ტეგები

,


1990 წლის დეკემბრის დასაწყისში  მაშინდელი ქართული პრესის წარმომადგენლებმა ახლადარჩეულ უზენაეს საბჭოს  მოუწოდეს  ეზრუნა  ჟურნალისტების  ღირსებისა და უფლებების დასაცავად და დაეცვა ისინი ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების და არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფების წარმომადგენლების მუქარებისგან და ზეწოლისგან.

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გთავაზობთ გაზეთ “ლიტერატურული საქართველოს” 1990 წლის  14 დეკემბრის განცხადებას. ურთულესი პერიოდი იყო, უფრო და უფრო იძაბებოდა ვითარება სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, გაგახსნებთ რამ აიძულა მაშინ ჟურნალისტები –  უზენაესი საბჭოსგან დაცვა მოეთხოვათ.

_______________________________________

“ლიტერატურული საქართველოს” რედაქცია. 1990 წლის 14 დეკემბერი.

“ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბოლო ხან გახშირდა მითქმა-მოთქმა პრესასა და სხვა საინფორმაციო საშუალებებზე ხელისუფლების დიქტატის შესახებ.  ამ თემამ ასახვა ჰპოვა სხვადასხვა საპროტესტო აქციებზე წამოყენებულ მოთხოვნებსა თუ ოფიციალურ რეზოლუციებში. ჭეშმარიტების დასადგენად უნდა აღინიშნოს, რომ პირდად  ჩვენს რედაქციას 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ოფიციალური ხელისუფლების მხრივ არავითარი იდეოლოგიური ზემოქმედება არ  უგემია, მით უმეტეს ეს ითქმის ახალ ხელისუფლებაზე, რომელიც, პრაქტიკულად, საერთოდ არ ერევა სარედაქციო საქმეებში.

ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო ხანებში ადგილი ჰქონდა ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების თუ არაოფიცილუარი შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელთა მუქარითა და ძალადობით აღსავსე უარყოფით რეაქციას ამა თუ იმ პუბლიკაციასთან დაკავშირებით. არცთუ იშვიათად იმავე მეთოდებით მათთვის სასურველი მასალის დაბეჭვდაც მოუთხოვიათ. ანალოგიურად და უფრო მძიმე ვითარებაში უხდებოდათ მუშაობა სხვა რედაქციებსაც. ალბათ დადგა დრო ახალმა უზენაესმა საბჭომ იზრუნოს ჟურნალისტთა ღირსებისა და უფლებების დასაცავად. წინააღმდეგ შემთხვევაში საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლები მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ზომებს.”