ტეგები

, ,


1990 წლის დეკემბერში ოპერის ბაღში „მხედრიონმა“ შიმშილობის აქცია რომ დაიწყო,  უზენაესი საბჭოს წინაც დაიწყო შიმშილობის აქცია, ცხადია, სულ სხვა ჯგუფის მიერ  და სულ სხვა მოთხოვნებით.

„საქართველოს მხედრიონის“ წევრები  ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას უპირისპირდებოდნენ, უზენაესი საბჭოს წინ მოშიმშილეები კი „მხედრიონის“ ქმედებებს აპროტესტებდნენ. ოპერის ბაღში მიმდინარე აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უკვე  გავიხსენეთ, “მხედრიონის” წევრები მაშინ მათ კრიმინალებად მოხსენიებასაც გმობდნენ.

ახლა იმის შესახებ, თუ როგორ აფასებდა ზვიად გამსახურდია 1990 წლის დეკემბრის აქციებს და წლების შემდეგ, როგორ აღწერა უზენაესი საბჭოს მხარდასაჭერი და „მხედრიონის“ საწინააღმდეგო აქცია ჯაბა იოსელიანმა.

——————————————————————————

1990 წლის 8 დეკემბერს  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, ერთ – ერთი შეკითხვა ოპერის ბაღში „მხედრიონის“ მიერ წამოწყებულ შიმშილობის აქციას და უზენაესი საბჭოს წინ მიმდინარე აქციას შეეხებოდა.

ზვიად გამსახურდია: „მთავრობის სახლის წინ აქცია ჩვენგან დამოუკიდებლად დაიწყო. ესენი აzvio da jabaრიან აღშფოთებული ადამიანები. ასეთი აქციები თბილისის გარდა სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. მაგალითად ზესტაფონში. ხალხი ვეღარ უძლებს ამდენს ექსცესებს, ამდენ დანაშულს, ამდენი შეიარაღებული ბანდების  თარეშს. სავსებით ბუნებრივია, რომ ამ აქციებით თავის პროტესტს გამოხატავს. რაც შეეხება ოპერის ბაღთან მიმდინარე აქციას, იგი საკმაოდ კურიოზულია იმ თვალსაზრისით, რომ აქციის მონაწილეები მოითხოვენ მათზე ცილისწამების შეწყვეტას, თუმცა თავად აღიარებენ, რომ მათ რიგებში შეიძლება იყვნენ კრიმინალები, ასე, რომ იქ არავითარი მაღალი იდეალებისდამი არ მიმდინარეობს შიმშილობა. ამ ორ აქციას შორის დიდი განსხვავებაა.“

1990 წლის 8 დეკემბრის პრესკონფერენციაზე  ზვიად გამსახურდიას ჰკითხეს ჰქონდა თუ არა საშუალება მოესმინა ჯაბა იოსელიანის ინტერვიუსთვის, რომელიც გადაიცა “ამერიკის ხმის“ ეთერში?

ზვიად გამსახურდია: „მე ვიცოდი, რომ ამ ინტერვიუში ბატონმა ჯაბამ აღიარა ყველაფერი, რასაც უარყოფს ამჟამად და რის წინააღმდეგაც აცხადებს შიმშილობას. როდესაც ჩვენ ვეუბნებით, რომ მას კრიმინალები და პროვოკატრები ჰყავს, ის ამბობს, რომ ეს ცილისწამებაა და შიმშილობას აცხადებს. ინტერვიუში კი ცილისწამებად მიჩნეული ფაქტები აღიარა, საინტერესო იყო ეს. გამოდის, რომ ჯაბა იოსელიანი ცილს სწამეს ჯაბა იოსელიანს. ამის შემდეგ ის ვეღარ იტყვის – ეს ჩემი ხმა არ არისო. ჩვენ ხომ სწორედ მაგას ვეუბნებით, რაც ინტერვიუში თავად აღიარა, კერძოდ, მას კრიმინალები ჰყავს “მხედრიონში”, ამიტომ ის უნდა დაიშლოს,  რათა ქართველი ერი საფრთხეში არ ჩავარდეს. ჩვენ მათთან პოლიტიკური დისკუსიები არ გვაქვს. მათთან საქმე მხოლოდ სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა დაიკავონ. მაგრამ ისინი ქართველები არიან და ჩვენ გვეცოდებიან,  არ გვინდა, რომ დაიღუპონ, ამიტომ ვუგზავნით ჩვენს წარმომადგენლებს, ვცდილობთ, ასე ვთქვათ, მათ მოლბობას.“

jaba 5გავიდა კარგა ხანი და თავის წიგნში „მესამე განზომილება“ ჯაბა იოსელინამა 1990 წლის დეკემბერში, ოპერის ბაღში “მხედრიონის” შიმშილობის აქციის პარალელურად უზენაესი საბჭოს წინ წამოწყებული შიმშილობის აქცია  ასე გაიხსენა:„საველე კარვებით გარემოცული მთავრობის სასახლე ცენტრალური ბაზრის შენობას, შორიდან კი ყორჩიხა-ხანის საომარ ბანაკს ჰგავს. გულახდილად რომ ვთქვათ, ეს ჩვენგან მოდის. როცა მხედრიონი შიმშილობდა, ზამთარი იდგა და ანზორ ქაჯაიამ, ჩვენმა მარიფათიანმა მომმარაგებელმა, ოპერის ბაღში კარვები გაგვიშალა. მაშინ ხელისუფლებამ გამოიყენა მსოფლიო პოლიტიკური ცხოვრებისათვის უპრეცედენტო ხერხი – გამოჩნდნენ ახალი ტიპის შტრეიკბრეხერები, გამსახურდიამ ჩვენს შიმშილობას ქალების “შიმშილობა” დაუპირისპირა – შიმშილობა შიმშილობის წინააღმდეგ. მათი დევიზი იყო: შიმშილობა ხელისუფლების დასაცავად. ჰოდა, დასცეს ბანაკი მთავრობის სახლის წინ. მართალია, მათი “შიმშილობა” ცოტა სხვაგვარი იყო – მუსლიმურ “ურაზას” უფრო წააგავდა, საღამოობით რომ იციან ჭამა, მაგრამ მაინც შიმშილობად ითვლებოდა. ასე შემორჩა ეს კარვები “ქვედა პალატად” პარლამენტისა და მთავრობის მისადგომებს. შექსპირის “მაკბეტის” დამდგმელ რეჟისორებს გადაუჭრელ პრობლემად ესახებათ პროლოგსა თუ ინტერმედიებში ჭინკების სცენის გადაწყვეტა. მეც ხშირად მიფიქრია, ნეტა რა მხატვრულ-იდეურ დატვირთვას ანიჭებდა გენიოსი შექსპირი ამ სცენებს. კარვის ქალების არსებობის ფაქტი უბრალოდ ხსნის ამ ჩანაფიქრს: ეს არის ძალაუფლების ვნების გამოხატვა, მისი უზნეობის ცოცხალი სურათი..“

 

გამოყენებულია ეროვნული ბიბლიოთეკის არქივის  ფოტოები.