ტეგები

, ,


sparმას შემდეგ რაც ერაყის მთავრობამ  არაფრად ჩააგდო გაეროს უშიშროების საბჭოს  მოთხოვნა –  1991 წლის 15 იანვრამდე  გაეყვანა საკუთარი ჯარები ქუვეითიდან –  მოკავშირეებმა ( აშშ-ის მეთაურობით) ახლო აღმოსავლეთში  დაიწყეს  საჰაერო ოპერაცია სახელწოდებით „უდაბნოს ქარიშხალი. მათმა ძალებმა იერიში მიიტანეს ერაყის სამხედრო ობიექტებზე და არა მარტო. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” ვიხსენებთ, როგორ გამოეხმაურა ამ ფაქტს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია

“სავსებით ვიწონებ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ანტიერაყული კოალიციის მოქმედებას კაცობრიობის მტრის სადამ ჰუსეინისა და მისი დამქაშების ასალაგმავად. საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევები, სხვა ქვეყნის ანექსია, დღეს არავის არ უნდა შერჩეს.

შეშფოთებას გამოვთქვამ  მხოლოდ ქიმიური ცენტრების დაბომბვამ გამოუსწორებელი ეკოლოგიური ზიანი არ მოუტანოს რეგიონს და მის მეზობელ ქვეყნებს. ჩემის აზრით, საჭიროა კონტრზომების მიღება ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ერაყის  მეზობელ ქვეყნებში.”

erayi