ტეგები


1990 წლის ბოლოს სერიოზულად იძაბებოდა ვითარება სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გაგაცნობთ   საქართველოს  უზენაესი საბჭოს რა გადაწყვეტილებები უძღოდა  წინ ავტონომიური ოლქის გაუქმებას. თავდაპირველად იყო დადგენილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ ოლქის სტატუსის  შეცვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ, რომლის განმარტებაშიც ჩაიწერა: 

“საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შეინიშნება სეპარატისტული მოძრაობა, რომელიც ხელყოფს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ამის დამადასტურებელია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის დადგენილება ოლქის ე.წ. ‘სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ.

საქართველის სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებით გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს სესიის 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.

მიხედავად ამისა ა.წ. 16 ოქტომბერს მოიწვეის ავტონომიური ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესია რომელმაც  დაადასტურა თავისი წინა გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. ‘სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპულიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და სამხრეთ ოსეთის ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ. არჩევნები დაინიშნა 1990 წლის 2 დეკემბრისთვის.

საქართველოს რესპუბლიკის უზეანესი საბჭო ადგენს:

გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა  საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის  არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგან ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთევ სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებს და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას.

osi