ტეგები

, ,


1991 წლის იანვარში ევროპაში მკაცრად დაგმეს საბჭოთა კავშირის ძალისმიერი ქმედებები ბალტიისპირეთში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმაც დაგმო ლიტვის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული სისხლიანი აგრესია და მოითხოვა საბჭოთა არმიის ნაწილების დაუყოვნებლივ გაყვანა ლიტვიდან. გთავაზობთ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის განცხადების სრულ ტექსტს, რომელსაც  ზვიად გამსახურდიას ხელმოწერა ახლავს და ამონარიდებს “საქართველოს რეპუბლიკის”  1991 წლის იანვრის ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნებული სტატიიდან, რომელიც შეიცავს  ციტატებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, ვილნიუსში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიდან. ეს განცხადებები კი ნათელს ხდის რამდენად მწვავე იყო ევროპელების მაშინდელი რეაქცია.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის განცხადება

zvio litva

1991 წლის 12-13 იანვრის ღამეს ვილნიუსში საბჭოთა არმიის ნაწილები თავს დაესხნენ ლიტვის ტელეცენტრსა და ქალაქის  დაწესებულებებს. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჯარმა გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი და მძიმე ტექნიკა. საბჭოთა სამხედრო ხელმძღვანელობამ ქალაქში შემოიღო კომენდანტის საათი. ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა თავდასხმა ტელე -ცენტრზე,  სადაც ესროლეს უიარაღო ხალხს და სრესდნენ სამხედრო ტექნიკით.

vilniვინაიდან ლიტვის უზენაესი საბჭოს შენობას გარს არტყია ლანდსბერგისის ათეულ ათასობით მომხრე, სამხედრო ნაწილები ჯერჯერობით ვერ ბედავენ შენობის შტურმით აღებას და ცდილობენ სამოქალაქო პირთა შორის შეტაკებების პროვოცირებას. „ ლიტვის ეროვნული ხსნის კომიტეტმა“, რომელიც შექმნილია ლიტვის კომუნისტური პარტიის მიერ, თავი თვითნებურად გამოაცხადა უზენაეს ხელისუფლებად და მოუწოდა თავის მომხრეებს დაიკავონ უზენაესი საბჭოს შენობა და დაითხოვონ პარლამენტი.

საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი გამოთქვამს მტკიცე პროტესტს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ლიტველი ხალხისა და მისი კანონიერად არჩეული  პარლამენტის წინააღმდეგ სამხედრო ძალების გამოყენებასთან დაკავშირებით და სოლიდარობას უცხადებს ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტს.

ლიტვაში მიმდინარე მოვლენები მოწმობენ, რომ საბჭოთა კავშირში იმარჯვებენ რეაქციული ძალები, რომელთაც სურთ ტოტალიტარული რეჟიმის განმტკიცება.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი გმობს ლიტვის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ სისხლიან აგრესიას და მოითხოვს საბჭოთა არმიის ნაწილების დაუყოვნებლივ გამოყვანას ლიტვიდან.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამახურდია. 1991 წლის იანვარი.

___________________________________________________

1991 წლის იანვარში გაზეთ “საქართველოს რეპუბლიკაში” გამოქვეყნდა სტატია, რომელიც სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამართულ დისკუსიაზე გაკეთებულ განცხადებებს აჯამებდა. მაშინდელი  ეს დისკუსია კი მთლიანად ლიტვაში საბჭოთა  სადამსჯელო ოპერაციას მიეძღვნა.

“საბჭოთა  კავშირში მიმდინარე ამბების გამო დიდი შეშფოთება გამოთქვა შვეიცარიის წარმომადგენელმა  პეტერ ზაგერმა. მან დაგმო ლიტვასა და ლატვიაში ძალის გამოყენება, რომელიც მისი აზრით,  ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და აღნიშნა: „საბჭოთა კავშირში მდგომარეობის გაუარესება საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას. ტოტალიტარიზმისკენ დაბრუნება შეცდომა იქნება. დიქტატურა უაზრობაა 21-ე საუკუნეში, როცა ეროვნული საზღვრები დაკარგავენ, როგორც ჩვენ ვიმედოვნებთ, ახლანდელ მნიშვნელობას.“

უფრო მკვახე ტონი ჰქონდა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის ჯეფრი ფინსბერგის გამოსვლას. საბჭოთა კავშირს ევროსაბჭოში აქვს „სპეციალურად მოწვეულის“ სტატუსი და ჩვენ უფლება გვაქვს აქ დამსწრე საბჭოთა კოლეგებს ვკითხოთ: მართავს თუ არა ქვეყანას ახლანდელი საბჭოთა ხელმძღვანელობა? სრულიად ნათლად უნდა განვაცხადოთ, თუ სსრ კავშირი განაგრძობს ამგვარ  ქმედებას, შეიძლება დაისვას ევროპის საბჭოს მუშაობაში მისი შემდგომი მონაწილეობის საკითხი, განაცხადა მან.

საერთო ევროპული სახლი – ეს დემოკრატიაა, განაცხადა შვედეთის წარმომადგენელმა დანიელ ტარშისმა, რომელიც ლიბერალთა ჯგუფის სახელით გამოვიდა. ადამიანის  ფუძემდებელი უფლებების დაცვა რომელიღაც ცალკე სახელმწიფის საქმე კი არ არის, ეს ჩვენი საერთო საქმეა. სწორედ ამიტომ უნდა განვაცხადოთ: ვერ დავუშვებთ  სსრ კავშირის დაბრუნებას ავტორიტარიზმსიკენ.” ( “საქართველოს რესპუბლიკა”. 1991 წლის იანვარი)