების გარემოებათა გამოკვლევის კომისიის თავმჯდომარე — იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი თამაზ შავგულიძე; ქვეკომისიის თავმჯდომარეები: აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, აკადემიკოსი მალხაზ ზაალაშვილი, აკადემიკოსი ბიძინა ნანეიშვილი, აკადემიის წევრ კორესპონდენტი შოთა ნადირაშვილი, იურდიულ მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ლილუაშვილი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი ჯონი ხეცურიანი, კინორეჟისორი ელდარ შენგელაია.

აღნიშნული კომისია ტიუბინის გამოსვლის საპასუხოდ გავრცელებულ ვრცელ განცხადებაში ყურადღებას ამახვილებდა საბჭოთა ჯარის მიერ 1989 წლის 9 აპრილს ჩადენილ კიდევ ერთ უმძიმეს დანაშაიულზე – ცეცხლსასროლი იარაღით დავით ფაილოძის დაჭრის ფატზე, რომელმაც ორივე თვალი დაკარგა.

1989 წლის 9 აპრილს თბილისში ჩადენილი სასტიკი დანაშაული დასუჯელი დარჩა. მოკლულების, დაჭრილების და მოწამლულების გამო პასუხი არავის უგია. ქვემოთმოყვანილი  ფოტო  1989 წლის აპრილში,  თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაღებიული, როცა საბჭოთა სადამსჯელო მანქანის ერთ-ერთ მშვიდობიან მსხვერპლს სამედიცინო დახმარება უტარდებოდა.

128