ტეგები

, ,


1991 წლის ზამთარში საქართველოს რესპუბლიკის უზენეასი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის სახელით მიმართა საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ანატოლი ლუკიანოვს. გამსახურდია ეხმაურებოდა სსრკ უზენაესი საბჭოს დადგენილებას “სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მდგომარეობისა და რეგიონში სტაბილიზაციის ღონისძიებათა შესახებ.” საქართველოს მხარე არ ეთანხმებოდა კრემლის დადგენილების მოთხოვნებს და კონსტრუქციული ტონით ხსნიდა, თუ რატომ არ ეთანხმებოდა. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე სსრკ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს სთავაზობდა კონკრეტულ წინადადებას ყოფილ ოლქში დაძაბულობის მოსახსნელად და ეს წინადადება იყო ასეთი:”მთავარია საქართველოს შს სამინისტროს და სსრ კავშირის  შინაგანი ჯარების არსებული ძალებით წავართვათ ოს მოლაშქრეებს ქალაქ ცხინვალსა და ჯავის რაიონში, როგორც ქართველი, ისე ოსი მოსახლეობის ტერორიზების შესაძლებლობა.” 

მაგრამ რა შეიძლება შეეცვალა  მიმართვას, რომლის ადრესატიც ანატოლი ლუკიანოვი იყო? დიდი ხნის შემდეგ საბჭოთა კაავშირის ყოფილმა სახალხო დეპუტატმა ვიქტორ ალქსნინმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დასასრულს მოსკოვში შეიმუშავეს დამოუკიდებლობის მოსურნე რესპუბლიკებში სეპარატიზმის წახალისების გეგმა –  ე.წ. ლუკიანოვის დოქტრინა.

lukianovi

 

“უწინარეს ყოვლისა, პროტესტი უნდა განვაცხადოთ იმის გამო, რომ თქვენ კვლავინდებურად გვიწოდებთ „საქართველოს სს რესპუბლიკას” და არა საქართველოს რესპუბლიკას.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელიც დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ სსრ კავშირის უზენაესი საბჭო ადასტურებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის უფლებებს და იმას, რომ საჭიროა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების გამოყვანა და დაშლა, იარაღის უკანონო წარმოების, შენახვისა და გავრცელების აღკვეთა, კონფლიქტის გადაწყვეტის გზად მიაჩნია არა საგანგებო წესების შემოღება „სამხრეთ ოსეთის“ მთელ ტერიტორიაზე სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მონაწილეობით,“ რაც გამოიწვევს დაძაბულობის ესკალაციას იმ რაიონებში, რომლებსაც სრულიად არ შეხებია კონფლიქტი და სადაც ოს მოლაშქრეებს არავითარი მხარდაჭერა არ აქვთ, არამედ ქალაქ ცხინვალსა და ჯავის რაიონში მოკალათებული უახლესი სამხედრო ტექნიკით შეიარაღებული ოსი ექსტრემისტების დაუყოვნებლივ განიარაღება.

zvioსსრ კავშირის და საქართველოს შს სამინისტროების ძალების დაქსაქსვა მთელ რეგიონში მხოლოდ შეასუსტებს კონფლიქტის ყველაზე საშიშ წერტილში მშვიდობის დამყარების აქციის განხორციელების შესაძლებლობას. არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ იმ რაიონებში სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების გამოყენების პოლიტიკური შეფასებაც, რომლებსაც არ შეხებია კონფლიქტი და სადაც მშვიდობიანად ცხოვრობენ ოსთა და ქართველთა ოჯახები. ასეთი რაიონი მრავალია  ყოფილი ოლქის ფარგლებს გარეთაც, სადაც 100 000 ოსი ცხოვრობს. მთავარია საქართველოს შს სამინისტროს და სსრ კავშირის  შინაგანი ჯარების არსებული ძალებით წავართვათ ოს მოლაშქრეებს ქალაქ ცხინვალსა და ჯავის რაიონში, როგორც ქართველი, ისე ოსი მოსახლეობის ტერორიზების შესაძლებლობა. ყოფილი ავტონომიური ოლქის სხვა რაიონების მოსახლეობის უსაფრთხოების თავდებია საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დადგენილება არ ითვალისწინებს, რომ ელექტრობლოკადა შემოიღო ენერგეტიკოსთა დამოუკიდებელმა კავშირმა ოსი მოლაშქრეების კონტროლს დაქვემდებარებულ ქარხნებში იარაღის წარმოების პასუხად, სადაც ხელი ვერ მიუწვდებათ საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს. ამიტომ მხოლოდ ქარხნებისთვის მისაწოდებელი ელექტროენერგიის გამორთვა შეუძლებელია.

