ტეგები

, , ,


“ჩვენ ყოველნაირ საპროტესტო აქციებით, გამოსვლებით ვაიძულებთ ცენტრს, რომ ანგარიში გაუწიოს ჩვენს მოთხოვნებს და დაგვიქვემდებაროს შინაგანი ჯარები ან საერთოდ გაიყვანოს სამაჩაბლოდან.” ზ. გამსახურდია. 1990 წლის 8 დეკემბერი.

1990 წლის 2 დეკემბერს კი „საქართველოს მხედრიონის“ წევრებმა ოპერის ბაღში  უვადო შიმშილობა გამოაცხადეს.  შიმშილობა ერთბაშად 165 -მა კაცმა დაიწყო. რას მოითხოვდნენ ისინი?

 

jabaა) გაუქმებულიყო კომენდანტის საათი.

ბ) უზენაესი საბჭოს, ეროვნული კონგრესისა და საზოგადოების წარმომადგენლებისგან შექმნილიყო პარიტეტული კომისია, რომელიც გამოიძიებდა  „საქართველოს მხედრიონის“ და სხვა შეიარაღებული ფორმირებების საქმიანობას, განსაზღვრავდა  ამ შეიარაღებული ფორმირებების დაქვემდებარებისა და სტატუსის საკითხებს.

გ) შეწყვეტილიყო „ ცილისმწამებლური კამპანია“ „საქართველოს მხედრიონის „ მიმართ.

დ) მიეცათ  თავისუფლება პრესისთვის  და ტელევიიზისთვის.

შიმშილობის მეორე დღესვე,  როდესაც ტელევიზიისა და პრესის საშუალებით ცნობილი გახდა ეროვნული კონგრესისა და მრგვალი მაგიდის წარმომადგენლები შეთანხმდნენ მოშიმშილეთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებო, 165 -მა კაცმა შიმშილობა შეწყვიტა. შემდგომ „მხედრიონის“ წარმომადგენლები  აღნიშნავდნენ, რომ ხელისუფლებამ შეთანხმება არ შეასრულა.

მოთხოვნებს შორის რადგან კომენდანტის საათის გაუქმებაც იყო, მისი შემოღება კი უზენაეს საბჭოს ცხინვალის რეგიონში შექმნილმა ურთულესმა ვითარებამ  აიძულა, გავიხსენოთ  ამ მიმართულებით რას მოითხოვდა „საქართველოს მხედრიონი.“ ამონარიდი „საქართველოს მხედრიონის“ განცხადებიდან, რომელიც ამავე სახელწოდების გამოცემაში გამოქვეყნდა 1991 წლის დასაწყისში: „შიმშილობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ვითარება საკმაოდ დაიძაბა, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს აკაკი ასათიანსა და  შინაგან საქმეთა მინისტრს დილარ ხაბულიანს გადაეცათ საქართველოს მხედრიონის ოფიციალური შეკითხვა თანახმა იყო თუ არა უზენაესი საბჭო „ საქართველოს მხედრიონს“ ეკისრა სიტუაციის რეგულირება სამაჩაბლოში. ხელისუფლებამ ოფიციალურ პაუხს თავი აარიდა და დაკმაყოფილდა სიტყვიერი განმარტებით, რომ სიტუაციას  მთლიანად ფლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო 8 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად გამსახურდია გარანტიებს იძლეოდა, რომ  რეგიონში თავიდან იქნებოდა აცილებული მოსალოდნელი გართულებები. ახლა ირკვევა, რომ ისინი სიტუაციას  არათუ  ფლობდნენ, არამედ ხელიდან ჰქონდათ გაშვებული მართვის სადავეები. თავისი ლიტონი განცხადებებით ხელისუფლებამ „მხედრიონს“ ხელ-ფეხი შეუკრა, საზოგადოებაც შეცდომაში შეიყვანა და  თავისი უსუსუსრობის შედეგად კომენდანტის საათიც შემოიღო. საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების მოქმედების იურიდიული დაკანონებმა სამაჩაბლოში არა მარტო უზენაესი საბჭოს შეცდომაა, საქართველოს უახლესი ისტორიის სამარცხვინო ფაქტია. ყოველივე ამის შემდეგ კომენდანტის საათის წინააღმდეგ მოშიმშილე მხედრიონს ცილი დასწამეს სამაჩაბლოში შექმნილი უკონტროლო ვითარების გამწვავებაში.“

