ტეგები

, ,


“ჩვენ დღეს კრემლის უზარმაზარი საინფორმაციო მანქანა გვიპირისპირდება, უფრო სწორედ  დეზინფორმაციის მანქანა: საკდესის სახით, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახით, სუკის სახით.. სამწუხაროდ, ამაში მათ ჩვენივე გადაგვარებული ქართველები უწყობენ ხელს როგორც აქ, ასევე საზღვარგარეთ. აქ ვისაც ვგულისხმობ თქვენ კარგად იცით და ზედმეტად ჰაერს აღარ მოვწამლავ მათი სახელის ხსენებით, ხოლო უცხოეთში მათი აგენტურაა ჯანრი კაშიას, რამაზ კლიმიაშვილის და სხვათა სახით.”ზ.გამსახურდია

1991 წლის 2 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ “კრემლის აგენტი” უწოდა ოპოზიციას, ისაუბრა “მხედრიონის” ქმედებებზე, შეაჯამა ყოფილ ავტონომიურ ოლქში ( ცხინვალის რეგიონი) შექმნილი მძიმე ვითარება, კულუმბეგოვის დაკავების ფაქტზეც და თქვა: “რაც კრემლმა ლიტვაში გააკეთა ეროვნული ხსნის კომიტეტის სახელით, აქ ამას აკეთებს ოსი ექსტრემისტების ხელით.” შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს ეხებოდა გამსახურდიამ აღნიშნა, ლტოლვილების პრობლემა პოლიტიკური საკითხია, რომელიც მსოფლიოს უნდა დავანახოთო.

 

“ნუ გვგონია, თითქოს, შეგვიძლია გულ – ხელი დავიკიფოთ – კრემლი ხომ ვერაფერს დაგვაკლებსო და  მივუშვათ ყველაფერი თვითდინებაზე. ეს ასე არ არის. თუ ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში კრემლის აგენტია და მე ამას დაგიმტკიცებთ „კრასნაია ზვეზდაში“ გამოქვეყნებული წერილით, სადაც პირდაპირ წერია: იმდენად აღმაშფოთებელ საქმეებს სჩადის საქართველოს პარლამენტი, რომ ოპოზიცია სამტრედიაში ლიანდაგებზე დასხდა მოძრაობის გადასაკეტადო. ვის გულისხმობდა „კრასნაია ზვეზდა“ ოპოზიციაში ? გულისხმობდა „მხედრიონის“ ბანდას. სინამდვილეში ლიანდაგეზე არავინ დამჯდარა. მივიდა ორი გოგონა და ცოტა ხანს იდგა  ლიანდაგებზე, ხოლო „მხედრიონის“ რამდენიმე წევრი ბაქანზე იდგა. ეს ფაქტი იმის საჩვენებლად გამოიყენეს, თუ როგორ არის აღშფოთებული ოპოზიცია გამსახურდიას „დიქტატურით.“ეს იგიევა, რაც გორბაჩოვმა ჩვენი პირველი სესიის დროს თქვა: საქართველოში  აღშფოთება აჯანყებამდეა მისულიო. ის კახეთის მილიციაზე „მხედრიონის“ თავდასხმას გულისხმობდა. აი, ვინ ამზადებს საქართველოში კრემლის ინტერვენციას. ამიტომ, რაც უფრო დროულად აილაგმება ასეთი ძალები, უფრო დაზღვეული ვიქნებით ყოველგვარი აგრესიისგან.

თქვენ „კრასნაია ზვეზდას“ ყალბი ინფორმაცია ახსენეთ. ჩვენ ვიცით, რომ ასეთივე მასალებითაა გაჟღენთილი ცენტრალური გაზეთები. სამწუხაროდ, იმავე არხებით სიყალბეს იღებენ საზღვარგარეთაც. რა კეთდება ამისათვის, რომ სწორი ინფორმაცია გავიდეს მსოფლიოში?

ჩვენ დღეს კრემლის უზარმაზარი საინფორმაციო მანქანა გვიპირისპირდება, უფრო სწორედ  დეზინფორმაციის მანქანა: საკდესის სახით, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახით, სუკის სახით…სამწუხაროდ, ამაში მათ ჩვენივე გადაგვარებული ქართველები უწყობენ ხელს როგორც აქ, ასევე საზღვარგარეთ. აქ ვისაც ვგულისხმობ თქვენ კარგად იცით და მე ზედმეტად ჰაერს აღარ მოვწამლავ მათი სახელის ხსენებით, ხოლო უცხოეთში მათი აგენტურაა ჯანრი კაშიას, რამაზ კლიმიაშვილის და სხვათა სახით. ისინი ლანძღავენ პარლამენტს, აქებენ კონგრესს, ამბობენ, პირდაპირ აღმაშფოთებელია, რომ პარლამენტი ხელს უშლის კონგრესს და არ აძლევს მუშაობის საშუალებასო; პარლამენტში, თითქოს, ფალსიფიკაციის გამო შევიდა ხალხი, არ ყოფილა არავითარი არჩევნები, რომ საარჩევნო კანონი არასრულყოფილი იყო და სხვა. ყოველივე ამას რუსი რომ ამბობს „ კრასნაია ზვეზდაში“ – არ გეწყინება, რადგან ეს ბუნებრივია, მაგრამ ქართველი როგორ უნდა დაკნინდეს იმდენად, რომ მის ქვეყანაში ჩატარებული დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების შედეგები ლანძღოს უცხოეთიდან და მოსთხაროს?! ამას არც ერთი ერი არ იკადრებს. ასეთი მოღალატეები სომხეთში რომ აღმოჩდნენ, სახალხოდ ჩამოახრჩობენ. ამდენი მოღალატე არც ერთ ერს არ ჰყავს. ამით სარგებლობს კრემლი და მისი პროპაგანდა. „თავისუფლების“ ქართული რედაქცია საქართველოს მტრების ხელშია და რატომღა გიკვირთ, რომ გამოდის უცხოელი და ამდაგვარს წერს, მათ რომ შევეკამათოთ, იმ წუთში ქართველებზე მიგვითითებენ – ამათ თქვესო. როგორც იტყვიან, ციხე შიგნიდან ტყდება. მართალია, კრემლის დეზინფორმაციის მანქანა ძლიერია, მაგრამ მას ჩვენი მოღალატეები უწყობენ ხელს.