რაც შეეხება ბავშვების, ავადმყოფებისა და ხანდაზმულების ტანჯვას. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთზის შეუთავაზებია მათი გამოყვანა უსაფრთხო ზონებში, მაგრამ უარი უთხრეს, ისინი მოლაშქრეთა მძევლებად დარჩნენ. სურსათი, რომელსაც აწოდებდნენ, დანიშნულებისამებრ ვერ მიდიოდა და მოლაშქრეებს რჩებოდათ. ამჟამად რეგიონში არ არსებობს პლიტიკური ძალები, რომლებსაც შეუძლიათ აწარმოონ მოლაპარაკებები კონფლიქტის მოწესრიგებაზე. სხვადასხვა დაჯგუფებები ომობენ ერთმანეთს შორისაც.’

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი მზად არის აწარმოოს მოლაპარაკება შიდა ქართლში ოსი მოსახლეობის წარმომადგენლებთან, რომლებსაც აქვთ ასეთი უფლებამოსილება, მაგრამ იმ პირობით, რომ ამავე დროს განხორციელდება ეფექტური ღონისძიებანი ოსი მოლაშქრეების მოქმედების შეწყვეტისა და საგანგებო წესების მოქმედების ზონაში სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. რადგან უამისოდ თავიდან ვერ ავიცილებთ ოსთა მხარის იმ  წარმომადგენლების ტერორიზებას, რომლებიც მინაწილეობას მიიღებენ მოლაპარაკებებში კონფლიქტის მოწესრიგეის თაობაზე.

დასასრულ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს არ შეუძლია სინანულოთ არ აღნიშნოს, რომ „მოქალაქეთა მთელი რიგი სახელმწიფო დაწესებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საოლქო თეატრის დაწვისა და გაძარცვის“, „ისტორიის და კულტურული ძეგლების წაბილწვის“ შემთხვევები, რომლებიც აღნიშნულია სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს პრეზიუმის დადგენილების პრეამბულაში, აშკარად წარმოდგენილია, როგორც ქართველთა მხარის ვანდალიზმი, მაშინ  როცა აქციების უდიდეს უმრავლესობას სჩადიან ოსი მოლაშქრეები (სხვათა შორის გაძარცვულია ქართული საოლქო თეტრიც, დამწვარია ქართული სკოლები და ასე შედეგ), რამაც საპასუხო რეაქცია გამოიწვია. რატომღაც სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს დადგენილება დუმილით უვლის გვერდს კონფლიქტის სათავეებს, რაც ამხნევებს ოს ექსტრემისტებს და კიდევ უფრო ამწვავებს კონფლიქტს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალაქ ცხინვალიდან გაძევებულია ქართველი მოსახლეობა, ცხადი გახდება ვინ არის იმ ძარცვისა და ძალმომრეობის აქციათა  ინიციატორი და გამტარებელი, რომლებსაც ქართველებს მიაწერენ.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ამ  ბოლო ხანს საქართველო მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ვანდალური დეზინფორმაციის ობიექტად იქცა, რაც მხოლოდ ამწვავებს ისედაც დაძაბულ ვითარებას. ამის გამო პროტესტს აცხადებს საქართველოს  უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი.

რეგიონში და უწინარესად ცხინვალსა და ჯავაში მხოლოდ ყველა შეიარაღებული ფორმირების დაუყოვნებლივ განიარაღება მოგვცემს შესაძლებლობას ვაწარმოოთ ნაყოფიერი მოლაპარაკება ოსი ექსტრემისტები მიერ დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების თაობაზე.”  – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის სახელით მიმართავდა ლუკიანოვს  უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. ეს იყო 1991 წლის თებერვალში.