ტეგები

, ,


“წვევამდელები სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან საქართველოს ტერიტორიაზე. სამსახურის ვადა 2 წელია.” 1991 წლის 29 იანვარი.

დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე დაიწყო საქართველოში პირველი ნაბიჯების გადადგმა ეროვნული გვარდიის შექმნის გზაზე. 1991 წლის იანვარის ბოლოს მიიღო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ დადგენილება შინაგან ჯარებში – ეროვნულ გვარდიაში გაწვევის წესის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ.

gvardia 1

შინაგან ჯარებში – ეროვნულ გვარდიაში გაწვევის დროებით დებულებაში ჩაიწერა:

“შინაგან ჯარებში – ეროვნულ გვარდიაში სამსახური საქართველოს რესპუბლიკის kitovani 2მოქალაქის წმინდათწმინდა მოვალეობა და პატრიოტული ვალია. შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია მოწოდებულია დაიცვას სამშობლოს ინტერესები, ტერიტორიული მთლიანობა, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები.

სამხედრო სავალდებული სამსახურში გაიწვევიან საქართველოს რესპუბლიკის მამრობითი სქესის მოქალაქეები, რომლებსაც შეუსრულდათ 18 წელი, აგრეთვე 25 წლამდე ასაკის ის წვევამდელები, რომლებსაც გაუუქმდათ სამხედრო სამსახურში გაწვევის შეღავათი და გადავადების უფლება, გარდა იმ პირებისა, რომლებიც იმყოფებიან ალტერნატიულ სამსახურში ან მოხდილი აქვთ ეს სამსახური.

წვევამდელები სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან საქართველოს ტერიტორიაზე. სამსახურის ვადა 2 წელია.

ნამდვილი სამხედრო სამსახურიდან თავისუფლდებიან წვევამდელები, რომლებიც სწავლობენ სამხედრო  კათედრის მქონე უმაღლეს სასწავლებლებში და გადიან შესაბამის სამხედრო მომზადებას, მათ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებისთანავე ენიჭებათ თავდაცვის ოფიცრის წოდება და საჭიროების შემთხვევაში გაიწვევიან სამხედრო სამსახურში ოფიცრის თანამდებობაზე. სწავლის პერიოდში გაწვევა გადაუვადდებათ იმ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსაც, რომლებიც არ გადიან სამხედრო მომზადებას, ასეთი კატეგორიის წვევამდელები უმაღლესი სასწავლებლის  დამთავრებისთანავე გაიწვევიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში ორი წლის ვადით. საშუალო სპეციალური სასწავლებლების წვევამდელ მოსწავლეებს შეღავათი ეძლევათ სასწავლებლის დამთავრებამდე, 30 წლის ასაკამდე.

უმაღლესი სასწავლებლების დასწრებული, დაუსწრებელი და საღამოს სწავლების სტუდენტებს შეღავათი ეძლევათ 25 წლის ასაკამდე. სავალდებულო სამსახურიდან ოჯახური მდგომარეობის გამო თავისუფლდებიან ის წვევამდელები, რომლებსაც კმაყოფაზე ყავთ ცოლ-შვილი, შრომისუუნარო მშობლები, დები და ძმები. დედისერთა შვილები სავალდებულო სამხედრო სამსახურში არ გაიწვევიან.”

ეროვნულ გვარდიაში საგაზაფხული გაწვევა სპეციალური დადგენილების თანახმად უნდა წარმართულიყო.

gvardia 2