როგორც უკვე აღვნიშნეთ “საქართველოს მხედრიონს” თავისი გაზეთი  ჰქონდა. მან გააშუქა პრესკონფერენცია, რომელზეც “მხედრიონის” ლიდერს ჯაბა იოსელიანს უპასუხია შეკითხვისთვის – რა შემთხვევაში შევიდოდა “მხედრიონი” სამაჩაბლოში? ისევ ამონარიდი ხსენებულ გამოცემაში გამოქვეყნებული მასალიდან:

ბ-ნმა ჯაბა იოსელიანმა თავის პასუხებში აღნიშნა, იმისათვის რომ მხედრიონი შევიდეს სამაჩაბლოში და სცადოს სიტუაციის მოგვარება, აუცილებელია უზენაესმა საბჭომ მოითხოვოს კრემლის ჯარების გამოყვანა ოსეთის ტერიტორიიდან ე.ი საგანგებო წესების შემოღების შესახებ დადგენილებიდან ამოიღოს მუხლის ის ნაწილი, რომელიც აკანონებს სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარის მოქმედებას საქართველოს ტერიტორიაზე. რაღა თქმა უნდა კრემლი ამაზე უარს იტყვის, მაშინ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს  მის მიერვე დანიშნული კომენდანტის საათი, რაც აძლევს ჯარს უფლებას როცა „საჭიროდ ჩათვლის“ ისროლოს და სამაჩაბლოდან გამოყვანილ იქნას ქართული მილიცია, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ იქ საომრადაა ჩასული  და  არა სამშვიდობოდ. აი ამის შემდეგ შევიდოდა მხედრიონი სამაჩაბლოში და ვცდიდით ნდობის, ავტოროტეტისა  და აგრეთვე ძალის გამოყენებით მოგვეგვარებინა კონფლიქტი.. 

მხედრიონი არაპოლიტიკური ორგანიზაციაა  და  ამიტომ პოლიტიკურ სვლებზე მას პრეტენზია არა აქვს, ეს პოლიტიკური პარტიის საქმეა. ჩვენ მხოლოდ ვაჟკაცურ საქციელზე და პატრიოტიზმზე ვაცხადებთ პრეტენზიას, ღმერთმა ქნას, საქმე კარგად წავიდეს და ყველაფერს უსიტყვოდ ჩავაბარებთ საქართველოს ღირსეულ მთავრობას. წავალთ ჩვენ – ჩვენ ოჯახებში. მოგვენატრა სიმშვიდე.

ბ-მა ჯაბა იოსელიანმა განაცხადა, რომ მხედრიონს იარაღი აქვს და არ აპირებს მის ჩაბარებას. ყველა ნორმალურ ქვეყანაში იარაღი აქვს და თავის დაცვა შეუძლია ყველას, ვისაც უნდა. მისი აკრძალვა და ჩამორთმევა ბოლშევიკური პრინციპია და მხედრიონი ამ მოთხოვნის მიღებას არ აპირებს.”

საქმე ის იყო, რომ უზენაესმა საბჭომ ყველა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას მოსთხოვა იარაღის ჩაბარება. ზვიად გამსახურდია გამოეხმაურა იოსელიანის მიერ განვითარებულ მოსაზრებასაც – ყველა ნორმალურ ქვეყანაში იარაღი აქვს და თავის დაცვა შეუძლია ყველას, ვისაც უნდაო.

gamsaამერიკამდე ბევრი რამ გვაკლია, ყოველგვარი თვალსაზრით, მათ შორის – დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების თვალსაზრისით და შეგნების თვალსაზრისით. ჯერჯერობით არ არის მოსახლეობის ყველა ფენაში ისეთი მოქალაქეობრივი შეგნება, რომ ბოროტად არ გამოიყენონ, ვინ იცის რა გზებით მოპოვებული იარაღი.”

