ტეგები

, , ,


1991 წლის მაისის ბოლოს, საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებას გამოთქვამდა სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო რაიონებში, ასევე მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში შექმნილი სიტუაციის გამო,  მთელი ქართველი ხალხის სახელით უსამძიმრებდა დაღუპულთა ნათესავებს და  ხაზს უსვამდა, რომ ორ მეზობელ ხალხს შორის უმძიმესი კონფლიქტი კრემლის მიერ აყო  ინსპირირებული. მაშინ პრეზიდენტი გამსახურდია გამოვიდა  ინიციატივით, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეთაურებისთვის თბილისში ემასპინძლა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. პრეზიდენტის ეს საშუამავლო წინადადება ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარეობდა.

fici„საბჭოთა კავშირის მესვეურნი გაწაფულად აღვივებენ  ამიერკავკასიაში ერთაშორის კონფლიქტებს, რათა შემდგომ საბჭოთა არმიისა და შინაგანი ჯარების ნაწილების მეშვეობით, თითქოსდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით, დამსჯელი ოპერაციები განახორციელონ ცალკეული რესპუბლიკებისა და ერების მიმართ. ასეთი დამსჯელი ოპერაციები კრემლმა უნდა განახორციელოს ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკის წინააღმდეგ. არსებობს რეალური საშიშროება, რომ კრემლი კვლავაც არ მოერიდება თავისუფლებისმოყვარე ხალხების სისხლის დაღვრას..

საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არ არსებობს ისეთი სადაო საკითხი, რომლის გადაჭრაც არ შეიძლებოდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით. დაპირისპირებულმა მხარეებმა დროულად უნდა გაათვითცნობიერეონ, რომ ამიერკავკასიაში სტაბილური სიტუაციის შექმნა დიდად შეუწყობს ხელს რესპუბლიკების რეალური სუვერენიტეტის მიღწევას, რაც, თავის მხრივ, საწინდარი იქნება დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უიფლებების განუხრელი დაცვისა მთელ რეგიონში. საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, შეწყვიტონ ყოველგვარი ძალისმიერი მოქმედებანი და დაიწყონ მოლაპარაკება ამიერკავკასიაში კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით.

საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მზად არის, თავის მხრივ, იყოს შუამავალი რესპუბლიკებს შორის  მშვიდობიანი მოლაპარაკებების გამართვის საქმეში და სთავაზობს ამიერკავიასიის რესპუბლიკების წარმომადგენელთ უმაღლესი დონის შეხვედრის მოწყობას თბილისში უახლოეს ხანს.” ზ. გამსახურდია, 1991 წ.30 მაისი, თბილისი.

azer-2

საქართველოს პრეზიდენტის წინადადებას პირველი აზერაიჯანის პრეზიდეტი აიაზ მუთალიბოვი გამოეხმაურა. საპასუხო განცხადება მან  ზვიად გამსახურდიასთვის პრეზიდენტად არჩევის მილოცვითა და კონფლიქტის შედეგად დაღუპულების გამო თანაგრძნობისთვის მადლიერების გამოხატვით დაიწყო. რაც შეეხება მთავარს:

mutalibovi„ახლა, როცა აზერბაიჯანის რესპუბლიკამ, რომელიც იცავს რა თავის უფლებებს, მტკიცე ძალისხმევას მიმართა გარედან შემოგზავნილი და მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში ჩამოყალიბებული სომეხი ექსტრემისტების რაზმებისგან თავისი ტერიტორიის გასაწმენდად, მსოფლიოს მოედო „სომხების საშინელი ჩაგვრის“ ამბავი. ამ კამპანიის მიზანი ერთია – მიჩქმალონ საკუთარი საქმენი, რომელთაც მოჰყვა დიდძალი მსხვერპლი, ასიათასობით ადამიანის ტანჯვა – ვაება, სახლები და სამუშაო რომ დაკარგეს.

მთელი ამ წლების განმავლობაში მთიან ყარაბაღში, სომხეთის მოსაზღვრე აზერბაიჯანის რაიონებში სასტიკად და მხეცურად ჟლეტდნენ ადამიანებს, სხვის ხარჯზე თავიანთი ტერიტორიის გაფართოების ბოდვითი იდეების, ხელისუფლებას მოწყურებული პოლიტიკოსების ვიწრო ეგოისტური მისწრაფებებისთვის, რომლებსაც დიდად არ ადარდებთ ადამიანის უფლებათა დაცვა…

