ტეგები

,


1991 წლის ზამთარში  გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელიც ამხელდა გურამ მგელაძეს კრემლის დავალებებით მოქმედებაში. გურამ მგელაძეს საბჭოთა საქართველოში ეკავა მაღალი პარტიული თანამდებობები. მის სახელს უკავშირებენ „საქართველოს მხედრიონის“ შექმნას. 1992-95 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი რუსეთის ფედერაციაში, მიიჩნევდნენ ედუარდ შევარდნაძის უახლოეს თანაგუნდელად. დავუბრუნდეთ იმას, თუ რას წერდა 1991 წლის ზამთარში მის შესახებ გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა.“

mgelaze

„საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნას სათავეში უდგას მაფიის ხელმძღვანელი გურამ მგელაძე. ამას წინათ მგელაძის ოჯახის წევრი დააკავეს აეროპორტში იარაღის ტარებისთვის. მას აღმოაჩნდა კრემლიდან გამოგზავნილი წერილი გურამ მგელაძისადმი დეპუტატთა საბჭოების და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ნ. პივოვაროვისა, რომელიც ავალებს მგელაძეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების შემოწმებას და კონტროლს, აგრეთვე იმის შემოწმებას, თუ როგორ სრულდება საქართველოში საბჭოთა კანონები. კორუფციისათვის განთავისუფლებული მგელაძე, რომელიც არც დეპუტატია და არც თანამდებობის პირი, კრემლის დასაყრდენია დღესაც. ხსენებულ დოკუმენტს ქვემოთ გთავაზობთ.“

mgelaze 2