ტეგები

, ,


1991 წლის ზამთარში საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ თენგიზ სიგუამ წერილი გაუგზავნა ტულის იარაღის ქარხნის დირექტორს ნ. მასლენიკოვს და საქართველოს სახელმწიფო ობიექტების დასაცავად იარაღის გამოყოფა სთხოვა, კერძოდ: სანადირო ხრახნიანი თოფების, ავტომატის ვაზნების, პისტოლეტების და ა.შ გამოყოფა. სანაცვლოდ სიგუა ტულის ქარხნის დირექტორს ტოლფასი ღირებულების საკვებ პროდუქტს სთავაზობდა.

მასლენიკოვისთვის თბილისიდან გაგზავნილი წერილი და მასზე პასუხი მოსკოვმა ცენტრალური საინფორმაციო არხებით გაავრცელა. ამას დიდი ხმაური მოჰყვა თბილისში. ოპოზიციური ძალების გამოცემებმა ერთმანეთის მიყოლებით გამოაქვეყნეს ტულის იარაღის ქარხნის დირექტირთან თენგიზ  სიგუას მიმოწერა.

cer

 

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ საჭიროდ ჩათვალა წერილი გაეგზავნა საკდესის გენერალური დირექტორისთვის, საკავშირო ტელერადიო მაუწყებლის თავმჯდომარისთვის და გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდის“რედაქტორისთვის და ამ წერილის შინაარსი გამოქვეყნებინა ქართულ არაოფიციალურ პრესაში, განემარტა რატომ მოიქცა ასე? რატომ მიმართა ტულის იარაღის ქარხნის დირექტორს იარაღის მოთხოვნით.

„ სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება ტულის იარაღის ქარხნის გენერალური დირექტორის მასლენიკოვისათვის ჩემი ნაიძულევი მიმართვა ფართო გარჩევისა და თავდასხმების საგანი გახდა ცენტრალურ პრესაში, ცენტრალური ტელევიზიის გადაცემებში. აღარ ვეხები საკითხის ეთიკურ მხარეს, როცა დარღვეულია ადამიანების ცივილიზებული ურთიერთობის ყველა ნორმა,“ წერდა თ. სიგუა და დასძენდა: „მთლიანად დამახინჯებულია ჩემი წერილის აზრი და ცდილობენ იგი წარმოადგინონ მთავრობის მეთაურის  წერილად, რომელიც მილიტარისტილ ამოცანებს ისახავს. სინამდვილეში კი მეტისმეტად შემაშფოთებელმა, ტრაგიკულმა მოვლენებმა მაიძულა ეს არაპოპულარული ნაბიჯი გადამედგა. რესპუბლიკაში მეტად რთული ოპერატიული სიტუაცია იქმნება, დამნაშავეობის, სხადასხვა სამართალდარღვევების ზრდის დონით საქართველო სხვა რესპუბლიკებს უსწრებს.

სამართალდამცევლი ორგანოები, უწინარეს ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტო, უმწეო მდგომარეობაში ჩაააყენეს, პრაქტიკულად განაიარაღეს, რაც მეტად უარყოფით გავლენას ახდენს დამნაშავეობათა ბრძოლის მდგომარეობაზე. სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებით გათვალისწინებული ნორმის მიხედვით რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკლია 200 ავტომატი, 6778 პისტოლეტი და 12 ხელის ტყვიამფრქვევი. ამავე დროს სსრ კავშირის შინაგან საქმეთა მინიტრის ბრძანებით ხელშეუხებელი მარაგიდან 1990 წელს ამოღებულია 4393 ავტომატი და 14 ტყვიამფრქვევი, უშუალოდ რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინიტროს ქვეგანაყოფიდან კი 2005 ავტომატი 129 ტყვიამფრქვევი და მათი ტყვია – წამალი.

სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჩვენს არაერთგზის თხოვნას, დაებრუნებინა ამოღებული იარაღი, არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. რესპუბლიკის მთავრობამ, გაითვალისწინა რა საზოგადოებრივი აზრი, შესაძლებლად მიიჩნია დროებით გაგვეჭირვებინა, რადგან მილიციის ქვედგანაყოფების შეიარაღების სხვა საშუალება პრაქტიკულად არ არსებობს.  ესაა მოკლედ საკითხის არსი.“

თენგიზ სიგუა სთხოვდა სსრ კავშირის შინაგან ასქმეთა სამინისტროს დაებრუნებინა ამოღებული იარაღი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროსთვის.