მშფოთვარე 1990 წლის ბოლოს საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი ილია მეორე, ცხუმ -აფხაზეთის ეპარქიის მიწვევით, აფხაზეთში ჩავიდა. ავტონომიურ რესპუბლიკაში პროცესები საშიში მიმართულებით ვითარდებოდა, პირველი სისხლი უკცე დაღვრილი იყო. “დამოუკიდებლოიბის გაკვეთილებში” გთავაზობთ  ტექსტს  სიტყვისას, რომლითაც ილია მეორემ მრევლს 1990 წლის დეკემბრის დასაწყისში მიმართა – აფხაზეთში.

ilia 2“დიდი სიყვარულით და კეთილი გულით ჩამოვედი ერთიანი საქართველოს საპატრიარქოს განუყოფელი ნაწილის – ცხუმ -აფხაზეთის ეპარქიის მოწვევით.

აქ ბევრია წმინდათწმინდა ადგილი, რომლებსაც მთელი მსოფლიო იცნობს, აფხაზეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული თოთოეული ქრისტიანისთვის ძვირფასი წმინდანების სახელები. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ სვიმონ კანანელი ახალ ათონშია დაკრძალული.

სრულიად საქართველოს საპატრიარქოს მრევლში შედის ქართველი ხალხი, მასთან აფხაზი ხალხი, ბერძნები, რუსები, სხვა ეროვნების წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენს ეკლესიაში მოდიან და მოაქვთ ღვთის სიყვარული..

მე კარგად ვიცნობ აფხაზეთს, აფხაზებს. იმ თერთმეტი წლის მანძილზე, როცა აქ მღვდელვმთავრობდი,  მქონდა დიდებული ურთიერთობა და დღესაც ვალდებულად ვრაცხ თავს მჭიდრო ურთიერთობა ვიქონიო საეპარქიოსთან, მის მრევლთან.

kanane;o

(სვინომ კანანელის სახელობის ტაძარი სოხუმთან ახლოს. მისი თავდაპირველი მშენებლობა VII – VIII საუკუნეებითთარიღდება, ხოლო დღევანდელი ნაგებობა ქართული ხუროთმოძღვრების IX-X საუკუნეებისნიმუშს წარმოადგენს.)

მახსოვს ჩემი ჩამოსვლა აფხაზეთში. 1965 წელს მივმართე აფხაზეთში მრევლს, რომ მე სულიერი მამა ვარ მისი. მას შემდეგ ღრმად გამიჯდა გულში ის სითბო, გულითადობა, კეთილისაკენ  მისწრაფება, რაც მაშინ აღმოვაჩინე ჩემს მრევლში, როცა ვიყავი, ეროვნების განურჩევლად, აქ მოსახლე ყველა ქრისტიანის, ვიმეორებ – სულიერი მამა.

ახლა დიდად სამწუხაროა, რომ სიტუცაია მნიშვნელოვნად შეიცვალა უარესობოსკენ. სიტუაციის გართულების და გამწვავების მიზეზი, ყველა სხვა მიზეზთან ერთად, ისიც არის, რომ ჩვენ აღარ ვართ ის ნამდვილი ქრისტიანები, წარსულში რომ ცხოვრობდნენ ჩვენს მიწა-წყალზ. ჩვენს შორის არიან ისეთები, რომლებიც ქარისტიანობას ქადაგებენ მხოლოდ სიტყვით, რომლებიც ეძებენ „ნათლიას“ და არა ნათლობას, ღმერთთან მიახლოებას. შესუსტდა ქრისტიანული სული, შესუსტდა ქრისტიანული მორალი ქართველებში, აფხაზებში, სხვა ერთა წარმომადგენლებში და ეს იწვევეს ბუნტს, კონფლიქტებს, ბევრ გაუგებრობას. საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთად ვცხოვრობდით და ერთად უნდა ვიცხოვროთ კვლავაც.

ხალხის კეთილ ნებაზე, ქრისტიანობის წმინდა იდეალებისდამი მის მისწრაფებაზეა დამოკიდებილი – დამარცხდება თუ არა მშვიდობა ჩვენს დალოცვილ მიწაზე.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ისინი, ვინც „თესავენ ქარს,“ ვისაც სწყურია არეულობა,  რის შედეგედაც  ცხოვრებაში ადგილი აქვს ერთმანეთს შორის გაუგებრობას თუ ცუდად გაგებას, მტრობა იბურებს ძმათა გულებში. ისინი არ  არიან ქრისტიანები, ისინი მტრები არიან თავიანთი ხალხისაც, სულ ერთია ვინც უნდა იყოს ის – ქართველი, აფხაზი, რუსი, სომეხი, ბერძენი თუ სხვა..”

1990