რაც შეეხება ცხინვალში კომენდანტის საათის შემოღებას, ამის გამო უზენაეს საბჭოს მარტო ჯაბა იოსელიანი და “საქართველოს მხედრიონი”არ უპირისპირდებოდა. ეროვნული კონგრესის სხვა წარმომადგენლებიც იგივე პოზიციაზე იდგნენ, ამბობდნენ, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღებით გამსახურდიამ სამაჩაბლოში სსრ კავშირის ძალებს მოქმედებისთვის ხელ – ფეხი გაუხსნა, რომ ხელისუფლებამ დანიშნა  რუსი კომენდანტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

1990 წლის 15 დეკემბრის სატელევიზო გამოსვლაში უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ სცადა პასუხი გაეცა ამ ბრალდებისთვის:”გუშინ გამოვიდა ირაკლი წერეთელი, მან პოზიტიურად შეაფასა ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ თქვა, თითქოს ჩვენ აქ შევიყვანეთ შინაგანი ჯარები, დავნიშნეთ რუსი კომენდანტი და ა.შ. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს მეგობრებო. სინამდვილეში ეს ჯარი იქ იყო. მოგეხსენებათ, საოკუპაციო ჯარი, სქართველოში ჩვენ არ შემოგვიყვანია, ის სერგო ორჯონიკიძემ და სტალინმა შემოიყვანეს თავის დროზე და ამჟამად ამ საოკუპაციო ჯარის გაყვანასთან დაკავშირებით უნდა ვიმოქმედოთ ერთიანად, კონსტრუქციულად და არა ცალკ – ცალკე…

რუსი კომენდანტი არავის დაუნიშნავს, პირიქით, როდესაც  ხსნებული პიროვნება გუშინ გამოვიდა ტელევიზიით, უკვე დანიშნული იყო ქართველი შალამბერიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რამაც გამოიწვია უმწვავესი რეაქცია ცხინვალში. სწორედ იმ დროს მიმდინარეობდა მიტინგი, რომელიც კატეგორიულად მოითხოვდა შალამბერიძის გადაყენებას კომენდანტობიდან და, რასაკვირველია, თავიანთი კანდიდატურის დანიშვნას. ამასთან, ცხინვალის ე.წ. ახალშეკოწიწებულმა მთავრობამ ოსეთის ე.წ. საბჭოთა რესპუბლიკამ გააგზავნა ტელეგრამა  საკავშირო შინაგან საქმეთა მინისტთან პუგოსთან, რომელშიც მოითხოვდა მათი ე.წ. მინისტრის კოჩიევის დანიშვნას სამხედრო კომენდანტად, ჩვენ ამის კატეგრიული წინააღმდეგი ვიყავით და ამიტომ, თავიდან პირობითად ითქვა, რომ დანიშნულიყო პუზირნი. ეს იყო შინაგანი ჯარების რეკომენდაცია, მაგრამ ჩვენ არც ამას დავთანხმდით და დავნიშნეთ შალამბერიძე, ამან ძალზეც მწვავე რეაქცია გამოიწცია ადგილობრივი სეპარატისტების მხრიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ განზრახული გვაქვს არ შეიცვალოს ეს კანდიდატურა.”

