ტეგები

, ,


გაგახსენებთ  საქართველოს სახელით რა განცხადებებს აკეთებდა  მისი საგრეო საქმეთა სამინისტროს პირველი პირი დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე – 1991 წლის იანვარში.

სტატია გიორგი ხოშტარიას ავსტრიაში ვიზიტისა და იქ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებების შესახებ, 1991 წლის 17 იანვარს გამოქვეყნებულა ნიუ იორკში გამომავალ გაზეთში “ნოვოე რუსკოე სლოვო” აი, რა ეწერა მასში:

gogi“ავსტრიის დედაქალაქში პრესკონფერენციაზე გამოსვლის დროს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგო ხოშტარიამ განაცხადა, რომ მისი აზრით გორბაჩოვმა ნამდვილად ყველაფერი იცოდა ვილნიუსის ოპერაციის მზადების შესახებ.

„ვითვალისწინებ რა საბჭოთა მთავრობის ავტორიტარულ ხასიათს, – თქვა გ. ხოშტარიამ, – შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტმა არაფერი იცოდა.

კითხვაზე, ამით ბრალს ხომ არ სდებს პრეზიდენტს სიცრუეში, გ. ხოშტარიამ მოკლედ უპასუხა: „ეს გორბაჩოვის პირველი ტყუილი არ არის.“

შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ მის რესპუბლიკას არა აქვს განზრახული დევნოს ახალგაზრდები, რომლებმაც თავი აარიდეს საბჭოთა არმიაში გაწვევას და შექმნის საკუთარ შეიარაღებულ ფორმირებებს იტალიის კარაბინერთა კორპუსის მსგავსად.

„მე  გადაჭრით წინააღმდეგი ვარ, რომ ჩვენი ყმაწვილები გაიწვიონ არმიაში, რომლებიც ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე შეიძლება გააგზავნონ ავღანეთში.“ თქვა ხოშტარიამ. გამომსვლელის აზრით, ძალმომრეობა ბალტიისპირეთში სრულებითაც არ იყო მოულოდნელი, რამდენადაც საბჭოთა მთავრობის ტოტალიტარული არსი გორბაჩოვის დროს სავსებით არ შეცვლილა. „ ჩვენ არასდროს ვეძლეოდით ეიფორიის გრძნობას,“ – აღნიშნა მანვე  და დაუმატა, რომ გერმანიის გაერთიანებამ და კომუნისტური რეჟიმის მსხვრევამ აღმოსავლეთ ევროპაში, არავითარი გავლენა არ მაოხდინა ქვეყნის შიგნით მდგომარეობაზე.

ქართველმა მინისტრმა განაცხადა, რომ მდგომარეობა საბჭოთა კავშირში ისევ ფეთქებადსაშიში და გაურკვეველი რჩება, და რომ ძალიან  ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ პოზიციას  დაიკავებს დასავლეთი.

მინისტრმა დაუმატა, რომ მის რესპუბლიკას არა აქვს განზრახული ხელი მოაწეროს სამოკავშირეო ხელშეკრულებას გორბაჩოვის მიერ შემოთავაზებული პირობებით.

საქართველო დაჟინებით მოითხოვს მისცენ მას სრული დამოუკიდებლობა და აბსოლიტური უფლება იმის გადაწყვეტისა შევიდეს თუ არა საბჭოთა კავშირში.”

1991 წლის იანვარი.