ტეგები

,


1991 წლის იანვარში საბჭოთა კავშირმა სამხედრო ძალის გამოყენებით სცადა ლიტვაში საკუთარი რეჟიმის დაბრუნება. მაშინ ვილნიუსში 10-ზე მეტი მშვიდობიანი თავისუფლების დამცველი მოკლეს, ასობით  კი დაჭრეს.

ლიტვა დღემდე ცდილობს დაადგინოს ყოფილი საბჭოთა სამხედროების მონაწილეობა უმძიმეს დანაშაულში. ლიტვის მაშინდელი კომუნისტური ნომენკლატურის რამდენიმე წარმომადგენელი წლების წინ გაასამართლეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის.

ვილნიუსი 19911991 წლის 12 იანვარს, ღამით, საბჭოთა  სამხედროებმა  იერიში მიიტანეს ვილნიუსის ტელეცენტრზე და სხვა ობიექტებზე. დიდ ტრაგედიას და დანაშაულს კი წინ შემდეგი ფაქტები უძღოდა..

7 იანვარს ლიტვის მთვარობამ  გაზარდა ფასები საკვებ პროდუქტზე. პრომოსკოვურმა ძალებმა, კომუნისტებმა, მეორე დღესვე გამართეს მიტინგი ლიტვის პარლამენტის შენობის წინ. მათ პროდუქტებზე ფასების ზრდა გააპროტესტეს და ლიტვის მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. litva 2 ადგილი ჰქონდა პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობასაც. თავის ტელე –  რადიო მიმართვაში ლიტვის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ვიტაუტას ლანდსბერგისმა დამოუკიდებლობის მომხრე ლიტველებს მოუწოდა – არ დაეშვათ პროსტსაბჭოთა ძალების მიერ პარლამენტის და სხვა სამთავრობო შენობების აღება.

8 იანვარს სსრ კავშირის უმაღლეს საბჭოში იმსჯელეს ლიტვაში შექმნილ ვითარებაზე. აღნიშნეს, რომ ლიტვიდან მიიღეს ბევრი შეტყობინება, რომელთა ავტორებიც საკავშირო ხელმძღვანელობას რესპუბლიკაში წესრიგის დამყარებას სთხოვდნენ.

9 იანვარს ლიტვის პარლამენტის შენობის წინ წინ კვლავ შეიკრიბენ პრომოსკოვური ძალები ლოზუნგებით: „ძირს პარლამენტი! “  „გაუმარჯოს საბჭოთა კავშირს!“

10 იანვარს სსრ კავშირის პრეზიდენტმა გორბაჩოვმა მოითხოვა ლიტვაში საბჭოთა კონსტიტუციის მოქმედების აღდგენა.

11 იანვარს საბჭოთა სამხედროებმა  ვილნიუსში სხვადასხვა შენობების  დაკავება დაიწყეს.

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში გააგზავნა საპროტესტო ნოტა. მასში დაგმობილი იყო ლიტვის რესპუბლიკის ტერიტორაზე საბჭოთა სამხედროების საოკუპაციო მოქმედებები. იმავე დღეს ლიტვის კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ლიტვის სსრ ეროვნული ხსნის კომიტეტის შექმნის შესახებ გამოაცხადა. აღნიშნული კომიტეტი თვითნებურად თავს  ლიტვის ხელისუფლებად აცხადებდა.

12 იანვარის ღამეს ვილნიუსში საბჭოთა სამხედრო ტექნიკის 2 კოლონა შევიდა. ერთმა გეზი პარლამენტის შენობისკენ აიღო, მეორემ კი ტელე – ცენტრისკენ. საბჭოთა ტანკებს ორივეგან ძალიან ბევრი ლიტველი შიშველი ხელებით  ელოდა. იმ ღამეს ტელე -ცენტრთან დაიღუპნენ და დაიჭრნენ.