ამავე გამოსვლაში უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებდა: “ასეთ დროს ჩვენ გვინდა გაგება, მხარში ამოდგომა და არა შეძახილებით და წამოძახებებით ხელის შეშლა. უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი მიზანია სამაჩაბლოში შინაგანი ჯარები დაუქვემდებარდეს ჩვენს მიერ დანიშნულ ქართველ კომენდანტს და აგრეთვე ჩვენს უზენაეს საბჭოს და თუ ამას ჩვენ ვერ მივაღწევთ მშვიდობიანი პოლიტიკური საშუალებებით, მაშინ ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, ვართ ამავე დროს ეროვნული დაუმორჩილებლობის ორგანიზაციებისათის მოწოდებული ინსტიტუტი. ჩვენ ყოველნაირ საპროტესტო აქციებით, გამოსვლებით ვაიძულებთ ცენტრს, რომ ანგარიში გაუწიოს ჩვენ მოთხოვნებს და დაგვიქვემდებაროს შინაგანი ჯარები ან საერთოდ გაიყვანოს სამაჩაბლოდან. აი, ასეთი არის ჩვენი პოზიცია. ეს მოგვცემს საშუალებას ქართული მილიციის შეყვანისას და სამაჩბლოს მთლიანად გაკონტროლებისას საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს ძალების მიერ. თუ ჩვენი ასეთი კონსტრუქციული და პოლიტიკური მეთოდებით მოქმედებამ არ გამოიღო შედეგი, მივმართვთ უკიდურეს ზომებს. ასე, რომ ჩვენ არავითრი საოკუპაციო ჯარი არ შგვიყვანია სამაჩაბლოში. ძალზე უხერხული და არაკომპეტენტური შეფასება იყო მოყვანილი, თითქოს, ისე ვიქცევით როგორც სააკაძე, როცა შემოიყვანა შაბ-აბაზის ჯარი. ჯერ ერთი  როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ სააკაძემ ქართველების წინააღმდეგ შემოიყვანა ჯარი, ხოლო ჩვენ იქ არსებულ შინაგან ჯარს ვცდილობთ მივცეთ ისეთი მიმართულება, რომ დაიცვას წესრიგი და ამოიღოს იარაღი, რომელიც დიდი რაოდენობით აქვს სამაჩაბლოს ოს ექსტრემისტებს.”

მაინც რისი იმედი ჰქონდა ზვიად გამსახურდიას, როცა  უშვებდა, რომ აიძულებდნენ ცენტრს ანგარიში გაეწია საქართველოს მოთხოვნებისთვის და დაექვემდბარებინა თავისი ჯარი ცხინვალში უზენაესი საბჭოსთვის?  ან რაზე იყო გათვლილი კომენდანტის საათის შემოღება? კიდევ ერთი ამონარიდი მისი გამოსვლიდან, რომელიც პირველ ნაწილში ეხმაურება ამ შეკითხვას, მეორე ნაწილში კი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების, პირველ რიგში “მხედრიონის” პრობლემას.

ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, ფიზიკურად არ შეგვეძლო მაშინვე გამოყვანა შინაგანი ჯარისა, უნდა გამოგვეცხადებინა კომენდანტის საათი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა ის შინაგანი ჯარიც, ოღონდ ჩვენდამი დაქვემდებარებაში. ასეთი არის ჩვენი გეგმა და თუ ჩვენ ეს ვერ შევასრულეთ, დაგეგმილი გვაქვს სხვა ღონისძიებები. ამჟამად არ ამოგვიწურავს საშუალებები პოლიტიკური ზემოქმედებისა. დღეს ჩამოდის ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი მოსკოვიდან და, ალბათ საბოლოოდ გადაწყდება ამ ჯარების საკითხი. აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ ჯარები აღმაშფოთებლად მოქმედებენ. ოს ექსტრემისტებთნ ერთდ დაუპირისპირდნენ ქართველებს, ჩხრეკენ მხოლოდ ქართველებს. გუშინ ამოუღეს იარაღი უზენაესი საბჭოს დაცვის წევრებს. როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი წევრი უზენაესი საბჭოს დაცვის, წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრი რევაზ ურიდია მოკლულია. იგი შესანიშნავი ვაჟკაცი და უერთგულესი პიროვნება იყო. ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი. ჯერჯერობით ჩვენ დამნაშავეთა დაპატიმრების საშუალება არ გვაქვს. მდგომარეობა მოგვარდება. მე პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ვაიძულებთ ცენტრს, შეცვალოს თვისი პოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგვაჩნია ზემოქმედების სხვა საშუალებები. ასეთია მდგომარეობა სამაჩბლოსთნ დაკავშირებით. კომენდანტის საათი არ მოქმედებს. შეიძლება ითქვას, რომ შინაგანმა ჯარმა ჩვენ დაუმორჩილებლობა გამოგვიცხადა. ჩვენი მითითებები არ სრულდება. ჯერჯერობით იმართება მიტინგები, ექსტრემისტები ჯავშანტრანსპორტიორებში სხედან ჯარისკაცებთნ ერთდ და ქალაქში დადიან. ქალაქში დადიან აგრეთვე შეიარაღებული ბანდებით სავსე ნომერ მოხსნილი მანქანები. ისინი ჩხრეკენ ქართულ მოსახლეობას, რასაც ჩვენ, რასაკვირველია, არ დავუშვებთ და უახლოეს ხანში ეს მდგომარეობა შეიცვლება. ხოლო, რაც შეეხება საოკუპაციო ჯარს, ვისაც სურს საოკუპაციო ჯარის დროულად გაყვანა საქართველოდან, ხელი უნდა შეგვიწყოს ეროვნული არმიის შექმნაში, ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბებაში, ამისათვის შიმშილობები კი არ არის საჭირო ჩვენს წინააღმდეგ, არამედ არაოფიციალურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა უნდა ჩგვაბარონ იარაღი, ჩააბარონ სახელმწიფოს, ჩაგვაბარონ, რასაკვირველია, გარკვეული პირობების გათვალისწინებით.

მართალია, იარაღი გვაქვს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი რაოდენობით გვჭირდება ეროვნული გვარდიისათვის. ჩაგვაბარონ ტექნიკა, რომელიც მათ მიტაცებული აქვთ და გააუქმონ არაოფიციალური, კონტროლიდან გამოსული შეიარაღებული ფორმირებები. სამაჩბლოში მილიციის დროულად შეყვანა იმიტომ ვერ მოვახერხეთ, რომ მილიცია იყო კონცენტრირებული აქ, თბილისში, როდესაც დაიწყო მხედრიონის პუტჩი და მათი შეიარაღბული შიმშილობა ოპერის ბაღში. ამან ძალზე დააბრკოლა აქტიურობა სამაჩბლოში. ვინაიდან მთელი ყურადღება თბილისზე და შავნაბადაზე იყო გადმოტანილი, სადაც აგრეთვე შგროვილნი იყვნენ ეს არაოფიციალური, შეიარაღბული დაჯგუფებები. იყო თბილისში პუტჩის მცდელობა, „პარადის“ მოწყობის მცდელობა და სხვა. ამან დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს – სამაჩაბლოს კონტროლის ქვეშ აყვანა დროულად ვერ მოხერხდა. ამის გათვალისწინებასაც ვთხოვთ ჩვენდამი დაპირისპირებულ ძალებს. დაისახა პერსპექტივა ურთიერთგაგების, პოზიციების დაახლოებისა და პირველ რიგში, ეს უნდა გაითვალისწინოთ, მეგობრებო. ყველა თვენგანის საყურადღბოდ ვამბობ: თუ არ შეიქმნა ეროვნული არმია, ჩვენ სერიოზულად ვერ შევძლებთ საოკუპაციო ჯარის გაყვანის საკითხების დაყენებას. გარდა ამისა, დიდი საფრთხეც არის, თუ არ იქნა ქვეყანა დაცული. ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ მიზნის მისაღწევად, ეროვნული არმიის, თავდაპირველად ეროვნული გვარდიის შესაქმნელად. მე მგონი ნათელია, რომ სხვა გზა ნამდვილად არ არის. ფეხების ბაკუნით, აქციებით საოკუპაციო ჯარს საქართველოდან ვერ გავიყვანთ, საჭიროა უფრო სერიოზული ზომების მიღება.”