ტეგები

, ,


უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებას  სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ (რაც იყო პასუხი  ავტონომიური ოლქის უმაღლესი ორგანოების უკანონო გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ავტონომიურ ოლქში  ე.წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკისუმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარებზე) მოჰყვა  ცხინვალის რეგიონში საგანგებო წესების ამოქმედება და იქ ქართული მილიციის დამატებითი შენაერთის შეყვანა. ამას  წინ უძღოდა ცხინვალის მისადგომებთან რამდენიმე ქართველის მანქანაში ჩაცხრილვა მიხა. საგულისხმოა, რომ ცხინვალში მილიციის დამატებითი ძალების შეყვანას დაემთხვა სსრ კავშირის მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანებულება (იხ. 1991 წლის 7 იანვრის ბრძანებულება), რომელიც  სსრკ კავშირის კონსტიტუციასა და სსრ კავშირის კანონებთან შეუსაბამოდ აცხადებდა როგორც სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებას ოლქის საბჭოთა რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ, ისე საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის 11 დეკემბრის აქტებს ავტონომიური ოლქის გაუქმებისა და ყოფილი ავტონომიის ტერიტორიაზე საგანგებო წესების ამოქმედების თაობაზე. გორბაჩოვის ბრძანებულების თანახმად “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიდან” 3 დღის ვადაში უნდა გაეყვანათ შეიარაღებული ფორმირებები, გარდა სსრკ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარისა. ცხინვალში მილიციის შესვლას და გორბაჩოვის ბრძანებულებას მოჰყვა შეიარაღებული დაპირისპირებები ყოფილ ავტონომიურ ოლქში შეყვანილ შენაერთთან.

მაშინდელ მძიმე პროცესების ნაწილი იყო ქართული საზოგადოების მწვავე რეაქციაც, როგორც მოსკოვიდან წაქეზებული ცხინვალელი სეპარატისტების ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე, ისე ყოფილ ავტონომიურ ოლქში ბანდიტური ჯგუფების თარეშზე და იქ შექმნილ განუკითხაობაზე. ეთნიკურმა ოსებმა დაიწყეს აყრა საქართველოს რეგიონებიდან. საბჭოთა პრესაში ეძებდნენ მიზეზებს, რათა ქართველი ხალხი ოსების მჩაგვრელებად წარმოეჩინათ.

როგორ იყო მაშინდელი საინფორმაციო ომი? რას წერდნენ მოსკოვში? როგორ ეხმაურებოდნენ საკავშირო პრესაში გამოთქმულ ბრალდებებს საქართველოში? ამ შეკითხვებზე საპასუხოდ გთავაზობთ ამონარიდებს  1991 წლის იანვრის ბოლოს, გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებული სტატიიდან  „ძველი სცენარით ახალი მიზნის მისაღწევად.“  სტატიის ავტორი  შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან  და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მუშაობის განყოფილების უფროსი ვლადიმერ გოგოლაშვილი იყო. მაშინ მან სცადა ემხილებინა საკავშირო პრესა ყოფილ ავტონომიურ ოლქში ( ცხინვალის რეგიონი) მიმდინარე პროცესებზე მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაში. ასეთი სტატიების მკითხველები, ცხადია, მხოლოდ ქართველები იყვნენ 🙂

„დესტრუქციულმა  ძალებმა მიზნად დაისახეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, სამაგიეროდ, ყოველნაირად ცდილობენ აგრესორად, მჩაგვრელად წარმოადგინონ ქართველი ხალხი, მისი პარლამენტი, ხოლო საქართველოს მილიცია  მშვიდობიანი ოსი ხალხის დამრბევად.

სხვანაირად როგორ უნდა გავიგოთ  გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას“ 25 იანვრის პუბლიკაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქალაქ ცხინვალში საქართველოს მილიციას ტერორიზებული ჰყავს ადგილობრივი მოსახლეობა, საშუალებას არ აძლევს მას სასაფლაოზე დაკრძალოს მიცვალებულები, რომ მილიციელებმა სცემეს  დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარეს ვ. ჩოჩიევს, რომელიც ქალაქის სამხედრო კომენდანტთან გენერელ გ. კვანტალიანთან მიდიოდა დაკრძალვასთან დაკავშირებული საკითხების  მოსაგვარებლად. „საშინელება იქნება თუ ცხინვალი დიდ სასაფლაოდ გადაიქცევა“ –  წერს  „კომსომოლსკაია პრავდა.“ ადვილი წარმოსადგენია რა ზემოქმედებას მოახდენს ნორმალურ ადამიანზე  ეს არაჰუმანური, ბარბაროსული მოქმედება, რომლის ანალოგი მხოლოდ „ენკავედეს“ სისხლიან ბიოგრაფიაში შეიძლება ამოიკითხონ.

