ტეგები

,


1991 -ის  იანვრის  ტრაგედიის დღეებში საქართველოს დახმარების ხელი გაუწვდია ლიტველებისთვის. თბილისიდან ორი თვითმფრინავით ჩაუტანიათ ვილნიუსში 10 ტონა ტვირთი: ხილი,  წვენები, ჯემი, ფქვილი. ჰუმანიტარულ დახმარებაში მონაწილეობა მიუღია მშვიდობის ფონდს, ცეკავშირს, საქტრანსგაზს, საქნავთობს, საზოგადოება „ზვიადაურს.“

daxma

(1991 –  ვილნიუსი –  თბილისიდან  ჩატანილი ჰუმანიტარული დახმარების მიღება)

ამ ფაქტთან დაკავშირებით   გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“   გამოქვეყნებულ  სტატიაში მოყვანილი იყო  ლიტვის  სოციალური დაცვის მაშინდელი  სამინისტროს წარმომადგენლის როზა მაგენეს კომენტარი:

„მადლობას მოვახსენებთ ქართველ ხალხს ჩვენთვის ესოდენ დრამატულ დროს რომ დაგვეხმარა. ჩამოტანილ პროდუქტებს მივიტანთ ხანდაზმულთა და ინვალიდთა სახლებში, სპეციალურ სკოლებში.“

ნახევარი საათის ინტერვალით აეროპორტში დაჯდა საქართველოს მეორე თვითმფრინავი. ტვირთის გადმოზიდვას კოორდინაციას უწევდა ლიტვის წითელი ჯვრის თანამშრომელი იუოზას კამარუსკასო.

„თქვენი დახმარება დღეს ძალიან გვჭირდება. იმის მიუხედავად, რომ ლიტვას ბევრი ქვეყანა ეხმარება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპისა, მაინც გვაკლია სამხრეთული ხილი და ნატურალური წვენები. ძალიან კარგია, რომ ასეთი ვიტამინიანი პროდუქცია ჩამოგვიტანეთ. მას რესპუბლიკის საავადმყოფოებს დავურიგებთ. ”

იმავე დღეს ლიტვის რესპუბლიკის წითელ ჯვარში გაიმართა საქართველოსა და ლიტვის წითელი ჯვრის ორგანიზაციათა თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერა.” ( “საქართველოს რესპუბლიკა”)