ტეგები

, , ,


1991 7 მარტს  გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” გამოეხმაურა საბჭოთა  კავშირის პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის განცხადებას, რომელიც მაშინდელ საქართველოში ხელისუფლებაში პირდაპირ მუქარად მიიღეს.  განცხადება  სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქში შექმნილ მძიმე ვითარებას ეხებოდა. საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი საქართველოს უზენაესი საბჭოს წარმომადგნლებს და ოს სეპარატისტებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებდა. მოლაპარაკებების უშედეგობის შემთხვევაში კი რაღაც “სხვა გადაწყვეტილებით” იმუქრებოდა.

“საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს მე-6 სესიაზე  უპასუხა რა ერთ-ერთი დეპუტატის კითხვას, თუ როგორი სიტუაციაა ე.წ. სამხრეთ ოსეთში, პრეზიდენტმა გორბაჩოვმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ფედერაციის საბჭოში იხილებოდა. მე დავრწმუნდი, რომ სამხრეთ ოსეთში არის ხალხი, რომლებთანაც შეიძლება მოლაპარაკების დაწყება, და  საქართველოს უზენაესმა საბჭომ კეთილი ინებოს, დაიწოს ეს მოლაპარაკება. ამიტომ გადავწყვიტეთ დაუყოვნებლივ გავგზავნოთ საქართველოში და სამხრეთ ოსეთში უზენაესი საბჭოს და მთავრობის წარმომადგენლები, სიტუაცია მწვავეა, პრაქტიკულად ყოველდღე იღუპებიან ადამიანები. ამას გარდა ფედერაციის სხდომაზე შევთანხმდით: თუ ეს ღონისძიებაც არ მოგვცემს შედეგს, პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის და საქართველოს უზენაეს საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას, რომელიც გადაჭრის პრობლემას. მე იმედი მაქვს ამას კეთილი ნებით გავაკეთებთ, თორემ ცუდად წაუვათ საქმე ქართველებს, ოსებს და ყველა იმ ხალხს, რომლებიც იქ ცხოვრობენ. ” ( “საქართველოს რესპუბლიკა”)