ტეგები

,


ასე, რომ მოხდა ურთიერთობის გარკვეული ნორმალიზება. არძინბა აღმოჩნდა ფიგურა, რომელიც ჯერჯერობით მდგომარეობას არ ამწვავებს” საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია. 1990 წ. 8 დეკემბერი.

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად არჩევიდან ერთ თვეში ვლადისლავ არძინბამ თბილისში გამომავალი ერთ – ერთი გაზეთის კორესპონდენტის შეკითხვებს უპასუხა.

“ფხაზეთის მთელი მრავალეროვანი მოსახლეობა დაიღალა კონფლიქტების, უწესრიგობისა და შინაგანი დაძაბულობისგან. ყველა ერთნაირად არის დაინტერესებული თანხმობის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს აღდგენით,” უთქვამს მაშინ უზენაესი საბჭოს ახლადარჩეულ თავმჯდომარეს და იქვე რამდენიმე საყურადღებო მინიშნება გაუკეთებია, მათ შორის იმაზე, იმ დაძაბულ ვითარებაში რანაირად მოხდა მისი ერთხმად არჩევა და რას აპირებდა, როგირი იყო მისი სამოქმედო გეგმა..

arzinba“- უპირველეს ყოვლისა, ჩვენი გაზეთის მკითხველის სახელით გილოცავთ ამ პასუხსაგებ პოსტზე არჩევას, თანაც, ერთხმად არჩევას, რაც იშვიათად ხდება ჩვენს რთულსა და წინააღმდეგობრივ დროში.

– მოლოცვისთვის გმადლობთ, მაგრამ, გულახდილად რომ გითხრათ, მე ახლა იმდენად მოლოცვა არ მჭირდება, რამდენადაც საზოგადოების ფართო ფენების მხარდაჭერა, იქნებ – თანაგრძნობაც.

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხის ბედზე უზარმაზარ პასუხიმგებლობასთან არის დაკავშირებული, ამას გადაუჭარბებლად ვამბობ , იმ რთული ამოცანებიდან გამომდინარე, რომელთა გადაწყვეტაც მოგვიხდება.

– აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს სხდომის სესია, რომელიც 4 დეკემბერს გაიმართა, რესპუბლიკის მოსახლეობისთვის მოულოდნელი იყო, მანამდე სოხუმში ლაპარაკობდნენ აფხაზ- ქართული კონსულტაციების შესახებ.მაგრამ, ვერავინ ივარაუდებდა, რომ გარეგნულად ასე უბრალოდ, მსუბუქად, წყნარად წარიმართებოდა 4 დეკემბრის სესია, რომელსაც ბევრი რესპუბლიკაში მყარი მშვიდობის აღდგენის, თანხმობის, ურთიერთგაგების პროცესის დასაწყისად მიიჩნევს. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ კონსულტაციებზე, ამ სესიისათვის მზადებასა და მოლაპარაკებების პირველ შედეგებზე?

– გასაგებია, მკითხველს, რა თქმა უნდა, აინტერესებს ინფორმაცია პირველწყაროდან, ე.ი. კონსულტაციებში მონაწილისგან. თავიდანვე ვიტყვი, რომ ამ მოლაპარაკებების იდეაში არაფერია უჩვეულო, მოულოდნელი, მით უმეტეს, ზებუნებრივი, სწორედ მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა მოწესრიგდეს ყველა კონფლიქტი და არა მოედნებსა და ქუჩებში.

დიალოგის იდეა დღეს და გუშინ არ წარმოშობილა. ჯერ კიდევ შარშან დაიწყო აფხაზეთის სახალხო ფრონტის – „აიდგილარას“-  ხელმძღვანელების  კონტაქტები, შეხევდრები საქართვეოს სხვადასხვა საზოგადოებრივ – პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ლიდერებთან. კარგად ვიყავი ინფორმირებული სოხუმსა და თბილისში შარშან გამართული შეხვედრების თაობაზე. მაშინ, შექმნილი ვიათრების გამო, ამ შეხვედრებს გარკვეული შედეგი არ გამოუღია, თუმცა, ერთი კია, ორივე მხარემ იპოვა ურთიერთშეხების წერტილები, ყველასათვის საერთო პრობლემებთან დაკავშირებით, ისინი კი დროულ გადაწყვეტას მოითხოვს.

