აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში შექმნილი დაძაბულობა უარყოფოთად soxაისახა უზენაესი საბჭოს მუშაობაზეც და ის პარალიზებული აღმოჩნდა, –  აღნიშნული იყო 1990 წლის 4 დეკემბერს, გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორიც თენგიზ პაჭკორია იყო. ის სოხუმიდან უზენაესი საბჭოს მუშაობის განახლების შესახებ გვატყობინებდა.

სტატიის თანახმად, 1990 წლის  ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში სოხუმში გამართულმა წარმატებულმა  მოლაპარაკებებმა შესაძლებელი გახადა უზენაესი საბჭოს მუშაობის განახლება. დეკემბრის პირველ დღეებში  უზენაესი საბჭოს სხდომა გაიმართა უკლებლივ ყველა დეპუტატის მონაწილეობით. მივყვეთ სტატიას, ის რამდენიმე საინტერესო ცნობას შეიცავს.

____________________________________________

“ლიტერატურული საქართველო”, 1990 წლის 4 დეკემბერი

“სხდომას  თითქმის  ყველა დეპუტატი დაესწრო – ქართველი, აფხაზი, რუსი, სომეხი და სხვა ეროვნების, სესიაზე მოიწვიეს  ადგილობრივი ქართული და აფხაზური საზოგადოებრივ – პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებიც,

დღის წესრიგში იყო  რამდენიმე  საკითხი: მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების ჩატარების შესახებ  კანონპროექტის განხილვა. ასევე –  ერთაშორის კონფლიქტების მომწესრიგებელი კომისიის შექმნის საკითხი.

სესიას თავისი პოსტიდან უფლებამოსილების მოხსნის შესახებ თხოვნით მიმართა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ კონსტანტინე ოზგანმა.

დეპუტატებმა ერთხმად  დააკმაყოფილეს მისი თხოვნა. სესიამ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია ვლადისლავ არძინბა. თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კი ვახტანგ ყოლბაია.

arzinbaთავის გამოსვლაში ვ. არძინბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის და მთლიანად საქართველოს წინაშე დგას ორი მნიშვნელოვანი ამოცანაა: 1) ორმხრივი ურთიერთობების, ურთიერთგაგების და კომპრომისების მეშვეობით საჭიროა შეიქმნას პოლიტიკურად სტაბილური სიტუაცია რესპუბლიკაში. 2) ყველაფერი უნდა გაკეთდდეს იმისათვის, რომ ეკონომიკურმა სიძნელეებმა ნაკლებად იმოქმედოს მოსახლეობის ცხოვრებაზე, რომ დღევანდელი სესია გახდეს აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის მშვიდობის და თანხმობის დასაწყისი.

მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბოლოს დროს საქართველოს რესპუბლიკაში მიიღეს კანონები, რომლებიც  ცვლიან სახელმწიფო მმართველობის ორგანოების სტრუქტურას. შესაბამისად საჭიროა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ერთობლივად მომზადდება ზემოთ აღნიშნული კონსულტაციების დროს.

არძინბამ თქვა, რომ სათანადო ცვლილებების მიხედვით უქმდება აფხაზეთის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის პოსტი, რომელიც ბოლო წლებში მუდმივად ეკავა  ვალერიან ოსმანის ძე კობახიას. ამიერიდან კობახია განთავისუფლებულია  ზემოაღნიშნული პოსტიდან.

სესიაზე დაადგინეს, რომ უნდა მომზადდეს აფხაზეთის უზეანესი საბჭოს მომავალი არჩევნების ჩატარების კანონპროექტი,სესიამ მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთის უზენაეს საბჭოსთან შეიქმნას ერთაშორისო კონფლიქტების  მომწესრიგებელი კომისია.”