ტეგები

, ,


1991 წლის  29 მარტს თბილისში კიევიდან ჩამოფრინდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი.  „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, უზენაესი საბჭოს Zviad Gamsakhurdia 11 levan urushadzeთავმჯდომარესთან შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტისთვის უნდა მიეწოდებინა  საქართველოს პოლიტიკურ ვითარებაზე ინფორმაცია, დაადასტურა აშშ-ის ხელისუფლების პატივისცემა საქართველოს არჩეული მთავრობისადმი და გამოთქვა იმედი, რომ გარდამავალი პერიოდი საქართველოში უსისხლოდ დასრულდებოდა. ზ. გამსახურდიამ ამერიკელ სტუმარს უთხრა, რომ მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებს არ უნდა დაეშვათ კრემლის ძალადობა რესპუბლიკებზე.  რიჩარდ ნიქსონმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მიდგომას -ამერიკას ყოველთვის მიაჩნდა, რომ ყოველმა ხალხმა და მის მიერ არჩეულმა მთავრობამ თვითონ უნდა განაგოს თავისი ბედი.

მეორე დღეს ზვიად გამსახურდიამ პრესასთან შეხვედრაზე თქვა:„ ოფიციალური ამერიკის ინტერესი  ამჟამად მიმართულია არა ცენტრისკენ, არამედ საბჭოთა კავშირის რეგიონებისკენ. ამის დასტურია ნიქსონის ვიზიტი და მისი განცხადება, რომ საქართველოთი თეთრი სახლია დაინტერესებული, ამასვე ადასტურებს სსრკ-ში ვიზიტი ბეიკერისა, რომელიც არა მარტო გორბაჩოვს, რესპუბლიკის ხელმძღვანელებსაც შეხვდა.

31 მარტის იტორიული  რეფერენდუმის წინა დღეები იყო,  მაშინ  „საქართველოს რესპუბლიკაში“ ეს მცირე  ტექსტი გამოქვეყნდა:

„სასტუმრო „მეტეხის“ ფოიეში კარი განუწყვეტილვ იღება. ერთმანეთშია არეული: ქართველი, ინგლისელი, ფრანგი გერმანელი. ხვალ რეფერენდუმია. პატარა საქართველო უზარმაზარი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა.

წამდაუწამ იძვრებიან სასტუმროს ცენტრალური შესასვლელიდან  უცხოელი ჟურნალისტებითა და მოწვეული მეთვალყურეებით სავსე მანქანები მთელი ქვეყნის მიმართულებით,

ჩემს წინ  კლასიკური ტიპის ამერიკელი ზის. მისტერ ჯეიმს ჰაჩისონი. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის, ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის კომისიის წევრი. მშვიდად მესაუბრება. ამ პატარა ინტერვიუს მისთვის ჩვეულებრივი მნიშვნელობა აქვს, ჩემთვის და თქვენთვის კი, დამეთანხმებით უზამაზარი.

  • მისტერ ჯეიმს, ვიცი, რომ ადრეა შედეგებსა და პროგნოზებზე საუბარი, მაგრამ….
  • ამაზე საუბარი მართლაც ადრეა, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული. ის, რასაც  ხვალ თქვენი მოსახლეობა განაცხადებს დარწმუნებული ვარ მხოლოდ სიკეთესთან, თავისუფლებასთან და კეთილ მომავალთან იქნება დაკავშირებული
  • მისტერ ჯეიმს, პირველად ხართ საქართველოში?
  • მეორედ.
  • დარწმუნეული ვარ მესამედ თავისეფალ საქართველოში ჩამოხვალთ.
  • მესამედ უკვე , – ჯეიმა ჰაჩისონი ღია,  დიდი და სუფთა ამერიკული ღიმილით იღმება. – თავისუფალ, დემოკრატიულ, ბედნიერ საქართველოში ჩამოვალ.

ხვალ  საქართველოს ყველა მკვიდრი თავის ნებას გამოხატავს.  ნებას, რომელსაც საკაცობრიო ჰუმანიზმისა და ლოგიკის უბრალო კანონებიდან გამომდინრე წინ ვერაფერი უნდა დაუდგეს. დიდი იმედი მაქვს, რომ „საქართველოს რესპუბლიკის “ეს ნომერი ამ პატარა ინტერვიუსთან ერთად თავისუფალ და ბედნიერ საქართველოში დაძველდება. “( კახა სიხარულიძე. 30 მარტი.1991 წ)