ბოლო თვენახევრის მანძილზე ჩემი მონაწილეობით შემდგარი კონსულტაციების ეფექტიანობა გარკვეულწილად იმით არის განპირობებული, რომ აფხაზეთის მთელი arzinba 2მრავალეროვანი მოსახლეობა დაიღალა კონფლიქტების, უწესრიგობისა და შინაგანი დაძაბულობისგან. ყველა ერთნაირად არის დაინტერესებული თანხმობის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს აღდგენით. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის მტკიცება,  თითქოს ეს კონსულტაციები  იმის შედეგია, რომ 1990 წლის დამლევისთვის პოლიტიკურ ასპარეზზე „სასწორი“ ვინმეს სასარგებლოდ გადაიხარა, თითქოს ერთ-ერთმა მხარემ უპირატესობა მოიპოვა, რომ ვიღაც „გამოერკვა“ და ა.შ.  სამართლიანობა მოითხოვს ისიც ითქვას, რომ ამ შეხვედრების ინიციატორები ჩვენ არ ვყოფილვართ.

– თუ შეიძლება მოკლედ გვითხრა, როგორია თქვენი, როგორც აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის სამოქმედო  პროგრამა?

– ყველა ჩვენგანის და საზოგადოების წინაშე ორი უმთავრესი ამოცანა დგას: აფხაზეთში პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევა და მაქსიმალური ძალისხმების გაწევა ეკონომიკური კრიზისის შედეგების შერბილებისთვის, რომელმაც ჩვენი რესპუბლიკა მოიცვა. საქმისადმი სერიოზული და რაციონალური მიდგომის პირობებში აფხაზეთს ძალუძს თავისი მოსახლეობა უზრუნველყოს ყველა აუცილებლობით, ამისთვის საჭიროა ეფექტურად გამოვიყენოთ არსებული ეკონომიკური პოტენციალი, ყველა რეზერვი, მოსახლეობის შრომისმოყვარეობა.

მინდა აგრეთევ აღვნიშნო, რომ დაახლოებით ორის თვის მანძილზე  საქართველოში მოხდა სერიოზული მოვლენები, რომლებმაც რესპუბლიკის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში არსებით ცვლილებებამდე მიგვიყვანა. მინდა, რომ საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღოს აფხაზეთში არსებული ვითარების სპეციფიურობა. ვიმედოვნებთ,  რომ მბრძანებლურ – ადმინისტრაციული სტილი, რომელიც დამახსიათებელი  იყო საქართველოს ადრინდელი ხელმძღვანელობისთვის, თანდათან აღმოიფხვრება ჩვენი ურთიერთობის პრაქტიკიდან.”

1991 წლის 9 იანვარი, ესაუბრა ჟურნალისტი თენგიზ  პაჭკორია. წყარო:  გაზეთი “ლიტერატურული საქართველო”

————————————————————-

gamsაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს  საბჭოში 1990 წლის 4 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არძინბას არჩევასთან დაკავშირებით, საინტერესო განმარტებები გააკეთა საქართველოს უზეანესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ 1990 წლის 8 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე::

“ბატონო ზვიად, აფხაზეთში  ჩამოვარდა თანხმობა, ასე ამბობენ, ყოველ შემთხვევაში  „მრგვალი მაგიდის“წარმომადგებლები.

ა) რატომ არ იყო პრესაში გაშუქებული ქართულ – აფხაზური კონსულტაციები?

ბ) რა საფუძველზე მოხდა შეთანხმება, ცხადია, იყო კომპრომისები ორივე მხრიდან, კონკრეტულად რა კომპრომისებზე მოხდა წასვლა?