litva 1

საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობაში მომხდარზე პაუსხისმგებლობა, ცხადია, არავის აუღია. გორბაჩოვმა თქვა,  რომ საერთოდ არაფერი იცოდა საბჭოთა სამხედროების ამ აქციის  შესახებ, რომ ინფორმაცია მას დილით მიაწოდეს. საბჭოთა კავშირის თავდაცვისა და შინგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმა იაზოვმა და პუგომაც უარყვეს მომხდართან კავშირი, თქვეს, რომ ბრძანებები მათ არ გაუციათ. წლების შემდეგაც, გორბაჩოვის მაშინდელ საქციელს უღირსი უწოდა ვიტაუტას ლანდსბერგისმა. საბჭოთა სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშული მანაც და სხვა ბევრმა ლიტველვმაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულად შეაფასა.

feri

 

ლიტვის სამართალდამცველებმა  2014  წლის ბოლოს დაასრულეს გამოძიება 1991 წლის იანვარში ვილნიუსის ტელე – ცენტრის შტურმის საქმეზე. ეჭვმიტანილად 69 პირი გამოაცხადეს, მათ შორის: რუსეთის, ბელარუსიის, უკრაინის მოქალაქეები.” ეჭვმიტანილების უმრავლესობა ლიტვის საზღვრებს გარეთ ემალება მართლმსაჯულებას, ამიტომ მათზე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა,“ – თქვეს ლიტვის პროკურატურაში.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, ყოფილი საბჭოთა ოფიცერი, რუსეთის მოქალაქე იური მელი, ლიტველმა სამართალდამცველებმა ლიტვის საზღვარზე  2014 წლის მარტში დააკავეს. ლიტველი პროკურორების მონაცემებით დაკავებული იმყოფებოდა ერთ-ერთ ტანკში ტელე-ცენტრზე იერიშის  დროს. მას ბრალი წაუყენეს კაცობრიობის წინაღმდეგ სამხედრო დანაშაულში მონაწილეობისთვის.

ვილნიუსის ტრაგედიის საქმეზე ლიტვის სასამართლომ 1999 წელს გამოუტანა განაჩენი რამდენიმე ლიტველს – ანტიკონსტიტუციური ორგანიზაციის შექმნისთვის და  ლიტვის სუვერენიტეტის ძალისმიერი გზით ხელყოფის  მოწოდებებისთვის. პუტჩისტებმა ლიტვის სასამართლოს გადაწყვეტილება ევროპის სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ.

ლიტვის პროკურატურა დიდი ხნის მანძილზე ამაოდ ცდილობდა დაეთანხმებინა რუსეთი 1991 წლის იანვრის დანაშაულის გამოძიებაში თანამშრომლობაზე. ყოფილი სსრ კავშირის  ხელმძღვანელების დაკითხვა ვერ მოხერხდა, მათ ხომ თავის დროზევე განაცხადეს, რომ არც არაფერი იცოდნენ და არც ბრძანებები გაუციათ.

საბჭოთა კავშირის სამხედრო ქმედებები ლიტვაში მკაცრად დაგმეს დასავლეთში. 1991 წლის ზამთარში ლიტვის მხარდასაჭერი მანიფესტაცია მოაწყვეს  მაშინდელმა დემოკრატიულმა ძალებმა მოსკოვში.

“რადიო თავისუფლების” რუსული რედაქციის  2015 წლის 26 ნოემბრის გადაცემაში ლანდსბერგისმა ასე ახსნა საბჭითა ხელმძღვანელობის ქმედებები 1991 წლის იანვარში:

„მიზეზი  იყო ის, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობას არ  შეეძლო ეცნო ადამიანის და ხალხის უფლებები. მათი  კანონი ძალა იყო და რადგანაც ძალა ჰქონდათ თავს  ყველაფრის უფლებას აძლევდნენ. მაშინ დემოკრატიული არჩევნებით არჩეულმა პარლამენტმა გამოაცხადა ლიტვის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, თქვა, რომ ამიერიდან ლიტვა საკუთარ კანონებს და დროებით კონსტიტუციას დაემორჩილებოდა, საბჭოთა კავშირს კი მეგობრობის ხელს გაუწვდიდა და მასთან ნორნალური ურთიერთობის დამყარებას შეეცდებოდა. მოსკოვის პასუხი იყო: „ არა. ჩვენ არ ვცნობთ თქვენს დამოუკიდებლობას და არც არასდროს ვცნობთ მას!  თქვენ ჩვენი პროვინცია ხართ, უნდა დაგვიჯეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს ძალის გამოყენება.”