ტეგები

,


1991 წლის იანვარში, როცა უკიდურესად გამწვავდა ვითარება შიდა ქართლში და როცა ოს ექსტრემისტებს  ძალისმიერი ქმედებებისთვის დამატებითი სტიმული მისცა  სსრ კავშირის პრეზიდენტის ბრძანებულებამ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ოსებმა შიმშილობის აქციებით დაგმეს სეპარატისტების საქციელიც და გორბაჩოვის ბრძანებულებაც. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” მოვიყვანთ ორიოდ ცნობას 1991 წლის 14 იანვრის ქართული პრესიდან.

 

“ბორჯომის რაიონის ოსი და ქართველი ეროვნების წარმომადგენლებმა, სანატორიუმ „ბორჯომის“ მთავარი ექიმის მოადგილემ სამკურნალო დარგში გურამ თიბილოვმა, ამავე სანატორიუმის ექიმმა დათო ფილიევა, პედაგოგმა კობა გაგლოშვილმა, მალხაზ თომაევმა, დავით ჯიკაევმა, სოფელ ტაძრისის მეურნეობის ახალგაზრდა მუშამ გია ჯიკაევმა და სამშენებლო კოოპერატივის მუშამ თამაზ კობახიძემ დაიწყეს უვადო შიმშილობა მოთხოვნით – შეჩერდეს გორბაჩოვის უკანონო ბრძანებულება და დაისაჯონ ოსი ექსტრემისტები.

 

“საქართველოს დამოუკიდებელი კომპარტიის ქარელის რაიკომის შენობაში უვადო შიმშილობა დაიწყეს ოსი ეროვნების მრავალშვილიანმა დედებმა. მათ ასე გამოხატეს პროტესტი ოსი ექსტრემისტების თავხედური მოქმედებისა და სსრ კავშირის  პრეზიდენტის ბრძანებულების გამო.”