გ) რატომ მაინცდამაინც არძინბა აირჩიეს, ის ხომ მოსკოვში იმყოფებოდა?

ზ. გამსახურდია: პრესაში ყოევლგვარი მოლაპარაკების გაშუქება არ არის მიზანშეწონილი, ზოგჯერ პრესაში მხოლოდ შედეგები შუქდება. ასეთნაირად ხდება ყველა ქვეყანაში. ასე, რომ ქვეყნის შიდაპოლიტიკური ურთიერთობების ზოგიერთი ასპექტი პრესაში არ ქვეყნდება. ამას თავისი გარკევული მიზანი აქვს, ეს კულისებს მიღმა დიპლომატიაა. ამ შემთხვევაში ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე.

დღეს აფხაზი სეპარატისტები ისე აგრესიულად აღარ არიან განწყობილნი. შეიძლება ეს მათი ტაქტიკის დროებითი შეცვლაა. მათ დაინახეს, რომ აფხაზეთში სასწორი უფრო ქართველების მხარეს იხრება. დათმობები ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. ჩვენ მხოლოდ იმის გარანტია მივეცით, რომ აფხაზთა უფლებებიც იქნება დაცული, მაგრამ აფხაზეთის გამოყოფას საქართველოდან არ დავუშვებთ  და  არც იმ უკანონო მოთხოვნებს შევასრულებთ, რომლებსაც ისინი კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშრებით გვიყენებენ. მაგალითად, მათ მოითხოვეს უმაღლეს საბჭოში 50 პროცენტი კვოტის გარანტია, რაზეც უარი მიიღეს, ვინაიდან აფხაზი მოსახლეობა სულ 17 პროცენტია. ასე, რომ მოხდა ურთიერთობის გარკვეული ნორმალიზება. არძინბა აღმოჩნდა ფიგურა, რომელიც ჯერჯერობით მდგომარეობას არ ამწვავებს, თუკი ის გაამწვავებს მდგომარეობას, ეს თვით აფხაზეთისთვის გამოიღებს

რაც შეეხება პატრიარქზე თავდასხამს, ასეთ რამეს არავის შევარჩენთ. დამნაშავენი პასუხს აგებენ კანონის წინაშე. ( იგულისხმება 1990

ერთი კითხვა ეჭვის გასაქარწყლებლად: ეროვნული კონგრესის მეორე სესიაზე აფხაზეთიდან არჩეულმა ერთ-ერთმა კონგრესმენმა განაცხადა, თითქოს თქვენ თერჯოლაში კონფიდენციალურად გამოთქით მოსაზრება – გალის რაიონი უნდა ჩამოერთვას აფხაზეთს, რამდენად რეალურია ეს დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში და ღირს თუ არა ამ საკითხის წამოწევა?

ზ. გამსახურდია:  უბრალოდ, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ავტონომიების საზღვრები შეიძლება შემცირდეს, ვინაიდან ეს ავტონომიები უკანონოა. ასეთი რამ სავარაუდოდ კი მითქვამს. არა მხოლოდ გალის რაიოანზე, არამედ სხვებზეც იყო ნათქვამი, რომ აფხაზერის ავტონომია საზღვრებში შეიძლება შევამცირეოთ, მაგრამ ეს მხოლოდ პირად საუბრებში იყო ნათქვამი. კონცეფცია ამ საკითხზე არ ჩამომიყალიბებია. მოკრეს ყური ამას და აფხაზეთში გაავრცელეს ხმა, იქ წყენასაც კი ჰქონდა ადგილი – ოჩამჩირემ, სოხუმმა რა დააშავაო. ამაზე ჯერ არ არის პრაქტიკული მუშაობა და საუბარი. მომავალში ვიფიქრებთ ასეთ საკითხებზე.”

 

 

 

 

აქ წაიკითხავთ 1990 წლის 4 დეკემბრის სესიაზე, რომელზეც არძინბა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.

https://geoindependence.net/1990/12/04/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%9A/