პატივისცემას იმსახურებს თქვენი მოწოდება შეწყდეს ურთიერთდაპირისპირება და წინადადება – იყოთ შუამავალი მეზობელ სახელმწიფოებს შორის საზავო მოლაპარაკების საქმეში. მერწმუნეთ, აზერბაიჯანის ხელისუფლება ყოველთვის ესწრაფვოდა ვითარების მოწესრიგებას, მაგრამ, იქნებ, ეს ზოგჯერ საკუთარი ინტერესების საზიანოდაც ყოფილა, და, ალბათ, მეორე მხარეს ჩვენი თავშეკავება ჩვენი სისუსტე ეგონა. და მაინც, მშვიდობისა და სიმშვიდის ძიების გარდა სხვა პერსპექტივა არ არსებობს. მთლიანად ვუჭერ მხარს განცხადებაში გამოთქმულ თქვენს აზრს იმის თაობაზე, რომ ამიერკავკასიაში სტაბილური სიტუაციის შექმნა დიდად შეუწყობს ხელს რესპუბლიკების რეალური სუვერენიტეტის მიღწევას, დავძენ – ერთმანეთის სუვერენული უფლებებისადმი ორმხრივი პატივისცემის პირობებში. აი,  საფუძველი, რომელსაც უნდა ემყარებოდეს ყოველივე დანარჩენი. ამიტომ ჩვენ განუხრელად ვადგავართ იმ პოზიციას, რომ მხოლოდ აზერბაიჯანის წინააღმდეგ შეიარაღებულ აქციათა დაუყოვნებლივ შეწყვეტას, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევის სრულ შეწყვეტას, რა ფორმითაც უნდა იყო ეს, მთიანი ყარბაღის ავტონომიური ოლქის თაობაზე მისი უზენაესი საბჭოს ყველა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების უპირობო გაუქმებას, ნებისმიერ ტერიტორიულ პრეტენზიაზე ერთხელ და სამუდამოდ უარის თქმას შეუძლია გაგვიხსნას კონფლიქტის მოწესრიგების გზა. აი, ჩვენი კანონიერი მოთხოვნა, რომლებიც სავსებით შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ყევლა ნორმას. თუ ამას დაეთანხმებიან, მაშინ, პატივცემულო ზვიად, თქვენს კეთილ ზრახვებსაც რეალურად შეესხმება ხორცი.” ა. მუთალიბოვი, 1991წ, ივნისი. ( “საქართველოს რესპუბლიკა”).

მალევე ზვიად გამსახურდიამ გამართა  პირისპირ შეხვედრები მეზობელი ქვეყნების ლიდერებთან, ოღონდ ეს შეხვედრები არ ყოფილა დაკავშირებული უშუალოდ მხარეთა შორის საშუამავლო ინიციატივასთან. ზვიად გამსახურდია ამიერკავკასიელ ლიდერებს ხვდებოდა.

1991 წლის ივლისის შუა რიცხვებში იყო  აზერბაიჯანის პრეზიდენტთან მუთალიბოვთან, 27 ივლისს კი სომხეთის  უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან  ლევონ ტერ–პეტროსიანთან შეხვდრა. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას პეტროსიანი მასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე  გამოეხმაურა: „ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ leonaპირისპირ შეხვედრის დროსაც. ჩვენი დელეგაციების მოლაპარაკებების დროსაც და შევთანხმდით, რომ სანამ არსებობს ახალი ინიციატივა ყარაბაღის ხელისუფლების არამრავალრიცხოვანი წარმომადგენლების მხრიდან (უკვე გაიმართა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან ყარაბაღის დელეგაციის პირველი შეხვედრა), უნდა მივცეთ მას განვითარების შესაძლებლობა. თუ წარმატებით განვითარდება ეს  მოლაპარაკება, იქნებ საჭიროც აღარ გახდეს საქართველოს შუამავლობა, ხოლო შემდეგ, თუ ეს მოლაპარაჯება,  ღმერეთმა ნუ  ქნას, ისევ ჩაიშალა, ჩვენ გამოვნახავთ ახალ პოლიტიკურ ინიციატივებს. ამ კალაპოტში  განვიხილავთ ამ საკითხსაც. ”

აიაზ მუთალიბოვი 1989 წლიდან იყო სსრკ სახალხო დეპუტატი. 1990 წლის ბაქოს იანვრის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ  გახდა აზერბაიჯანის  სსრ –ის კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი. მოგვიანებით უზენაესმა საბჭომ  აირჩია პრეზიდენტად. 1991 წლის სექტემბერში აზერბაიჯანში ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მუთალიბოვმა ხმების 98.5 % მიიღო.  ის პრეზიდენტის პოსტს  1992 წლის ჩათვლით იკავებდა, ვიდრე გადააყენებდნენ და ემიგრაციაში ( მოსკოვი) წასვლას აიძულებდნენ. 1994 წელს აზრბაიჯანში გაიცა ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების ბრძანება 1990 წლის ბაქოს “შავი იანვრის” ტრაგიკული მოვლენების გამო.

ლევონ ტერ პეტროსიანი  1988 წლიდან  “ყარაბაღის კომიტეტს” წარმოადგენდა. აღნიშნული კომიტეტი მთიანი ყარაბაღის ავტონომიის აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკიდან გასვლის მოითხოვნას აქტიურად აყენებდა. პეტროსიანი 1988 წელსვე დააპატიმრეს კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად – „ეთნიკური შუღლის გაღვივებისა“ და “მასობრივი არეულობების” ორგანიზების ბრალდებით. პატიმრობიდან 1989 წლის მაისში გაათავისუფლეს სომხეთის მოსახლეობის,  საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და საბჭოთა  “დემოკრატიული საზოგადოების” აქტიური მოთხოვნით. 1990 წელს გახდა სომხეთის რესპუბლიკის უზეანესი საბჭოს დეპუტატი. მალვე დაიკავა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი. 1991 წლის ოქტომბერში ლევონ ტერ– პეტროსიანი ხმათა 83% –ით აირჩიეს სომხეთის პრეზიდენტად