როგორი მდგომარეობაა ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რა დონეზეა მოლაპარაკება? როგორც ცნობილია, დაკავებულია მათი ცრუ პრეზიდენტი, რა რეაქცია მოჰყვა ამას?

ე.წ. სამხრეთ ოსეთში სიტუაცია დაძაბულია, რადგან ჩვენ გვებრძვიან არა მხოლოდ ოსი ექსტრემისტები, არამედ საბჭოთა  ჯარიც. იქ არის სამხედრო სარაკეტო ბაზა, საიდანაც ოსი ექსტრემისტები სისტემატურად მარაგდებიან  საბრძოლო რაკეტებით. აქ, კადრის ოფიცრები, რატომღაც, ძირითადად ოსები არიან, ასევე – სერჟანტებიც და ჯარისკაცებიც. რატომ მოხდა ეროვნული ნიშნით მათი თავმოყრა, ალბათ ძნელი გასაგები არ არის. ისიც აღსანიშნავია, რომ მათი ლიდერები, სწორედ ამ ბაზაში იმალებოდნენ. უფრო მეტიც, ბაზა თავის ოფიციალურ რეზიდენციად გაიხადეს. იქ ღებულობდნენ ჟურნალისტებს. ე.ი. როდესაც ვინმეს უნდოდა კულუმბეგოვის ან ჩოჩიევის ნახვა, მიდიოდა ამ ბაზაში და იქ ხვდებოდა. აქედან განსაჯეთ, თუ ვის ვებრძვით. ამის გამო პროტესტის წერილით მივმართეთ ამიერკავკასიის ჯარების სარდალს პატრიკიევს. ის, თითქოს, დამპირდა საქმის მოწესრიგებას, მაგრამ ჩემი წერილის შედეგ ორი ჯავშანტრანსპორტიორი შეიჭრა სოფელ ერედვში და ქართულ მოსახლეობას სანადირო თოფები ჩამოართვა. ე.ი. ნამდვილი ომია, საბჭოთა ჯარისთვის ოსი ექსტრემისტები დაქირავებული აგენტები არიან. ამიტომ საბოლოო გამარჯვებას ჯერ ვერ მივაღწევთ.

ჩრდილოეთში ალაგირთან დაბანაკებულია გენერალი ცაგოლოვი, რომელიც დივერსანტებს აგზავნის ჩვენს ტერიტორიაზე, ისინი შეიარაღებულნი არიან არაჩვეულებრივად, თანამედროვე ტექნიკით. ამის დამტკიცება კი ჩვენთვის ძალიან ძნელია. ხელმძღვანელობა ამბობს, თითქოს, ეს მომდინარეობს ცალკეული ჯარისკაცებისა და  ოფიცრებისგან, ვითომ ეს მოსკოვიდან არ მოდის. სინამდვილეში კი ყველაფერი სწორედ იქიდან მომდინარეობს. რაც კრემლმა ლიტვაში გააკეთა ეროვნული ხსნის კომიტეტის სახელით, აქ ამას აკეთებს ოსი ექსტრემისტების ხელით. სცენარი იგივეა, მათ ვუთხარი, რომ  თუ არ შეწყდება ასეთი მოქმედება, მე ვამხელ მათ მთელი მსოფლიოს წინაშე. ჯერჯერობით პასუხი არ არის.

რაც შეეხება დაკავებულ ცრუ პრეზიდენტს, იგი ბანდების მეთაური კულუმბეგოვია, რომელსაც პროკურატურა ბრალს სდებს ომის პროპაგანდაში, ტერორის პროპაგანდაში, ეროვნული შუღლის გაღვივებაში, რაც პრაქტიკულად განხორციელდა. გამოძიება მიმდინარეობს და გაირკვევა მისი ბრალეულობა.

რას იტყვით სამაჩაბლოდან ქართველ ლტოლვილებზე?

ltolvilebi 2შექმნილია დახმარების ფონდი, ჩვენ ვეხარებით და ყველანაირად ვცდილობთ ხელის შეწყობას. მომავალი კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მივაღწევთ ცხინვალში წესრიგის დამყარებას, ლტოლვილების პრობლემა პოლიტიკური საკითხია, რომელიც ჩვენ უნდა გავიტანოთ მსოფლიოს დასანახად.

სირთულეების მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ სამაჩაბლოში გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ, ახლა ხომ არ აპირებთ რაიმეს დათმობას?

არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. პირიქით, უფრო გავამკაცრებთ ზომებს ოსი ექსტრემისტების მიმართ. გავაძლიერებთ მხილების კამპანიას – ყველას დავანახვებთ, რომ ეს არის პირდაპირი ალიანსი მოსკოვთან. ამან შეიძლება  დადებითი ნაყოფი გამოიღოს. თუ ამას მივაღწევთ, რომ ჯარი ჩანოვაშორეთ, ექსტრემისტებს იოლად მოვუვლით.”