ბუნებრივია  გაზეთში მოტანილი ფაქტის თაობაზე ვკითხეთ ქალაქის კომენდანტს გივი კვანტალიანს.

– სასაფლაოზე მიცვალებულის დასაფლავებზე არავისთვის უარი არ გვითქვამს. რაც შეეხება მილიციის მუშაკების მიერ ვ. ჩოჩიევის ცემის ფაქტს, ასეთი რამ ჩემთვის ცნობილი არ არის, გვითხრა მან. ჭირს კომენდანტის ნათქვამში ეჭვის შეტანა, თუნდაც იმ მარტივი ლოგიკის გამო, რომ თუ  ასეთი რამ მოხდა დაზარალებულს კომენდანტისთვის ან ცხინვალში განლაგებული სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ნაწილის მეთაურისთვის, საქართველოს და საკავშირო შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესცენტრებისთვის უნდა მიემართა. სინამდვილეში  არც ერთ „დაზარალებულს“ არ მიუმართავს  მათთვის.

„მოსკოვსკიე ნოვოსტის“ 20 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულ ა. კოლესნიკოვის სტატიაში ასეთი ეპიზოდია: კორესპონდენტი გორიდან ქალაქ  ცხინვალში მიემგზავრება. ცხინვალის მისადგომებთან მას თურმე დაუნახავს პიკეტი. თანამგზავრი პოდპოლკოვნიკი მიხაილ სლობკო უხსნის – ესენი არაფორმალები არიან.

ჯერ ერთი იმ  პერიოდში, როცა პატივცემული კორესპონდენტი ცხინვალში ჩავიდა, გორიდან ცხინვალამდე არავითარი პიკეტი არ ყოფილა, მხოლოდ  კარალეთის პოსტზე აკონტროლობდნენ მანქანებს სახელმწიფო ავტოინსპექციის მუშაკები. მეორეც –  მიხაილ სლობკო სსრ კავშირის jvris ugeltexiliშინაგანი ჯარების მოსამსახურეა, ჯარის ნაწილები ქ. ცხინვალსა და ჯავის რაიონებშია დისლოცირებილი, ამიტომ სლობკო ვერ გამოდგება საგანგებო რაიონის ტერიტორიის გარეთ, გზაზე მიმავალი პიროვნებების ამომცნობ ექსპერტად. თან  სერიოზული საფუძველი მაქვს ეჭვი შევიტანო მის ობიექტურობაში, იგი შინაგანი ჯარების ნაწილის ოპერატიული ჯგუფის წევრია და, როგორც მან მითხრა, ევალება პრესასთან ურთიერთობა. ცხინვალში მთელი 2 კვირის მანძილზე  ვხვდებოდით ერთმანეთს, გამაოცა მისმა სალდაფონურმა ქედმაღლობამ, დაუფარავმა  ცინიზმა და საქართველოს სიძულვილმა, რომელიც  ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი. ასეთი ადამიანი, გასაგებია, როგორ მეგზურობას გაუწევს საქართველოში ჩამოსულ კორესპონდენტს, რა ინფორმაციას მიაწვდის მას. ალბათ ასეთი მეგზურის წყალობითაა, რომ „მოსკოვსკიე ნოვოსტის“ კორესპონდენტს არ დაუსვამს შეკითხა, როგორ მოხვდა ექსტრემისტების ხელში საბჭოთა არმიის შეიარაღებაში არსებული არსენალი?

ა.კოლესნიკოვი სისხლის სამართლის  დანაშაულშიც კი სდებს ბრალს საქართველოს მილიციის მუშაკებს, თითქოს ისინი ძარცვავდნენ მაღაზიებს, ანგრევდნენ ადმინისტრაციულ შენობებს, ავტობუსებს, ტროლეიბუსებს. საოცარია ასეთი მტკნარი ტყუილი. არც ერთი ავტობუსი და ტროლეიბუსი ქართველ მილიციელებს არ დაუზიანებიათ. კოლესნიკოვს ქალაქის ცენტრში შეეძლო ენახა ექსტრემისტების მიერ ავტომატის  ტყვიებით დაცხრილული ავტობუსი, რომელშიც ქართველი მილიციელები ისხდნენ, მას შეეძლო ენახა აგრეთვე ექსტრემისტების გამოსროლილი რაკეტით კედლებშენგრეული ყოფილი პარტიის, საოლქო კომიტეტისა და უნივერმაღის შენობები. რაც შეეხება მაღაზიის ძარცვას, მსგავსი ფაქტები მართლაც იყო, ოღონდ ისე არა, როგორც  კოლესნიკოვი აღწერს.”